თბილისი:
მანჩესტერი:
30-04-2014, 10:30
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 1766,
კომენტარები: 7
ნევილი გიგზს მხარს უჭერს
რაიან გიგზზე იმედებს ამყარებენ.
ნევილი გიგზს მხარს უჭერს
როგორც ვიცით წინა კვირაში მთავარი მწვრთნელის პოსტიდან გათავისუფლებული დევიდ მოიესის ნაცვლად, მთავარი მწვრთნელის სკამი დროებით რაიან გიგზმა დაიკავა. თუმცა "მანჩესტერ იუნაიტედის" ხელმძღვანელობა მის კანდიდატურას სერიოზულად არ განიხილავს, რადგან მას ჯერ გამოცდილება არ აქვს.

"მანჩესტერ იუნაიტედის" ყოფილი მცველი, გარი ნევილი ხელმძღვანელობას მოუწოდებს, რომ რაინ გიგზს დრო მისცენ და არა დროებით, არამედ ხანგრძლივ მწვრთნელად დანიშნონ.

მიუხედავად იმისა, რომ გულშემატკივრებსა და მოთამაშეებს შორის უელსელი ლეგენდა დიდი ავტორიტეტით სარგებლობს, "იუნაიტედის" ბოსებს მაინც სურთ მისი შეცვლა და შესაძლო კანდიდატებად ლუი ვან გაალი, კარლო ანჩელოტი, ლორან ბლანი და სხვები მოიაზრებიან.

გარი ნევილი თვლის, რომ "იუნაიტედს" ბრიტანელი მწვრთნელი სჭირდება და გიგზი ამ პოსტისთვის შესანიშნავი ვარიანტი იქნება.

"შაბათს კარგად დაიწყო და მოდით მივცეთ კიდევ ერთი-ორი მატჩი და ვნახოთ, როგორ შეეგუება ამ როლს და გაართმევს თუ არა თავს მას"

"მიიჩნევენ, რომ რაიანს გამოცდილება არ აქვს, მაგრამ ის კლუბს იცნობს. ასევე თვლიან, რომ ვან გაალს უდიდესი გამოცდილება აქვს, მაგრამ ის პრემიერ-ლიგას არ იცნობს."

"ხელმძღვანელების გადასაწყვეტია, რაც სურთ. ჩემი აზრით მათ გამოცდილი ხელი სჭირდებათ, მაგრამ მე პირადად მსურს ბრიტანელი მწვრთნელი მოვიდეს, რადგან "მანჩესტერ იუნაიტედს" ყოველთვის ბრიტანელი წვრთნიდა. მოვიცადოთ და ვნახავთ."


ნევილი, გიგზის ახლო მეგობარი შენიშნავს, რომ რამდენიმე მაგალითი არსებობს იმსა, თუ როგორ გაართვეს თავი გამოუცდელმა მწვრთნელებმა თავიან სამუშაოს, როცა მათ შანსი მისცეს.

"ჩვენს დროში არ არსებობს მწვრთნელის დანიშვნის მკაცრი წესები. რამდენიმე მწვრთნელი არსებობს, ვისაც მცირე გამოცდილება აქვს - პეპ გვარდიოლა, დიეგო სიმეონე, კენი დალგლიში თავის დროზე."

ასევე ნევილი აღნიშნავს იმ მწვრთნელებსაც, ვისაც ერთი-ორი წარმატებული სეზონი ჰქონდა. მაგალითად ჟოზე მოურინიო, რომელმაც "ჩელსიში" წარმატებას მიაღწია, ამგრამ ვილაშ-ბოაშმა ვერა.

"სხვადასხვა მაგალითს ხედავთ იმისა, თუ როგორ ამართლებს ეს ხანდახან, ხანდახან კი ვერა. სანამ ვინმეს არ დანიშნავთ, ვერ იქნებით დარწმუნებული გაამართლებს იგი თუ არა."

"ამ ხედვით ხალხი ამბობს, რომ რაიანს გმაოცდილება არ აქვს, მაგრამ ვან გაალის დანიშვნა გაამართლებს? არ ვიცით. ეს ხალხის მოწოდება კლუბის მიმართ."
- აცხადებს გარი ნევილი.

telegraph.co.uk
სიახლეები, ახალი ამბები, ინტერვიუები
7 კომენტარი
№1
ავტორი: Manchester United 14
30 აპრილი 2014 13:44
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 982
გიგზი ნუბდა ნე და უფრო კარგი გიგზიც არის მგონი ვან გალიზე
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ MU – MUF - MUFC - Ok!
manunited
№2
ავტორი: Luka Gelashvili
30 აპრილი 2014 14:31
  • სიახლეები: 243
  • კომენტარები: 1953
მაინც მინდა ვან გაალი რო მოვიდეს (სამწვრთნელო შტაბს თუ დატოვებს)
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
"Many great players have worn the shirt of Manchester United.. In so many ways Scholes is my favourite" - Sir bobby Charlton
№3
ავტორი: GeorgeBest
30 აპრილი 2014 14:41
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
დიდი ექსპერიმენტია გიგზი და მარტო ნორვიჩთან 1 ჩატარებული მატჩით ვერ განსაზღვრავ ვერაფერს. ყველაზე მაგრად მინდა ამ ხალხმა ჩაიბაროს გუნდი და გაამართლონ მაგრამ მეორე საკითხია კიდევ ერთ იმედგაცრუებას დიდი ჩავარდნა მოყვება დ ამერე ვან გაალებიც ვერ გვიშველიან კაი ხანი. არ ვიცი არ ვიცი მირჩვენია მოიყვანონ ის ჩემისა და 2–3 წლის მერე გიგზმა გადაიბაროს გუნდი, ოღონდ რო ატრაკებს გიგზის გაშვებაზე ეგ არ გამოვა :დ
0
№4
ავტორი: RedGirl
30 აპრილი 2014 15:08
  • სიახლეები: 893
  • კომენტარები: 1384
არ არის ეს ერთი მატჩი საკმარისი. მოვიდეს ეს ვან გაალი და დააყენოს გიგზი ასისტენტად. მომინდომა ხუთი მწრთვნელით მოსვლა :|
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
№5
ავტორი: Macklemore
30 აპრილი 2014 15:54
  • სიახლეები: 24
  • კომენტარები: 2125
ექსპერიმენტების დრო ნაღდად არაა თორე თუ ვერ გაამართლა გიგზის ავტორიტეტიც შეილახება ცოტა და პახოდუ ლივერპულისნაირი ჩავარდნა გვექნება. ახლა გვჭირდება ისეთი გამოცდილი მწვრთნელი როგორიც ვან გაალია. ამოგვიყვანს ამ ორმოდან, 2-3 სეზონი ცოტა წელში გავიმართებით და მერე შეიძლება გიგზის კანდიდატურაზე ფიქრი.
0
№6
ავტორი: Manchester_M
30 აპრილი 2014 17:41
  • სიახლეები: 8
  • კომენტარები: 4027
გიგზის დატოვების შემთხვევაში ერთ პრობლემას ვხედავ გიგზის ყოფილი გუნდელები იყვნენ კლევერლი და იანგი ასევე ზოგიერთი ფეხმოტეხილიც და მეგობრებიც არიან კიდეც და გიგზი რამდენად შეძლებს ამათ გაყრას ამიტომ ჯობია მოიყვანონ ვინმე მწვრთვნელი იმან გაწმინდოს გუნდი და შემდეგ ჩაუდგეს გიგზი სათავეში :)
0
№7
ავტორი: red devil
30 აპრილი 2014 18:30
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4680
ლორან ბლანიო ჩემი რა სასტავით ყავს და მაინც ვერაფერს შვება და მანჩესტერით რას იზავს მაგას ისევ გიგზი ჯობია.
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top