თბილისი:
მანჩესტერი:
28-04-2014, 20:52
ავტორი: Berba 9,
ნანახია: 1694,
კომენტარები: 10
კინის დაბრუნება იგეგმება
როი კინი თანახმაა დაუბრუნდეს "იუნაიტედს".
კინის დაბრუნება იგეგმება
მას შემდეგ რაც დევიდ მოიესმა დატოვა პოსტი, ბუკმეიქერების ფავორიტი შოტლანდიელის შემცვლელად ლუის ვან გაალი სახელდება, სწორედ ამიტომ, თუ კი ის გუნდს გაწვრთვნის არის შანსი, რომ როი კინი ვიხილოთ სამწვრთვნელო შტაბში.
ასე თუ ისე, როი კინს აქვს გამოცდილება, კერძოდ ის მუშაობს ირლანდიის ნაკრების მწვრთვნელის ასისტენტად, ამიტომ როი კინს არ გაუჭირდება ამ პოსტის დაკავება ლუის ვან გაალის სამწვრთვნელო შტაბში.
ჯერ ჯერობით კი კინი მხოლოდ ასეთ კომენტარს აკეთებს:
"ხალხი მეკითხება ირონიულად სხვა სამუშაოების შესახებ, თუმცა მე მაქვს მხოლოდ ერთი პასუხი, მე უკვე მაქვს სამუშაო და ბედნიერი ვარ ამით."
როი კინი წავიდა "იუნაიტედიდან" 2005 წელს, როდესაც ურთიერთობა დაიძაბა სერ ალექსსა და როი კინს შორის, ახლა კი ძალიან ბევრი საუბრობს მის დაბრუნებაზე.
გუნდის ყოფილ კაპიტანს იმედი აქვს, რომ ის გახდება მწვრთვნელი და აღარ იქნება ასისტენტი ერთ დღეს.
"წყნარ მომენტებში, მინდა რომ დავბრუნდე უკან და გავხდე მწვრთვნელი." - კინი.
კითხვაზე აპირებს თუ არა ის ამის გაკეთებას ოლდ ტრაფორდზე, ის პასუხობს რომ არ აპირებს ამის გაკეთებას. "ვიყავი პარასკევს ერთ-ერთ თამაშზე, ვიყავი შაბათს სხვა თამაშზე, ვიდექი და ვფიქრობდი, რომ დრო იყო მეფიქრა გავხდე მწვრთვნელი."
"მოკლედ, დღეს მე ვფიქრობ იმ გამოწვევებზე რაც გამაჩნია და რას გვაჩვენებს მომავალი ამას ყველაფერს ვნახავთ." - დაასრულა როი კინმა.

წყარო: "სქაისპორტი"
ახალი ამბები
10 კომენტარი
№1
ავტორი: Manchester_M
28 აპრილი 2014 20:54
  • სიახლეები: 8
  • კომენტარები: 4027
ეს ნამეტანს ატრაკებს თუ გინდა გუნდს გვერდში დაუდგე მწვრთვნელის თანაშემწე მწვრთვნელი უკვე გვყავს :*
0
№2
ავტორი: VaRdo
28 აპრილი 2014 21:10
  • სიახლეები: 78
  • კომენტარები: 5516
არავინ გვინდა. გვყავს მწვრთვნელიც და დამხმარეებიც. მიეცით 1 წელ იდრო რა :@
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ “რომ არა კონტროლი, გასახდელში მყოფი 11 მილიონერი აუცილებლად შეეცდებოდა იმქვეყნად გავესტუმრებინე, მაგრამ ახლა ყველამ იცის, რომ თუ ჩემი კონტროლის ფარგლებს მიღმა გავა, იმქვეყნად თავად
გაემგზავრება…” SAF
№3
ავტორი: gilmour
28 აპრილი 2014 21:56
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 2108
ეს თანაშემწედ არ გაჩერდება, ან მთავარი უნდა იყოს ან არავინ.
0
№4
ავტორი: Jubo
28 აპრილი 2014 22:58
  • სიახლეები: 506
  • კომენტარები: 1947
ოღონდ ეს არა. კინი თუ მოვიდა ჩათვალეთ ფეხბურთელების ნახევარი წასულია კლუბიდან
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
Giggsy 13
Gerrard 0
№5
ავტორი: Berba 9
28 აპრილი 2014 23:52
  • სიახლეები: 278
  • კომენტარები: 1500
Jubo,

ვან გაალი თუ მოვა 80 პროცენტით ეს გახდება ასისტენტი ერთ-ერთი.
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
The City Is Yours?
The City Is Yours?
20,000 empty seats!
Are You Fucking Sure?
№6
ავტორი: RedTeen
29 აპრილი 2014 00:13
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 1077
არა რა კინი.. :X გიგზს აცალონ რაა..
0
№7
ავტორი: Macklemore
29 აპრილი 2014 00:15
  • სიახლეები: 24
  • კომენტარები: 2125
ამის ხასიათი და ჟილკა გუნდს დაამშვენებს, მაგრამ ამ დროს რთული პიროვნებაა ძაან და შეიძლება რაღაც უთანხმოებები წავიდეს. რაც გუნდისთვის დამღუპველი იქნება.
0
№8
ავტორი: Malboro463
29 აპრილი 2014 00:16
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 5855
ცუდი ხასიათი აქ არამგონია მწვრთვნელს შეეწყოს ლიდეტობა მარტო მას უნდა :დ გამიხარდება თუ დაბრუნებენ ნევილის მაგივრად მოიყვანონ :დ

ერთი პერიოდი იპსვიჩს წვრთვნიდა
0
№9
ავტორი: red devil
29 აპრილი 2014 07:31
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4680
ეს თუ მოვა ნახევარი გუნდი წავა რაც ნამდვილად არ გვაწყობს
0
№10
ავტორი: RedGirl
29 აპრილი 2014 12:55
  • სიახლეები: 893
  • კომენტარები: 1384
რავიცი რავიცი. ვნახოთ. ვან გაალის მოსვლაზეა ახლა დამოკიდებული ყველაფერი
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top