თბილისი:
მანჩესტერი:
28-04-2014, 21:21
ავტორი: Berba 9,
ნანახია: 1898,
კომენტარები: 8
ჯონსი მოიესზე საუბრობს
ინგლისელი ყველაფერს აკეთებდა მოედანზე.
ჯონსი მოიესზე საუბრობს
მოიესი რამდენიმე დღის წინ განთავისუფლდა დაკავებული პოსტიდან და ამ პერიოდში იყო მუდმივი საუბრები, რომ ფეხბურთელები შეგნებულად არ ასრულებდნენ შოტლანდიელის მითითებებს.
თუმცა ფილ ჯონსი ამ ყველაფერს უარყოფს და საუბრობს, რომ ის და მისი თანაგუნდელები ყველაფერს აკეთებდნენ მოედანზე, რადგან მათ ჰქონდათ პასუხისმგებლობა.
"ეს არასდროს მომხდარა. ფეხბურთელები არ გადიოდნენ მოედანზე წასაგებად. ყველა გადიოდა იმისთვის, რომ მოეგო თამაში და ეს საუბრები მტკივნეულია" - განაცხადა ინგლისელმა მცველმა.
მიუხედავად ამისა ჯონსი ოპტიმისტურადაა განწყობილი: "ეს არ მომხდარა რაღაც მიზეზის გამო, თუმცა აუცილებელია დარჩენილი თამაშები ჩავატაროთ ძალიან კარგად"
"ის ნამდვილად სასიამოვნო კაცია და მე მინდა ვუსურვო მას ყველაფერი საუკეთესო, ჩვენ ვწუხვართ, რომ მან დაკარგა სამსახური და ჩვენ ვერ ვაჩვენეთ კარგი შედეგი, თუმცა რას ვიზამთ ეს ფეხბურთია" - დაასრულა ფილ ჯონსმა.

წყარო: "სქაისპორტი"
ახალი ამბები
8 კომენტარი
№1
ავტორი: gilmour
28 აპრილი 2014 21:45
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 2108
ყველაზე როთქვა რომ არ ინდომებდაო ჯონსზე მაგას მაინც ვერავინ იტყვის რაც შეუძლია ყოველთვის ბოლომდე აკეთებს.
0
№2
ავტორი: Jubo
28 აპრილი 2014 22:53
  • სიახლეები: 506
  • კომენტარები: 1947
ერთ-ერთი ნათელი წერტილი იყო მოიესის მანჩესტერში
პირდაპირ არავინ იტყვის მარა გარედან როგორც ჩანს სიამოვნებთ გიგზთან მუშაობა და არ უნდა იყვნენ ფეხბურთელები უკმაყოფილოები მოიესის გაშვებით
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
Giggsy 13
Gerrard 0
№3
ავტორი: Macklemore
29 აპრილი 2014 00:13
  • სიახლეები: 24
  • კომენტარები: 2125
იმედია ნელ-ნელა ყველაფერი დალაგდება. მოიესს წარმატებებს ვუსურვებ სადაც იქნება. რაც შეეხება ჯონსს, უნდა მოუმატოს. ამდენი ხანია ვიძახით გამოცდილება აკლიაო, მაგრამ დრო მოვიდა სტაბილურად ითამაშოს. რაღაც პატარ-პატარა შეცდომები აქვს ისევ და ზოგჯერ სერიოზული შეცდომებიც მოსდის.
0
№4
ავტორი: red devil
29 აპრილი 2014 07:23
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4680
ამაზე ვინ ამბობს ბოლომდე არ თამაშობდაო? სულს და გულს დებს ჩვენი გლადიატორი მოედანზე
0
№5
ავტორი: edwin
29 აპრილი 2014 09:51
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11
Magari kaci xar jons:*
0
№6
ავტორი: ვახო ( G G M U)
29 აპრილი 2014 12:34
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4327
მოიესი დებილი იყოს ფეხბურთელების რა ბრალია...
0
№7
ავტორი: RedGirl
29 აპრილი 2014 13:00
  • სიახლეები: 893
  • კომენტარები: 1384
ჯონსი მემგონი ყველაფერს აკეთებდა და ყველაფერს დებდა სტადიონზე რაც შეეძლო. საოცრად მებრძოლი ფეხბურთელია და არამგონია ეს მართლა წაგებისთვის გამოსულიყო როდესმე სტადიონზე. მოიესი მეც შემეცოდა მარა რას ვიზამთ.
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
№8
ავტორი: Manchester_M
29 აპრილი 2014 16:16
  • სიახლეები: 8
  • კომენტარები: 4027
მაგარი კაცია ჯონსი იმედია კიდევ დიდი ხანი დარჩება ჩვენთან <3
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top