"მანჩესტერ იუნაიტედის" ლეგენდამ ერიკ კანტონამ განაცხადა, რომ დიდი სიამოვნებით ჩაუდგებოდა "წითელ ეშმაკებს" სათავეში, მაგრამ აქვე ისიც აღნიშნა, რომ სერ ალექსის მეთაურობით კლუბი დიდ წარმატებას აღწევს და მას სიამოვნებს "წითლების" ასეთი თამაში. ერიკ კანტონა, რომელიც ახლა ითვლება "ნიუ-იორკ კოსმოსის" სპორტულ დირექტორად განაცხადა, რომ თავის ძალებს დიდი სიამოვნებით მოსინჯავდა მის ყოფილ გუნდში:"სერ ალექსი ჯერ არსად არ აპირებს წასვლას. შეხედეთ მის ნებისმიერ თამაშს და მიხვდებით, რომ ის არც უნდა წავიდეს კიდევ რამოდენიმე წელი გუნდიდან. მე ვტკბები "მანჩესტერის" ყოველი გამარჯვებით. მე მინდა, რომ ეს ადამიანი გუნდში იყოს სამუდამოდ. მას ყველაფერი უწყობს ამაში ხელს, მაგრამ ჩემთვის სასიხარულო იქნება თუ ისევ "იუნაიტედში" დავბრუნდები სხვა იმიჯით."-ამბობს ერიკი goal.com-თან ინტერვიუში.
ის შესანიშნავი მწვრთნელია. ყოველი თამაშის შემდეგ მგონია, რომ ის ახლა იწყებს კარიერას და წინ დიდი დრო აქვს. თუ მე მომეცემა შესაძლებლობა "მანჩესტერში" დაბრუნებისა არც დავფიქრდები ისე დავტოვებ ამერიკას-დაასრულა კანტონამ.