თბილისი:
მანჩესტერი:
28-04-2014, 21:13
ავტორი: Berba 9,
ნანახია: 1772,
კომენტარები: 9
რიო ახალ კონტრაქტს ითხოვს.
ინგლისელს თამაში გაგრძელება სურს.
რიო ახალ კონტრაქტს ითხოვს.
როგორც უკვე ვიცით ვეტერანი ინგლისელი ფეხბურთელი სეზონის ბოლოს კონტრაქტის გარეშე რჩება, სწორედ ამიტომ ინგლისის ნაკრების ყოფილმა მცველმა გადაწყვიტა, რომ მოეთხოვა ახალი კონტრაქტი, ჩანს რომ ის აპირებს კარიერის გაგრძელებას ოლდ ტრაფორდზე.
მოიესი წავიდა და რიოს თითქოს ხელ-ფეხი გაეხსნა, რადგან შოტლანდიელისთვის რიო ფავორიტ ფეხბურთელებში არ შედიოდა და მას არ უწევდა ხშირად მოედანზე გამოსვლა. ამიტომ ფერდინანდს იმედი აქვს, რომ ან გიგზი, ან ვან გაალი მას მეტ დროს მისცემენ სათამაშოდ და ნდობასაც გამოუცხადებენ.
"მე ვაპირებ თამაშის გაგრძელებას, თუმცა სად არ ვიცი, იმედი მაქვს აქ." - განაცხადა ფერდინანდმა, რომელიც 12 წლის წინ გადავიდა ოლდ ტრაფორდზე.
ფერდინანდი საუბრობს, რომ 2013/14 სეზონი მისთვის იყო ყველაზე ცუდი სეზონი ოლდ ტრაფორდზე კარიერაში და ასევე მისი თანაგუნდელებიც ამოვარდნილები იყვნენ ფორმიდან.
"წლების განმავლობაში ცხრილს არ ვუყურებდი ხოლმე, რადგან ჩვენ არ გვჭირდებოდა. ახლა კი ჩახედვა საერთოდ აღარ შეიძლება, რადგან როდესაც ხედავ ადგილს, სადაც ჩვენ ვართ ამაზრზენია." - საუბრობს ცენტრალური მცველი.
მიუხედავად იმისა, რომ რიო არ იყო მოიესის 11-ეულის ხშირი წევრი ის მაინც არ ამტყუნებს ბოლომდე შოტლანდიელს და მიაჩნია, რომ ფეხბურთელებმაც უნდა დაიბრალონ ეს წარუმატებლობა. სხვათაშორის ფერდინანდი გიგზის 11-ეულში მოხვდა შაბათს "ნორვიჩთან" მატჩში და ნორმალურად ჩაატარა თამაში.
გარდა იმისა, რომ ფერდინანდი ცდილობს აარიდოს მთელი პასუხისმგებლობა მოიესს, ის მაინც აკრიტიკებს შოტლანდიელს და საუბრობს, რომ მან არ იცოდა როგორ მიეცა მოტივაცია ფეხბურთელებისთვის და ეს იყო ყველაზე დიდი პრობლემა მისთვის.

წყარო: "სქაისპორტი"
ახალი ამბები
9 კომენტარი
№1
ავტორი: Malboro463
28 აპრილი 2014 21:15
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 5855
ევრაზე მეტად ეს მინდა რომ დარჩეს
0
№2
ავტორი: gilmour
28 აპრილი 2014 21:50
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 2108
თვითონ ყველაზე კარგად იცის როგორ კონდიციებშია და არ დავიწყებ პროფესორობას რომ უკვე დროა წავიდეს და ა.შ. თუ შეუძლია რომ კიდე ითამაშოს მე გამიხარდება, მაგრად მიყვარს რიო.
0
№3
ავტორი: Jubo
28 აპრილი 2014 22:55
  • სიახლეები: 506
  • კომენტარები: 1947
საჭირო ფეხბურთელია, განა რამდენი მცველი უნდა ვიყიდოთ რიო რომ აღარ დაგვჭირდეს
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
Giggsy 13
Gerrard 0
№4
ავტორი: Berba 9
28 აპრილი 2014 23:54
  • სიახლეები: 278
  • კომენტარები: 1500
Jubo,

ყველგან შენ გპასუხობ, აქაც შენ გიპასუხებ :D

ისედაც 3 ცენტრალური მცველი გვყავს ვიდიჩის გამოკლებით და ასევე რიოს გამოკლებით, მგონი დროა პენსიაზე გავიდეს, თან იმხელა ტალანტი ვარელა გვეზრდება და wink
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
The City Is Yours?
The City Is Yours?
20,000 empty seats!
Are You Fucking Sure?
№5
ავტორი: Macklemore
29 აპრილი 2014 00:11
  • სიახლეები: 24
  • კომენტარები: 2125
უნდა წავიდეს ეს კაცი. დროა უკვე. თავი არუნდა გაიბანძოს. 3 ნორმალური მცველი გვყავს: ჯონსი, სმოლინგი და ევანსი. კიდე 2საც დაამატებენ და ეგ იქნება რა.
0
№6
ავტორი: red devil
29 აპრილი 2014 07:26
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4680
რავი კაი იქნება თუ დარჩება ახალგაზრდა მცველები მისგან ბევრს ისწავლიან
0
№7
ავტორი: ვახო ( G G M U)
29 აპრილი 2014 12:37
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4327
მიუხედავად რიოს დიდი სიყვარულისა, ჯობია ალბათ დაასრულოს კარიერა
0
№8
ავტორი: RedGirl
29 აპრილი 2014 12:57
  • სიახლეები: 893
  • კომენტარები: 1384
აუ არ მინდა რო სხვაგან წავიდეს როგორც ვიდიჩი წავიდა რა :| დარჩეს და ხანდახან ათასში ერთხელ გამოიყვანონ ოღონდ აქ დაასრულოს კარიერა რა :დ
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
№9
ავტორი: Manchester_M
29 აპრილი 2014 16:13
  • სიახლეები: 8
  • კომენტარები: 4027
პატივის ცემის ნიშნად თუ დატოვებენ ამას თორე ძველ ფორმასთან ახლოსაც არ არის :X
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top