სერ ალექს ფერგიუსონის ავტობიოგრაფიის კიდევ ერთი ნაწილი.
"მანჩესტერ იუნაიტედის" რუსულ მხარდამჭერ საიტზე გავრცელდა Alex Ferguson: My Autobiography -ის კიდევ ერთი ნაწილი. მსგავსი შემთხვევა ადრეც მომხდარა და მან ჩვენს საიტზე უდიდესი გამოხმაურება ჰპოვა. თხოვნაც იყო, რომ კიდევ პოვნის შემთხვევაში გადამეთარგმნა და გამევრცელებინა. ასეთი შანსი RICHARD - მა მომცა და მეც დიდი სიამოვნებით გიზიარებთ მას.
"ასე მგონია საფეხბურთო პუბლიკის თვალში მე ყოველთვის ვიყავი ადამიანი, რომელიც "მანჩესტერ იუნაიტედზე" გიჟდება და რომელსაც სხვა არაფერი აინტერესებს ამ ქვეყნად. ეს ასე არაა. როცა სამუშაომ გამომფიტა, შევეცადე ახალი გატაცებები და ჰობი მომეძებნა, რათა ყურადღება გადამეტანა. სწორედ ამიტომაც ჩემი წიგნის თაროები ძლივს იჭერენ თავს, ხოლო სარდაფი სავსეა კარგი ღვინოებით.
რა იცის ხალხმა ჩემი მეორე ცხოვრების შესახებ? მხოლოდ ის, რომ მე ჯირითით ვინტერესდები. სწორედ ამ ცხოვრებას დავუბრუნდი მას შემდეგ, რაც "იუნაიტედში" კარიერა დავასრულე. სწორედ ასეთ ცხოვრებას ვუბრუნდებოდი ყოველი მატჩის შემდგომ. ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში სხვადასხვა საგნებით ვინტერესდებოდი, რომლებიც თავის მხრივ მეხმარებოდნენ, რომ უკეთესი მწვრთნელი გავმხდარიყავი. არანკლებ ბეჯითად ვმუშაობდი, მაგრამ ჩემი ტვინის კუნთები დაკავებულნი იყვნენ სხვა, უფრო მრავალფეროვანი დავალებებით. სახლი იყო ადგილი, სადაც საკუთარი ინტერესებს ვეძლეოდი - დაწყებული დიქტატორების ბიოგრაფიიდან დამთავრებული ჯონ კენედის მკვლელობის დოკუმენტებითა და ჩემი ღვინის კოლექციით.
ახალგაზრდობიდანვე, როცა მაღაზიაში დამხმარედ ვმუშაობდი მე არასდროს ვიცვლიდი ჩემს პოლიტიკურ შეხედულებებს. დროის სვლასთან და ფულთან ერთად ხალხი ცვლის თავის შეხედულებებს, მაგრამ ჯერ კიდევ ახალგაზრდობაში მე მაღელვებდა არა პოლიტიკური შეხედულებები, არამედ პრინციპები და ცხოვრებისეული ფასეულობები.
არ ვყოფილვარ ლეიბორისტული პარტიის აქტიური წევრი - არ დავდიოდი თათბირებზე და არც წინასაარჩევნო კამპანიებზე. თუმცა ეს სულაც არ მიშლიდა ხელს მხარი დამეჭირა ლეიბორისტული პარტიის ადგილობრივი პარლამენტის წევრებისთვის. ქეითი მეუბნებოდა, რომ ერთხელ ჩაერევი პოლიტიკაში და არასდროს მოგასვენებენო. პოლიტიკოსები ყოველთვის იფიქრებენ, რომ შენ ყოველთვის გექნება დრო რათა მათ დებატებს დაესწრო. ერთია გჯეროდეს ლეიბორისტული პარტიის და სოციალური პრინციპების და მეორე - იყო პარტიის აქტიური წევრი. "მანჩესტერ იუნაიტედის" მწვრთნელობისას დრო არ მქონდა, რომ პარლამენტარების მოთხოვნილებები დამეკმაყოფილებინა. მე ჩემს ხმას ბიულეტენის საშუალებით ვაძლევდი და მხარდაჭერას ვუცხადებდი, მაგრამ ეს იყო და მორჩა. არა მგონია ვინმეს დევიდ კამერონთან ერთად ვენახე. ლეიბორისტის გვერდით - დიახ. ამით ჩემი პოლიტიკური აქტიურობა სრულდებოდა.
მე ყოველთვის მემარცხეენის მომხრე ვიყავი და ეს კარგად ხსნის თუ რატომ ვაყენებ გორდონ ბრაუნისა და ჯონ სმიტის სამუშაოს მაღალ საფეხურზე. ჯონს შეეძლო ლეიბორისტული პარტიიდან შესანიშნავი პრემიერ-მინისტრი გამხდარიყო. ვწუხვარ ნილ კინოკის გამო (უელსელი პოლიტიკოსი, ევროპული კომისიის ყოფილი ვიცე-ელჩი - პირდაპირი თარგმანი), მას ძალიან არ გაუმართლა. გამიხარდებოდა ასეთი პრემიერ-მინისტრი რომ გვყოლოდა. ბრაუნის პრინციპები ჩემთან ახლოს იყო, მაგრამ მესმის, რომ ბლერის პოლიტიკური ხერხები ძალაუფლების გასაღები იყო. მან სწორად წარადგინა თავი. არ უნდა დავივიწყოთ ქარიზმაც: ის პოპულარული იყო მანამ, სანამ მხარი არ დაუჭირა ერაყში შეჭრას.
ჯიმ როჯერის (შესანიშნავი ადამიანის, გამოცდილი შოტლანდიელი ჟურნალისტისა და ბევრი ლეიბორისტი პრემიერ-მინისტრის ნდობით აღჭურვილი პირის) წყალობით ალასტერ კემპბელს დავუმეგობრდი. როგორღაც მან მთხოვა ალასტერისთვის ინტერვიუ მიმეცა, რომელიც იმ დროისათვის Mirror - ში მუშაობდა. მე და ის მაშინვე შევეწყვეთ და მისგან რამდენიმე წერილსაც ვიღებდი. მოგვიანებით იგი ტონის პრეს-მდივანი გახდა და ლეიბორისტულ პარტიაში მისი როლი საშუალებას გვაძლევდა მყარი მეგობრობა ჩამოგვეყალიბებინა. 1997 წელს, არჩევნებამდე ერთი კვირით ადრე "მიდლანდში" ალასტერთან ერთად ვივახშმე, ტონი და ჩერიც (ტონი ბლერის ცოლი - პირდაპირი თარგმანი) დაგვეწვივნენ. მე ტონის ვუთხარი:
"თუ მთავრობას ერთ ოთახში მოამწყვდევ და კარს ჩაკეტავ, პრობლემებიც არ გექნება. პრობლემები ჩნდება იმის გამო, რომ მთავრობა თავისებურად მუშაობს, მას თავისი პარტნიორები ჰყავს და პრესაშიც თავისი კონტაქტები აქვს. კაბინეტის მართვა რთული იქნება"ტონიმ მისმინა. ქვეყნის მმართველის სამუშაო დიდ პასუხისმგებლობასა და თავისებურ მარტოობასთანაა დაკავშირებული - ეს ყველაფერი ჩემთვის ნაცნობია. ისეც ხდებოდა, რომ სამუშაოს შემდეგ ოფისში ვიკეტებოდი და სასოწარკვეთით ვეძებდი კამპანიას. ასეთი ვალდებულება ვაკუუმითაა გარშემორტყმული, რომელიც ბევრს აშინებს. ასეთი პოზიციისთვის ტონი ახალგაზრდა იყო.
თავის მემუარებში მან დაწერა, რომ გორდონ ბრაუნის განთავისუფლებასთან დაკავშირებით ჩემს რჩევას დაუგდო ყური. ბრაუნი პრემიერ-მინისტრობის შემდეგი კანდიდატი იყო. არ მახსოვს, რომ ტონის ჩემთვის რჩევა ეკითხოს. მან სუპერვარსკვლავებზე მკითხა და კიდევ იმაზე, თუ როგორ ვუმკლავდებოდი მათ. მე ვუპასუხე:
"მთავარია აკონტროლებდე. როგორც კი ძალაუფლების საკუთარ თავზე აიღებენ, მაშინვე უნდა მოიშორო ისინი." გარკვეული პრობლემები გორდონთან ჰქონდა, მაგრამ ჩემთვის რჩევა არ უკითხავს. ჩემი რჩევა საზოგადო იყო - არ მსურდა პიროვნებაზე გადასვლა.
გამოცდილება მეუბნება, რომ ყოველთვის რთული გზა უნდა აირჩიო. თუ კი რომელიმე მომუშავე უსიამოვნებებს იწვევს, ე.ი. რაღაც ვერ არის კარგად. რატომ უნდა დაწვე დასაძინებლად შემაწუხებელი აზრებით, თუ შეგიძლია პრობლემა ახლა და აქვე მოაგვარო?
ძალაუფლება გეხმარება, თუ კი მისი გამოყენება გსურს. არ ვფიქრობ, რომ ეს ყველაფერი ფეხბურთელებსაც ეხება, რომლებიც უმეტესწილად მუშათა კლასს მიეკუთვნებიან. მაგრამ, მე კონტროლზე ვიყავი კონცენტრირებული. მე შემეძლო ჩემთვის მონიჭებული ძალაუფლებით მესარგებლა (და მე ვსარგებლოდი მისით), მაგრამ ჩემი პოზიცია "იუნაიტედში" ისეთი იყო, რომ ეს ყველაფერი რაღაც სრულიად ბუნებრივი ჩანდა. ხშირად ხალს ჰგონია, რომ დიდი გადაწყვეტილებები, რომლებიც ასეთ მომენტებში აუცილებელია, ძალაუფლების დემონსტრირებაა, როცა სინამდვილეში ის კონტროლს ემსახურება.
ლეიბორისტების პოლიტიკა და ღვინო რომ გვერდით გადავდოთ, ჩემი ყურადღება ბევრი რამით მიიპყრო ამერიკამ. ჯონ კენედი, სამოქალაქო ომი, ვინს ლომბარდი (ამერიკული ფეხბურთის ცნობილი მწვრთნელი - პირდაპირი თარგმანი) და დიდებული ამერიკული მატჩები ჩემი სტრესიდან გამოყვანისა და ამოსუნთქვის საშუალება იყო. ამერიკულ კულტურაში შესვლის წერტილი ჩემთვის ნიუ-იორკი იყო. იქ ბინა ვიყიდეთ, რომლის გამოყენებაც მთელს ოჯახს შეეძლო და მანჰეტენი იქცა ადგილად, სადაც შეგეძლო მცირე შესვენება მოგეწყო, თუ კალენდარი ამის საშუალებას გაძლევდა.
შტატები ყოველთვის მაინტრიგებდნენ და მავსებდნენ. ამერიკაში პირველად 1983 წელს მოვხვდი, როცა "აბერდინმა" უეფა-ს თასების მფლობელთა თასი მოიგო. მე ოჯახი ფლორიდაში წავიყვანე დასასვენებლად. იმ დროისათვის ამერიკა და მისი ისტორია უკვე ღრმად ჩაიბეჭდა ჩემში. დღემ, როდესაც მე დალასში ჯონ კენედის მკვლელობის ამბავი გავიგე 1963 წელს, ჩემს ცხოვრებაში ღრმა კვალი დატოვა. დროთა განმავლობაში ჩემში ამ ისტორიისადმი კრიმინალისტიკურმა ინტერესმა გაიღვიძა: ვიკვლევდი თუ როგორ, ვინ და რატომ მოკლა იგი.
მახსოვს როგორ შეძრა ამ ამბავმა მსოფლიო. პარასკევი საღამო იყო და სარკის წინ წვერს ვიპარსავდი. მეგობრებთან ერთად საცეკვაოდ წასვლას ვაპირებდი. მამამ, რომელიც ყრუ იყო დამიყვირა:
"სიმართლეა, რომ ჯონ კენედი მოკლეს?"ცეკვებზე მთავარი ჰიტი უკრავდა: "Would You Like to Swing on A Star?", მაგრამ მდუმარე ატმოსფერო იყო. ცეკვის ნაცვლად მაღლა ავედით, რათა მკვლელობის შესახებ გვემსჯელა.
ახალგაზრდა ვიყავი და კენედით აღფრთოვანებული. რთული წარმოსადგენი იყო, რომ ასეთი ენერგიული და ცოცხალი პიროვნება პრეზიდენტი გახდებოდა. მიუხედავად იმისა, რომ იგი ჩემი ამერიკული ისტორიის მთავარ ფიგურად რჩებოდა, მკვლელობისადმი ჩემი ინტერესი მოულოდნელი გზით წავიდა მას შემდეგ, რაც ბრაიან კარტმელმა დამპატიჟა სავახშმოდ სტოუკში.
ვახშამზე სტენლი მეთიუზი, სტენ მორტენსენი და ჯიმი არმფილდი გვესწრებოდნენ. მაშინ არც კი მესმოდა თუ რატომ ვახშმობდნენ ესოდენ დიდი ფეხბურთელები ჩემთან ერთად.
ვახშმის დროს ბრაიანმა მკითხა:
"რა ჰობი გაქვს?""ჰობისთვის დრო არ მაქვს" - ვუპასუხე. მე "იუნაიტედით" ვიყავი დაკავებული.
"სახლში სნუკერის მაგიდა მაქვს, არც გოლფის თამაშზე, ან ფილმის ყურებაზე ვიტყოდი უარს."მან სავიზიტო ბარათი ამოიღო.
"ჩემს შვილს ლონდონში ფირმა აქვს, ისინი ყველა სახის ნაადრევ რელიზებს იღებენ. დაურეკე თუ გსურს რაიმეზე გადახედვა"ამ შემთხვევამდე ერთი დღით ადრე უიმსლოუში კინოში ფილმზე წავედი "ჯონ ფ. კენედი: სროლები დალასში".
"ეს გაინტერესებს?" - მკითხა ბრაიანმა. იმ დროს კენედის მკვლელობისადმი მიძღვნილი ათი წიგნი "ჩავყლაპე".
"მე საავტომობილო კორტეჟის მეთხუთმეტე მანქნაში ვიყავი"
"ასე როგორ მოხდა?" - ვკითხე მე, მომხდარის სრული
სიურრეალიზმით გაოცებულმა.
"მე Daily Express - ის ჟურნალისტი ვიყავი. სან-ფრანცისკოში ჩამოვედი და Time - სთვის ვმუშაობდი. კენედის ადმინისტრაციაში 1958 წელს შევედი". ბრაიანი თვითმფრინავში იყო, როცა ჯონსონი პრეზიდენტად გამოაცხადეს.
სიახლოვემ ადამიანთან, რომელიც მკვლელობის მოწმე იყო, კიდევ უფრო გამიტაცა. მე აუქციონებზე სიარული დავიწყე. ამერიკელმა ბიჭმა, რომელმაც ჩემი ინტერესის შესახებ გაიგო პათოლოგოანატომის დასკვნა გამომიგზავნა. სამწვრთნელო ბაზაზე რამდენიმე ფოტო მქონდა - ერთი აუქციონზე ვიყიდე, მეორე კი მაჩუქეს. ასე უორენის კომისიის დასკვნაც შევისყიდე, რომელზეც ჯერალდ ფორდის ხელმოწერა იყო. ეს სამი მლნ. დოლარი დამიჯდა.
1991 წელს ქეითთან ქორწილის წლისთავზე შტატებში გავემგზავრეთ. ვიყავით ჩიკაგოში, სან-ფრანცისკოში, ჰავაიზე, ლას-ვეგასში. ასევე ტეხასში მეგობრებს შევუარეთ, ბოლოს კი - ნიუ იორკში. ჩემი წიგნების კოლექცია სულ უფრო და უფრო იზრდებოდა. ჯონ კენედის საუკეთესო ბიოგრაფიად (დაუსრულებელი სიცოცხლე, ჯონ ფ. კენედი 1917-1963) მიმაჩნია. დიდებული წიგნია. დალეკს კენედის სამედიცინო ჩანაწერებზე მიუწვდებოდა ხელი და იგი მოგვითხრობს, თუ როგორი დაუჯერებელი ადამიანი იყო კენედი, რომელსაც მხოლოდ სასწაულით თუ შეეძლო გადაადგილება თუ გავითვალისწინებთ მის ქრონიკულ ჰიპოკოტიკოიდიზმს და ღვიძლთან დაკავშირებულ პრობლემებს.
პრეზიდენტობის სამი წლის განმავლობაში მან უამრავი ბრძოლა გადალახა, დაწყებული "ღორების ყურეში" მომხდარი უშედეგო შეჭრიდან, რომელში დამნაშავეც თავად იყო, დასრულებული ცივი ომით, ვიეტნამისა და კუბის კრიზისით. როგორც ახლა, მაშინაც მწვავედ იდგა დაცვის საკითხი. აი მცირე ფაქტი, რომელიც გვიჩვენებს რამდენად მნიშვნელოვანია ფეხბურთის თამაში: იცით, როგორ გამოტეხეს ЦРУ 1969 წელს კუბაში საბჭოთა კავშირის ჯაშუშობაში? საფეხბურთო მოედნებით. საჰაერო ფოტოებმა აჩვენა, საბჭოთა მუშაკები როგორ ტკეპნიდნენ საფეხბურთო მოედნებს. კუბელები ფეხბურთს არ თამაშობდნენ. ჰენრი კისინჯერის ევროპულმა მენტალიტეტმა ყველაფერი უცებ გამოააშკარავა.
ჩემი გატაცების წყალობით ბევრ დიდებულ ლიტერატურას გავეცანი. განსაკუთრებით მინდა გამოვყო დევიდ ჰალბერსტემის წიგნი - "ყველაზე კარგები და ყველაზე ჭკვიანები". ამ წიგნში იგი მოგვითხრობს ვიეტნამის ომის მიზეზებზე და იმის შესახებ თუ რამდენი ტყუილი აგორდა კენედის ძმებს ირგვლივ. აშშ-ს თავდაცვის მინისტრი და ოჯახის მეგობარი რობერტ მაკნამარაც კი იტყუებოდნენ. ამ უკანასკნელმა თანამდებობის დატოვების შემდეგ კენედის ოჯახს ბოდიში მოუხადა.
2010 წლის ამერიკის საზაფხულო ტურნეს დროს გეტისბერგს ვეწვიე, სადაც ლაპარაკის საშუალება მომეცა ჯეიმს მ. მაკფერსონთან, სამოქალაქო ომის ისტორიკოსისა და ავტორთან წიგნისა - "თავისუფლების მებრძოლი ძახილი". მაჩვენეს თეთრი სახლი. სამოქალაქო ომისადმი ჩემი ინტერესი ვიღაცის ნაჩუქარი წიგნის შემდეგ ჩაისახა, რომელიც ამ ომის გენერლებზე იყო. თითოეულ მხარეს ბევრი გენერალი ჰყავდა. მასწავლებლებიც კი გენერლები ხდებოდნენ. როგორღაც გორდონ ბრაუნმა მკითხა რას ვკითხულობდი.
"სამოქალაქო ომის შესახებაა" - ვუპასუხე მე. გორდონი დამპირდა, რომ რაღაც ჩანაწერებს გამომიგზავნიდა. მალე 35 ჩანაწერი მივიღე, რომლებიც ჰარი გალაჰერის ლექციებს ეძღვნებოდა. ჰარი გალაჰერი ჯეიმს მაკფერსონთან ერთად მუშაობდა სამხედრო-საზღვაო ფლოტის საკითხზე - თემა, რომელიც ბოლომდე გამოკვლეული არაა.
არ უნდა დავივწყოთ ასევე ჯირითიც, რომლითაც ასე ვინტერესდებოდი. როგორღაც ჩვენმა ყოფილმა დირექტორმა, მარტინ ედვარდსმა დამირეკა სახლში და მირჩია დასვენების დღეები მომეწყო.
"კარგად ვარ" - ვუპასუხე.
"ასე კუბომდე მიხვალ" - აღშფოთდა ქეითი. სამუშაოს შემდეგ ხშირად ვიჯექი ტელეფონთან ცხრა საათამდე და ფეხბურთზე ფიქრს ერთი წამითაც კი არ ვწყვეტდი.
ჩემი პირველი ცხენი 1996 წელს შევიძინე. 30 წლის თავზე ჩელტნემში წავედით, სადაც ჯონ მალნერი გავიცანი - ირლანდიელი მწვრთნელი. შემდეგ უკვე ლონდონში შევხვდით სადილზე. საკუთარ თავში ვფიქრობდი: იქნებ ცხენი ვიყიდო? ჩემი აზრი ქეითს გავუზიარე. მას ვუთხარი, რომ ეს ყურადღების გადატანაში დამეხმარებოდა.
"საიდან მოიტანე ეს იდეა?" - მკითხა მან.
"ალექს, შენი პრობლემა ისაა, რომ პირველივე ცხენს იყიდი, რომელიც თვალში მოგხვდება."ამ გატაცებამ მართლაც მომადუნა. ოფისში ჯდომისა და სატელეფონო საუბრების ნაცვლად ჩემი ფიქრები ჯირითით იყო დაკავებული. როგორც იქნა ჩემი სამუშაოს მუდმივი სტრესისგან გავთავისუფლდი. მე ჯირითით სწორედ იმიტომ დავკავდი, რომ საკუთარ თავს ფეხბურთის გარდა სხვა რამეც გამოვუძებნე. კარგად დამამახსოვრდა "საუკეთესო მეგობრის" მოგება პირველი კატეგორიის ჯირითში. ეინტრში ჯირითის წინა დღეს ჩემპიონთა ლიგიდან "ბაიერნმა" გამოგვაგდო. მომდევნო დღეს კი ლივერპულის ჯირითის გამარჯვებული ვიყავი.
ჩემს პირველ ცხენს "ქუინსლენდის ვარსკვლავი" ვუწოდე იმ ხომალდის საპატივცემულოდ, რომელზეც მამაჩემი მუშაობდა. ინსტრუქტორებმა მიამბეს მათ შესახებ, ვისაც ცხენი ჰყავდა, მაგრამ ჯირითი არასოდეს მოეგო. 60 თუ 70 ცხენი მყოლია. ახლა 30 ცხენზე მაქვს უფლება.
"ჰიბრალტარის კლდე" შესანიშნავი მოჯირითე იყო: ის ჩრდილოეთ ნახევარპოლუსის პირველი მოჯირითე იყო, ვინც პირველი ჯგუფის შვიდი ჯირითი მოიგო, რითაც მილ რიფის რეკორდი დაამხო. "კლდე" ჩემთვის იგებდა ჯირითებს, იმ მოლაპარაკებების მიხედვით, რომელსაც კულმორერ ცხენმშენებლებთან მივაღწიე. მაშინ ვფიქრობდი, რომ ცხენზე 50% უფლება მქონდა, მაგრამ კომპანია სულ სხვაგვარად ფიქრობდა: მათი აზრით მე მხოლოდ 50% მერგებოდა მოგებული თანხიდან. თუმცა ორივე მხარე მოწყვა იმის შემდეგ, რაც ორივე მხარემ მოაწერა ხელი ჩვენ შორის მცირე უთანხმოებას.
ისეც ხდებოდა, რომ ჩემი და ჯირითობის კლუბის ინტერესები იკვეთებოდა. ისეც მოხდა, რომ აქციონერების საერთო შეკრებაზე კლუბიდან გასვლა მომთხოვეს. უსიამოვნო იყო. უნდა აღვნიშნო, რომ არასდროს დამიყენებია პირადი ინტერესები "იუნაიტედის" ინტერესებზე მაღლა. შესანიშნავი საოჯახო ადვოკატი მყავს, რომელიც ყველა საკითხს კარგად გაუმკლავდა. ამ ყველაფერმა ვერავითარი გავლენა ვერ იქონია ჩემს სიყვარულზე ჯირითობის მიმართ და კარგი ურთიერთობა მაქვს ჯონ მაგნერთან - კულმორის მთავარ ფიგურასთან.
ჯირითმა, კითხვამ და ღვინომ ყურადღების გადატანა მასწავლა. შეცვლა დაახლოებით 1997 წლიდან დავიწყე, როცა მივხვდი, რომ სამუშაოსგან დასვენებაა საჭირო. ერთ-ერთ პირველ გატაცებად ჩემთვის ღვინო იქცა. ფრენკ კოენი, თანამედროვე ხელოვნების დიდი კოლექციონერი და ჩემი მეზობელი, რომელიც ღვინოს შერჩევაში მეხმარებოდა. როცა საზღვარგარეთ წავიდა, ღვინოს თავად ვარჩევდი.
თავს ექსპერტს არ ვუწოდებ, მაგრამ არც დაკნინება მსურს. ვიცი რომელი ვარგისიანობის შესახებ და როგორი ღვინოა გემოვნებიანი. შემიძლია გავსინჯო ღვინო და გავარჩიო მისი თვისებები.
შესწავლის პერიოდში ბორდოსა და შამოანის რეგიონში ვიყავი, თუმცა ცოდნის უდიდესი ნაწილი დილერებისა და ექსპერტების წიგნებიდან და საუბრებიდან ავითვისე. ეს ყველაფერი დაუჯერებლად გიტაცებს. მე ღვინოს მცოდნესთან ერთად, ტელეწამყვან ოზ კლარკთან და ღვინით მოვაჭრე ჯონ არმიტომთან ერთად ვივახშმე. ღვინის ბარებმა "კორნი და ბაროუ" შესანიშნავი ლანჩი მოგვიწყვეს. ხალხი იქ ყურძენსა და მის გამოყენებაზე საუბროდა - ვერაფერი გავარჩიე მათ საუბარში, მაგრამ იმდენად საიტერესო იყო, რომ ყურძნის შესახებ რაც შეიძლება მეტის გაგება მსურდა. ამაშია მთელი საქმე: ყურძენი. მალე ღვინის დამზადების შესახებ საერთო წარმოდგენა შემექმნა.
2010 წელს პენსიაში გასვლის შესახებ მკითხეს. ინსტინქტურად ვუპასუხე -
"გადადგომა - ახალგაზრდების საქმეა, რომელთაც სხვა გასაკეთებელიც აქვთ". 70 წლიანი უსაქმურობა მალე ანადგურებს ორგანიზმს. თუ რამიდან უნდა წავიდე, მაშინ სხვა რამიდან.
ახალგაზრდებისთვის 14 საათიანი სამუშაო აუცილებელია, რათა ცხოვრებას შეეგუონ. ასე მუშავდება სამუშაო ეთიკა. თუ ოჯახი გყავს, ეს ეთიკა მათ ეკისრებათ. ჩემმა მშობლებმა ასე აღმზარდეს და ასე აღვზარდე მეც ჩემი შვილები. ახალგარდა ასაკში მთელი სტაბილურობის დარჩენილ ცხოვრებაზე დამყარებაა შესაძლებელი. ასაკთან ერთად კი საჭიროა ფორმაში ყოფნა, ენერგიის შენარჩუნება, სწორი კვება. არასდროს მყვარებია ძილი, მაგრამ 5-6 საათს მაინც ვუთმობდი ძილს, რაც საკმარისი იყო ჩემთვის. ვიღაც იღვიძებს და საწოლიდან ვარდება - მაგრამ არა მე. მე მაშინვე წამოვხტები. ჩემ დროს საწოლში წოლაში არ დავკარგავ.
ძილის დრო უკან დარჩა - ამიტომაც ადექი. მე ექვსზე ვდგებოდი, შესაძლოა შვიდის თხუთმეტ წუთზეც. 7 საათისთვის უკვე სავარჯიშო მოედანზე ვიყავი. მისასვლელად 15 წუთი მჭირდებოდა. განრიგი არასდროს იცვლება.
ჩემი ბავშვობა სამხედრო დროის მიხედვით გავლიე. მაშინ მეუბნებოდნენ: იმად დარჩები, რადაც დაიბადე. და ყველაფერი ნორმალურად იქნება. ჩვენ ბიბლიოთეკა, აუზი და ფეხბურთი გვქონდა. მშობლები დღეჩაგდებით მუშაობდნენ, ასე რომ ჩვენ ან ბებია გვივლიდა, ან გარკვეული ასაკის შემდეგ თავად ვუვლიდით თავს. ასე აღვიზარდეთ. დედა მეუბნებოდა:
"აი ფარში, აი კარტოფილი. პლიტაზე ოთხის ნახევარზე დადგამ" ასე მომზადება შეიძლება. ცეცხლი მათი მოსვლისთვის უნდა ენთოს. შვიდს რომ 15 წუთი დააკლდებოდა მამა მოდიოდა და მას გაწყობილი სუფრა ელოდა. ჩვენ ვაწყობდით და ნაგავსაც ვყრიდით. ამით ვიყავით დაკავებულნი სკოლის შემდეგ. გაკვეთილებს კი ღამის შვიდ საათზე ვამზადებდით.
ეს ჩვეულებრივი რეჟიმი იყო, რომელიც თანამედროვე კომფორტის არ ყოფნით იყო გამოწვეული.
ჩვენს დროში ხალხი სუსტი გახდა. ცოტამ თუ იცის რა არის ფიზიკური დატვირთვა. შესაძლოა მამების თანამედროვე თაობა (მათ შორის ჩემი შვილებიც) უკეთ აღზრდის შვილებს.
ისინი ხშირად დადიან საოჯახო შეკრებებზე. მაგალითად პიკნიკები - ცხოვრებაში არ ვყოფილვარ პიკნიკზე. მე ვიტყოდი:
"წადით, ითამაშეთ ბიჭებო". აბერდინში მდებარე ჩვენი სახლის ახლოს სასკოლო მოედანი იყო, სადაც ბავშვები დღეჩაგდებით თამაშობდნენ. 1980 წლამდე კამერა არ გვქონდა. ხარისხი საშინელი იყო. პროგრესთან ერთად მოვიდა CD, DVD და შვილიშვილები, რომლებიც თამაშობენ "fantasy football" - ს.
ჩემს შვილებთან არასაკმარის დროს ვატარებდი. ქეითი, ჩემი ცოლი შესანიშნავი დედა იყო. იგი მეუბნებოდა, რომ როცა შვილები 16 წლისანი გახდებიან, ჩემი შვილები იქნებიან. ეს სიმართლეა. ასაკთან ერთად ისინი ჩემთან და ერთმანეთთან უფრო დაახლოვდნენ, რაც მახარებდა. ქეითი მართალი იყო.
"მაგრამ ეს შენი დამსახურებაა" - ვეუბნებოდი მე -
"შენზე ერთი ცუდი სიტყვაც რომ დამცდეს მომკლავენ. შენ მთავარი ხარ"
არ არსებობს წარმატების არავითარი საიდუმლო რეცეპტი. ყველაფერი ჯაფასთან ერთად მოდის. მალკოლმ გლადუელის წიგნს "განსაკუთრებულნი: წარმატების ისტორია" შეგვიძლია ვუწოდოთ- "ჯაფა. მძიმე ჯაფა". წიგნში როკფელერის ისტორიაა, რომელიც მომწონს. როკფელერების ოჯახი ყოველთვის დადიოდა ტაძარში. იმ დროს, როცა შესაწირისთვის თითო დოლარს აგროვებდენ, როგორღაც შვილმა იკითხა, 50 დოლარი ხომ არ მიგვეცა მთელი წლისთვის.
"იქნებ" - თქვა მამამ.
"მაგრამ ასე სამ დოლარს დავკარგავთ. ფინანსური ინტერესი."სწორედ მან ასწავლა მეშეშეს შეშის ისე დაწყობა, რომ ერთი საათით გვიან დამწვარიყო. ის მილიარდელი იყო.
როკფელერს წარმატება ხელმომჭირნეობამ მოუტანა. სისულელეზე არ იხარჯებოდა. მეც მაქვს მსგავსი ხასიათი. ახლაც კი, როცა შვილები თეფშზე რამეს ტოვებენ, ის არ იკარგება: ჩემთვის ვიტოვებ. ჩემი სამი შვილიც ასე იყო. ჩვენი დევიზი იყო "არ დატოვო რაიმე თეფშზე". ახლა კი მარკი, ჯეისონი და დარენი კილომეტრშიც კი არ მიმიშვებენ თავიანთ საჭმელთან.
არაფერია გარჯაზე ეფექტური. რა თქმა უნდა ჯაფასთან ერთად სტრესიც მოდის, რომელიც ისევე როგორც ასაკი ჯანმრთელობაზე კვალს ტოვებს. ასე გამიჩნდა გულთან დაკავშირებული პრობლემები. მუშაობისას როგორღაც შევამჩნიე, რომ პულსი 90-დან 160-ზე ავიდა. დავუძახე მაიკლ კლეგს და ვკითხე აპარატს რაიმე ხომ არ სჭირდა. რამდენიმე ტესტის შემდეგ მირჩია ექიმს ვჩვენებოდი.
ექიმმა დერეკ როულანდსთან გამიშვა, რომელიც გრემ სუნესთან (ყოფილი შოტლანდიელი ფეხბურთელი და მწვრთნელი - პირდაპირი თარგმანი) მუშაობდა. ფიბრილაცია. მან მირჩია ელექტროშოკის თერაპია გამევლო. შვიდ დღეში ყველაფერი დალაგდა. მომდევნო თამაში წავაგეთ და გულმა ისევ შემაწუხა. ამაში მოთამაშეებს ვადანაშაულებ: მოგვეგო და ყველაფერი ნორმალურად იქნებოდა. მკურნალობის სარგებლიანობა 60-%-ს უდრიდა და წინ წასვლა გადავწყვიტე. კარდიოსტიმულატორი გამიკეთეს და ყოველ დღე ასპირინს ვიღებდი.
კარდიოსტიმულატორის გაკეთება 2002 წელს მოხდა და ნახევარი საათი დასჭირდა. ყველაფერს ეკრანზე ვუყურებდი: სისხლის შხეფები მთელი ცხოვრება დამამახსოვრდა. 2010 წელს მოწყობილობა შემიცვალეს. ისინი 8 წელს მუშაობენ. ამჯერად ოპერაციისას ჩამეძინა. ექიმებმა მითხრეს, რომ ყველაფრის კეთება შემეძლო, რაც მსურდა: ვარჯიშები, სამუშაო, ღვინო.
რა თქმა უნდა უსიამოვნო მომენტებიც იყო. ოპერაციამდე ერთი წლით ადრე სამედიცინო შემოწმება გავიარე, რომელმაც პულსის დონე 48 აჩვენა. ალბერტ მორგანმა, ეკიპირების მენეჯერმა შენიშნა:
"მეგონა გული საერთოდ არ გქონდა". ჩემი ჯანმრთელობა ყოველთვის შესანიშნავი იყო, მაგრამ 12 თვის შემდეგ კარდიოსტიმულატორი დამიყენეს. მაშინ გავაცნობიერე, რომ ასაკთან ერთად პრობლემებიც მოდის. შეიძლება საკუთარი თავი გაუფრთხილებელ პიროვნებად აქციოთ, მაგრამ ასაკს ვერ გაექცევი. მოვა დღე, როცა ცხოვრება საკუთარ თავს მუცელში უეცარი დარტყმით შეგახსენებს. ამ დღემდე შეგიძლია თავი გაუფრთხილებლად ჩათვალო.
ადრე მთელი მატჩის განმავლობაში ნიშნულიდან არ გავდიოდი. ბურთს ვაწვდიდი, ყველა მომენტში ვერეოდი. ასაკათან ერთად ესეც წავიდა. მე უფრო მეტი დაკვირვება დავიწყე, თუმცა ზოგიერთი მატჩი მაინც მაიძულებდა, რომ ნიშნულთან მივსულიყავი, რათა შემეხსენებინა, რომ ჯერ კიდევ ცოცხალი ვარ. მაშინ ყველა მამჩნევდა: მსაჯი, მოთამაშეები, მოწინააღმდეგე.
რაც შეეხება ჯანმრთელობას, მთავარია ნუ გაწელავთ, თუ რამე საეჭვოს შენიშნავთ. უნდა უსმინო ექიმებს, გაიარო გამოკვლევები, ყურადღება მიაქციო წონას და ჭამის ხარისხს.
სიამოვნებით გატყობინებთ, რომ მხოლოდ კითხვას შეუძლია კარგი სამსახური გაგიწიოთ გამომფიტველი სამუშოს შემდეგ. ჩემს ბიბლიოთეკაში შეიძლება ნახოთ წიგნები პრეზიდენტის, პრემიერ-მინისტრის, ნელსონ მანდელას, როკფელერის, ორატორული ხელოვნების, ნიკსონის, კისინჯერის, ბრაუნის, ბლერის, მაუნბატენაჰის, ჩერჩილის, კლუნტონის, სამხრეთ აფრიკისა და შოტლანდიის შესახებ. გორდონ ბრაუნის წიგნი შოტლანდიელი სოციალისტის, ჯეიმს მაკსტონის შესახებ თაროზე მიდევს კენედის წიგნების ტომების გვერდით.
ტირანების სექციაც მაქვს. მაინტერესებდა თუ რამდენად შორს წასვლა შეუძლია კაცობრიობას. აქ ისეთი რამეები მაქვს, როგორიცაა "ახალგაზრდა სტალინი", რომლის ავტორიც საიმონ სებაგ-მონტეფიორე გახლავთ, წიგნები დიქტატორებზე - ჰიტლერსა და სტალინზე, ნაშრომები ლენინის შესახებ. "მეორე მსოფლიო ომი:დახურულ კარს მიღმა" - ავტორი ლოურენს რისი, "სტალინგრადი და ბერლინი: მარცხი 1945" - ენტონი ბივორი.
უფრო მსუბუქიდან მაქვს ედმუნდ ჰილარისა და დევიდ ნივენას წიგნები. კრიმინალისტიკიდან - კრეევების ბანდა, ამერიკული მაფია.
იშვიათად ვკითხულო სპორტის შესახებ წიგნებს - ის ცხოვრებაშიც საკმარისად მქონდა. თუმცა რაღაც მაინც ჩამრჩა გონებაში. განსაკუთრებით დამამახსოვრდა ვინს ლომბარდის ბიოგრაფია სახელწოდებით "როცა ღირსება ჯერ კიდევ რამეს ნიშნავდა", რომლის ავტორიც დევიდ მარანისია. როცა "გრინ-ბეი პეკერსის" ამ დიდებული მწვრთნელის ბიოგრაფიას ვკითხულობდი, ყოველთვის ვფიქრობდი: "ეს წიგნი ხომ ჩემს შესახებაა! მეც ზუსტად ისეთი ვარ, როგორც ლომბარდი". ეს შეპყრობილობაა. ლომბარდის ერთ-ერთი დიდებული ფრაზა, ზუსტად შემეფერება:
"არ წაგვიგია, უბრალოდ დრო არ გვეყო"Alex Ferguson: My Autobiography