თბილისი:
მანჩესტერი:
26-04-2014, 19:36
ავტორი: RedGirl,
ნანახია: 1828,
კომენტარები: 7
გიგზი: "ჩვენ ყოველთვის ვბრუნდებოდით და ახლაც დავბრუნდებით"
გიგზი "მანჩესტერულ" სულს დააბრუნებს!
გიგზი:
"წითლების" ლეგენდარული მოთამაშე რაიან გიგზი საოცრად ამაყია დაკავებული პოსტის გამო. ეჭვგარეშეა, რომ 40 წლის რაიანი მთლიანად თავის საქმეზეა გადართული და უარს აცხადებს მომავალის შესახებ ლაპარაკზე. მაგრამ ის ძალიან აღელვებულია თავისი საყვარელი კლუბის თამაშის წინ "ოლდ ტრაფორდზე".

"ჩემზე ამაყი ადამიანი არ იარსებებს, როცა ჩვენ სტადიონზე შევაბიჯებთ. ვიცი, რომ სტადიონი იგუგუნებს. ვიცი, რომ ფანები ჩვენს გვერდში იქნებიან, რომ ფეხბურთელებსა და სამწრთვნელო შტაბს ერთი სული აქვთ როდის დაიწყება თამაში. მე უკვე ვეღარ ვითმენ. ერთადერთი რაც ახლა მინდა მატჩის დაწყებაა."

"მე მომეცა შანსი ვაჩვენო ის, თუ რა შემიძლია და რისი გაკეთება შემიძლია გუნდისთვის ამ მცირე დროში. ეს კი ჩემი მიზანია. ამის შემდეგ დაიწყება სხვა მოლაპარაკებები და ვნახავთ სადამდე წაგვიყვანენ ისინი. ეს არის სწორედ ჩემი მიზანი და არა კიდევ ხუთი წელი შემადგენლობაში ყოფნა,"
-აცხადებს რაიანი.

მოგეხსენებათ, რომ ნიკი ბატი, პოლ სქოულზი და ფილ ნევილი ეხმარებოდნენ გიგზს გუნდის გაწრთვნაში. გიგზი კი მათ მიმართ მადლიერებას ავლენს.

"ისინი ზუსტად ჩემნაირები არიან. ისინი "მანჩესტერ იუნაიტედის" ფანები არიან და კლუბში ძალიან ძალიან დიდი ხანია რაც თამაშობენ. მათ კარიერის ყველაზე დიდი ნაწილი "ოლდ ტრაფორდზე" აქვთ გატარებული. მე და სქოულზს ამ კლუბთან ვითამაშია. სოწრედ ამიტომაც, ჩვენთვის ყველასთვის დამანგრეველი იყო ეს სეზონი და არავის სურს "იუნაიტედის" ასეთ მდგომარეობაში ხილვა."

"მინდა ხაზი გავუსვა იმას, რომ მათგან დიდი დახმარება და მხარდაჭერა მივიღე. ეს რთული სამუშაოა და შენ იმდენი დახმარება გჭირდება რამდენსაც მიიღებ, ყველანაირი რესურსი უნდა გამოიყენო. ვიცი, რომ ეს კვირა ცოტა დამაბნეველი იყო მათთვის და განსაკუთრებით ფილისთვის, მაგრამ ასე იყო ჩემთვისაც. მინდა ვთქვა, რომ ის ნამდვილად კარგი იყო ამ სეზონში და ბოლო კვირას კი ბრწყინავდა. ის მშვენივრად გაუძღვა ვარჯიშს. რაღა ვთქვა მეტი? მან ძალიან დიდი ტვირთი ჩამომხსნა მხრებიდან. ნევილი ძალიან ორგანიზებულია."


გიგზმა ფეხბურთელებსა და კლუბზეც ისაუბრა.

"ეს კლუბი მუდმივად იპყრობდა მწვერვალებს და იგებდა უამრავ ტიტულს., მაგრამ ჩვენ ვერ შევძელით ამის გაკეთება მიმდინარე სეზონში. მაგრამ გული არ უნდა გავიტეხოთ, რადგანაც ასეთი სეზონები წარსულშიც გვქონდა, მაგრამ ყოველთვის ვახერხებდით დაბრუნებას. ეს არის ის, რაც ამ კლუბს ყოველთვის შეუძლია. ჩვენ ყოველთვის ვბრუნდებით და ჩვენ ახლაც დავბრუნდები!"

"როგორც "მანჩესტერ იუნაიტედის" ფეხბურთელს, გარკვეული სტანდარტები მაქვს. რამდენიმე ტრადიცია ჩვენ წელს დავარღვიეთ და სწორედ ამიტომაც მსურს, რომ ის წეს-ჩვეულებები თავის ადგილს დავუბრუნო, დავაბრუნო ყველაფერი იქ, სადაც "მანჩესტერ იუნაიტედის" ფეხბურთელი უნდა იყოს და შეეფერება."

"მაგრამ ეს არ ეხება მხოლოდ ამ კონკრეტულ თამაშს. ეს ეხება ყოველ იმ წუთს, როცა შენ წითელ მაისურს ეხები და იცმევ. შენ ყველაფერი უნდა დადო სტადიონზე რაც გაგაჩნია, ყველაფერი უნდა შესწირო "ოლდ ტრაფორდს" სხვამხრივ ყველაფერი არასწორად იქნება,"
-დაასრულა გიგზმა.

ManUtd.com
სიახლეები
7 კომენტარი
№1
ავტორი: Manchester United 14
26 აპრილი 2014 19:37
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 982
გიგზი რაგაც იმედს იძლევა
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ MU – MUF - MUFC - Ok!
manunited
№2
ავტორი: RojoDiablo
26 აპრილი 2014 19:37
  • სიახლეები: 7071
  • კომენტარები: 8687
დაე დაბრუნდით
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
If You Can't Support Us When We Lose, Don't Support Us When We Win
№3
ავტორი: Manchester United 14
26 აპრილი 2014 19:40
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 982
გიგზი მთავარ მწვრთნელათ თუ არა დამხმარედ მაინც რო იყოს კაია
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ MU – MUF - MUFC - Ok!
manunited
№4
ავტორი: ვახო ( G G M U)
26 აპრილი 2014 19:42
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4327
თავიდან-ფეხებამდე, სულით-გულით მანჩესტერელია. წარმატებები უბერებელო love
0
№5
ავტორი: Manchester United 14
26 აპრილი 2014 19:44
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 982
მაგარი კაცია გიგზი
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ MU – MUF - MUFC - Ok!
manunited
№6
ავტორი: red devil
26 აპრილი 2014 20:24
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4680
წარმატებები რაიან
0
№7
ავტორი: Manchester United 14
26 აპრილი 2014 20:53
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 982
ჯერ ჯერობით 0 0 არის
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ MU – MUF - MUFC - Ok!
manunited
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

დამალვა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top