თბილისი:
მანჩესტერი:
30-04-2014, 10:01
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 1903,
კომენტარები: 9
იანუზაი განაცხადში მოხვდა
ადნან იანუზაის უმართლებს.
იანუზაი განაცხადში მოხვდა
"მანჩესტერ იუნაიტედის" ახალგაზრდა ნახევარმცველი ზაფხულის მსოფლიო ჩემპიონატისთვის ბელგიის ნაკრების წინასწარ განაცხადში მოხვდება.

გასულ კვირას 19 წლის ფეხბურთEლი როგორც იქნა გაერკვა ნაკრების არჩევაში და მისი არჩევანი ბელგიაზე შეჩერდა. მიუხედავად იმისა, რომ ნაკრების რამდენიმე თანაგუნდელი წინააღმდეგია მისი გამოძახებისა, იანუზაი მაინც მოხვდა განაცხადში.

"ადნანმა 27 მატჩი ჩაატარა "მანჩესტერ იუნაიტედის" შემადგენლობაში და შესანიშნავი ოსტატობა აჩვენა. მას ფლანგზე და თავდასხმაშიც შეუძლია თამაში. ეს კი საინტერესოა, რადგან კრისტიან ბენტეკე ტრავმირებულია და მიუწვდომელი ჩვენთვის."

"ვფიქროს სრულიად ნორმალურია, რომ 27 კაციან წინასწარ განაცხადში ჩავსვამ მას, თუ გავითვალისწინებთ მის თამაშს. მაგრამ პირველ რიგში მინდა დავაკვირდე თუ როგორ იმოქმედებს ვარჯიშებზე."
- განუცხადა ბელგიის ნაკრების თავკაცმა მარკ ვილმოტსმა Het Laatste Nieuws - ს.

გარდა ამისა ვილმოტსმა მოგვითხრო თუ როგორ მიიღო იანუზაიმ ბელგიის ნაკრების არჩევის გადაწყვეტილება.

"22 იანვარს, როცა "იუნაიტედი" "სანდერლენდს" ეთამაშებოდა, პირველად ველაპარაკება მამამისს. მის აგნეტს, დირკ დე ბრისსაც ვესაუბრე და ვთხოვე, რომ 30 აპრილამდე ეცნობებინათ იქნებოდა თუ არა იანუზაი მზად, რომ მსოფლიო ჩემპიონატზე მოსახვედრად ებრძოლა".

"არასდროს დამიძალებია, მაგრამ რამდენიმე კვირის შემდეგ, როცა მე ფედერაციასთან კონტრაქტი გავახანგრძლივე დამირეკეს და მითხრეს, რომ გადაწყვეტილება მიიღეს. ვფიქრობ არაჩვეულებრივი არჩევანია"

"ადნანმა აირჩია ნაკრები, სადაც დიდი კონკურენციაა და რაც დიდი კონკურენციაა, მით უკეთესია მოთამაშისთვის. მეორეს მხრივ მას არაფერი არ აქვს გარანტირებული და ვინც მე კარგად მიცნობს იცის, რომ მხოლოდ საუკეთესოები ითამაშებენ"
- დაამატა ვილმოტსმა.

fapl.ru
სიახლეები, ახალი ამბები, ინტერვიუები
9 კომენტარი
№1
ავტორი: ვახო ( G G M U)
30 აპრილი 2014 10:15
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4327
ძაან კარგია და რაც მთავარია უდიდეს გამოცდილებას მიიღებს მსოფლიო ჩემპიონატზე.
0
№2
ავტორი: chudikone
30 აპრილი 2014 10:26
  • სიახლეები: 385
  • კომენტარები: 3206
ვაჰ ძაან მაგარი ამბავია. ეხლა სიახლეს დავწერ თუ რატომ უნდა ითამაშოს ამან მუნდიალზე
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
I saw my mate The other day, He said to me I’ve seen the white Pele
So I asked who is he, He goes by the name of Wayne Rooney.
Wayne Rooney
Wayne Rooney
He goes by the name of
Wayne Rooney!
№3
ავტორი: RojoDiablo
30 აპრილი 2014 10:30
  • სიახლეები: 7065
  • კომენტარები: 8687
chudikone,
გელოდებით აბა
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
If You Can't Support Us When We Lose, Don't Support Us When We Win
№4
ავტორი: Luka Gelashvili
30 აპრილი 2014 14:32
  • სიახლეები: 243
  • კომენტარები: 1953
როგორც იქნა
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
"Many great players have worn the shirt of Manchester United.. In so many ways Scholes is my favourite" - Sir bobby Charlton
№5
ავტორი: GeorgeBest
30 აპრილი 2014 14:36
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
უნდა წავიდეს და მიეცემა შანსი. წელს ბელგია ბევრს გაამწარებს მსოფლიოზე და გამიხარდება თუ გაიბრწყინებს
0
№6
ავტორი: RedGirl
30 აპრილი 2014 15:06
  • სიახლეები: 893
  • კომენტარები: 1384
აუ მაგრად გამიხარდა <3 მიდი ადნან <3
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
№7
ავტორი: Macklemore
30 აპრილი 2014 15:55
  • სიახლეები: 24
  • კომენტარები: 2125
ძალიან მაგარია! აწი მასზე იქნება დამოკიდებული მოხვდება თუ არა სასტარტოში და დარწმუნებულივარ შანსს გამოიყენებს!
0
№8
ავტორი: Manchester_M
30 აპრილი 2014 17:35
  • სიახლეები: 8
  • კომენტარები: 4027
კარგი გადაწყვეტილება მიიღო რომ ბელგის ნაკრებში წავიდა და იმედია თავს გამოიჩენს მუნდიალზე წარმატებები ადან !!
0
№9
ავტორი: red devil
30 აპრილი 2014 18:22
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4680
იმედია წაიყვანენ მსოფლიოზე.
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top