როდესაც ხავიერ ერნანდესი გადმოვიდა მექსიკიდან "მანჩესტერ იუნაიტედში" 2010 წელს, ეს იყო პატარა, დიდი ამბიციების მქონე ბიჭუნასთვის ახდენილი ოცნება. "მანჩესტერის" ოფიციალური გვერდმა ევანსის მსგავსად ჩიჩარიტოსაც ჩამოართვა ინტერვიუ და ცადა გარკვეულიყო იმაში, თუ რას ნიშნავდა მექსიკელისთვის "იუნაიტედი".
"ეს ემოციაზე მეტი იყო, როცა აღმოვაჩინე, რომ "მანჩესტერ იუნაიტედს" ჩემი შეძენა სურდა. ფეხბურთი ბევრს ნიშნავს ჩემს ქვეყანაში და მექსიკის ერთი პატარა გუნდიდან ამხელა კლუბში გადასვლა არაფერს დაუშავებდა მექსიკას.
ყველაზე დიდი ფეხბურთელი ალბათ ჰუგო სანჩეზი იყო, მაგრამ ის ჯერ "ატლეტიკოში" გადაბარგდა, ხოლო შემდეგ "რეალ მადრიდში", და რაფაელ მარკეზი, რომელმაც ჯერ "მონაკოში" ამოყო თავი, ხოლო შემდეგ "ბარსელონაში". მაგრამ ისეთი რამ, რომ ფეხბურთელი ერთ-ერთ ყველაზე ძლიერ გუნდში გადასულიყო პირდაპირ, ჯერ არ მომხდარა. რთული იყო დასაჯერებლად. გულწრფელად გეუბნებით, ის ფაქტი, რომ მე "იუნაიტედის" ფეხბურთელი ვიყავი მხოლოდ მაშინ დავიჯერე, როცა მედიამ წარმადგინა და "ოლდ ტრაფორდზე" დავდგი ფეხი.
მანამდე მე ხშირად მომიწია გასაუბრება სერ ალექს ფერგიუსონთან და მოლაპარაკებებიც შედგა, მაგრამ მე უბრალოდ ერთი მდგომარეობიდან მეორეში გადავაადგილდებოდი და ვერც კი ვაანალიზებდი რა ხდებოდა ჩემს ირგვლივ, რა მნიშვნელობა ჰქონდა ამას ჩემთვის. მე სერ ალექს ფერგიუსონს ვესაუბრებოდი! მე ეს ყველაფერი ვერ მივიღე. ჯერ კიდევ დაუჯერებელი იყო. კიდევ კაი, რომ იმ დროს მექსიკის ეროვნულ ნაკრებში მომიწია რამდენიმე მატჩის ჩატარება, ამან ცოტა აზრზე მომიყვანა, თორემ ამ ყველაფერს ვერ გავუძლებდი. მე "მანჩესტერ იუნაიტედში" გადავდიოდი.
პრეზენტაციის შემდეგ გავაანალიზე, რომ მე "იუნაიტედის" ფეხბურთელი ვიყავი. "მანჩესტერის" სკაუტი, ჯიმი მთხოვდა, რომ ტრანსფერის შესახებ ჯერ არავისთვის არაფერი მეთქვა. ამიტომაც ამ დიდი ნაბიჯის შესახებ ჯერ ჩემმა მშობლებმაც კი არ იცოდნენ. ეს დამეხმარა, რომ ბოლომდე მოტივირებული ვყოფილიყავი მექსიკაზე და იქ თამაშზე. ნაკრებში თამაშისას იმდენს აღარ ვფიქრობდი იმაზე, რომ უკვე "წითელი ეშმაკი" ვიყავი და ღელვაც ნელ-ნელა ქრებოდა.
მაგრამ ვერ წარმოიდგენთ რა ამაყი ვიყავი ამ კლუბში გადმოსვლით, ძალიან მოტივირებულიც ვიყავი, მინდოდა რომ ეს შანსი გამომეყენებინა. პირველივე ვარჯიშიდან ვცდილობდი ამის დანახებას.
უამრავი ხალხი მეუბნებოდა "ეს შენი პირველი წელია, ეს არის დრო, როდესაც უბრალოდ უნდა მიეჩვიო აწაურობას და თავი დაიმკვირდო". მე კი ამაზე არ ვფიქრობდი, მე უბრალოდ ვამბობდი "ერთი წელი არ მჭირდება დასახლებისთვის". მე უბრალოდ მინდოდა დამემტკიცებინა, რომ ამ გუნდში მყოფ ფეხბურთელებზე დაბლა არ ვიდექი და მსურდა ყველაფერი შემეწირა ამ კლუბისთვის, დავხმარებოდი რათა ისევ მოეგოთ უამრავი თამაში და კიდევ ბევრი ტიტული შეემატებინათ მათი უდიდესი ისტორიისთვის.
მახსოვს, რომ "ოლდ ტრაფორდზე" პრეზენტაციაზე უბრალოდ ვიღიმოდი. მე ვიგრძენი, რომ მივაღწიე რაღაც დიდებულს. ძალიან ბევრს ვმუშაობდი, ვიცოდი რას ნიშნავდა ეს ჩემთვისაც და ჩემი ოჯახისთვისაც, ჩვენთვის ყველასთვის ეს დიდებული ტრიუმფი იყო.
მე საოცრად ამაყი ვიყავი, როცა კონტრაქტს ვაწერდი ხელს, იმიტომ რომ აქ მოსახვედრად ბევრი ვიწვალე, ბევრი ვიმუშავე და ვიტანჯე. მე კონტრაქტის მოწერის მომენტში ვიგრძენი უდიდესი სიამოვნება, იმიტომ რომ მე გამოვიჩინე მოთმინება, ვიმუშავე ბევრი და ამ ყველაფერმა შედეგი გამოიღო. მე უბრალოდ მსურს ჩემი ყველა შესაძლებლობა დაგანახოთ იქნება ეს მოედნის გარეთ თუ შიგნით და მინდა გითხრათ, რომ მხოლოდ ფეხბურთელად ყოფნა ჩემთვის არ კმარა, ჩემთვის მთავარია ადამიანად ყოფნა. ყველაფერი ეს, მე ჩემი ოჯახისგან ვისწავლე.
ცოტა დრო დამჭირდა ამინდთან, საჭმელთან და ვარჯიშის ტიპთან შესაგუებლად. მექსიკასთან შედარებით ყველაფერი განსხვავებული იყო. მაგრამ არც გულს და არც გონებას არ სურდათ ის, რომ ეს ერთი კვირა მხოლოდ შეგუებისა და დასახლებისთვის შემეწირა, მე უბრალოდ ყოველწლიურად მსურს ვითამაშო "იუნაიტედისთვის" და დავანახო ხალხს, რომ შემიძლია ვიყო საუკეთესო ფორმაში, საუკეთესო ფიზიკური მომზადებით და უბრალოდ მსურს დაგანახოთ როგორი ფეხბურთელი და პიროვნება შემიძლია ვიყო."