თბილისი:
მანჩესტერი:
27-04-2014, 11:20
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 1931,
კომენტარები: 7
"თამაშით ვტკბებოდი"
რაიან გიგზს მატჩის ყურება სიამოვნებდა.
"მანჩესტერ იუნაიტედის" მთავარი მწვრთნელის როლის შემსრულებელი აცხადებს, რომ იგი სიამოვნებას განიცდიდა "ნორვიჩთან" შეხვედრაში მისი გუნდის თამაშით.

გიგზის დებიუტი დიდებული გამოდგა: "იუნაიტედმა" როგორც იქნა აჩვენა თავისთვის ჩვეული ფეხბურთი და მოწინააღმდეგე რუნისა და მატას დუბლებით 4-0 გაანადგურა. გიგზის თქმით იგი კმაყოფილია.

"მე ამ ყველაფრით ვტკბებოდი და ნამდვილად კმაყოფილი ვარ ჩვენი თამაშით. 4-0 - რა შეიძლება იყოს უკეთესი? კარგია დღის ისე დასრულება, როგორც ეს ჩვენ მოვახერხეთ: გოლების გატანით და მომენტების შექმნით. შესვენებაზე მოთამაშეებს შევახსენე, რომ სწრაფად ემოქმედათ და კარგი რეაგირება მოახდინეს ჩემს სიტყვებზე"

"გამოგიტყდებით, დღეს ღამით არ მეძინა. ისეთი მოთამაშის სათადარიგოზე დატოვება, როგორიც ხუან მატაა ძალიან ძნელია და შესვენებაზე სწორედ ასეთ სიტუაციაში ჩავვარდი. მეც ხომ ერთ-ერთი მოთამაშეთაგანი ვარ, მათი პარტნიორი გუნდში. მე ყველას ცალკე ვესაუბრე და ზოგიერთი იმედგაცრუებული იყო ჩემი არჩევანით მაგრამ არავის სწყენია. თავადაც ნახეთ როგორ იმოქმედა ხუანმა, ის ნამდვილი პროფესიონალია."

"მოთამაშეებმა დაუჯერებელი მონდომება გამოავლინეს და შესაძლებლობა რომ მქონოდა ორ შემადგენლობას დავაყენებდი. მე თითოეულ მათგანს ვენდობი. დღეს მე უფრო გამოცდილი გუნდი ავირჩიე, რამდენადაც მესმოდა, რომ ეს ემოციური დღე იქნებოდა და როგორც ნახეთ არ დამაღალატეს."

"ვფიქრობ ამ სეზონში თითოეული ჩვენგანი თავის დონეზე დაბლა იდგა, კარგ თამაშს ვერ ვაჩვენებდით, მაგრამ დღეს ეს მოვახერხეთ. ჩვენ მიერ ნაჩვენები დღევანდელი თამაშის დონე "სანდერლენდთანაც" უნდა შევინარჩუნოთ"
- ციტირებს გიგზს Sky Sports.

fapl.ru
სიახლეები, ინტერვიუები
7 კომენტარი
№1
ავტორი: Manchester United 14
27 აპრილი 2014 11:31
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 982
აბა მოიესის თამაშზე რომელი კედელი გამენგრია არ ვიცოდი
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ MU – MUF - MUFC - Ok!
manunited
№2
ავტორი: gilmour
27 აპრილი 2014 13:05
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 2108
მეორე ტაიმი მართლა სასიამოვნო იყო, მონატრებულები ვართ ნორმალურ თამაშს, ბევრ გოლებს. მშვენიერი დებიუტი იყო.
0
№3
ავტორი: Manchester_M
27 აპრილი 2014 13:55
  • სიახლეები: 8
  • კომენტარები: 4027
სგ გიგზ ამ ერთ თამაშში იმდენი რეალური მომენტი შექმნეს რომ მოიესი 3 თამაშში ვერ ქმნიდა ერთად ამდენს სგ სასტავ :)
0
№4
ავტორი: Manchester United 14
27 აპრილი 2014 17:48
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 982
აუ გიგზმა 1 თამაში ისეთ დონეზე ჩატარა მოიეს თავის ცხოვრებაში არ უთამაშებია მანჩე ასე am
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ MU – MUF - MUFC - Ok!
manunited
№5
ავტორი: red devil
27 აპრილი 2014 21:32
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4680
ისე მოიესმაც 4-0 მოიგო პირველი თამაში :D
0
№6
ავტორი: VaRdo
28 აპრილი 2014 00:04
  • სიახლეები: 78
  • კომენტარები: 5516
ციტატა: red devil
ისე მოიესმაც 4-0 მოიგო პირველი თამაში :


ხოო თან გასვლა თან უფრო ძლიერ გუნდთან wink
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ “რომ არა კონტროლი, გასახდელში მყოფი 11 მილიონერი აუცილებლად შეეცდებოდა იმქვეყნად გავესტუმრებინე, მაგრამ ახლა ყველამ იცის, რომ თუ ჩემი კონტროლის ფარგლებს მიღმა გავა, იმქვეყნად თავად
გაემგზავრება…” SAF
№7
ავტორი: Manchester United 14
28 აპრილი 2014 09:09
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 982
red devil,
მოიეს ნუ ახსენებ მაგან ჩელსისთანაც ითამაშა 0 - 0 მარა ანტი რეკორდებს ამყარებდა მერე ყველა ძლიერი გუნდი 3 0 მაინც უგებდა მანჩეს
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ MU – MUF - MUFC - Ok!
manunited
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top