თბილისი:
მანჩესტერი:
26-04-2014, 12:59
ავტორი: chudikone,
ნანახია: 1587,
კომენტარები: 6
კლუბმა ჭორები უარყო
შეთანხმება "იუნაიტედსა" და ვან გაალს შორის არ შემდგარა.
კლუბმა ჭორები უარყო
მას შემდეგ რაც დევიდ მოიესი დათხოვნილ იქნა კლუბიდან, 62 წლის გამოცდილი მენეჯერი, ლუის ვან გაალი ხშირად განიხილება "იუნაიტედის" ახალ მწვრთვნელად. გუშინ, ჰოლანდიური პრესის საშუალებით გავრცელდა ინფორმაცია, რომ თითქოსდა ვან გაალმა უკვე გააფორმა კონტრაქტი "წითელ ეშმაკებთან". მაგრამ კლუბმა უარყო ზემოთაღნიშნული ჭორები და განაცხადა, რომ ეს ფაქტი საჯარო მხოლოდ მაშინ გახდება, როდესაც რეალურად იქნება შეთანხმება მიღწეული.

პატივცემულმა ვან გაალმა წარმატებით უხელმძღვანელა ამსტერდამის "აიაქსს", "ბარსელონასა" და მიუნჰენის "ბაიერნს". გაუძღვა რა მათ ტიტულების მოპოვებაში, აგრეთვე "აიაქსს" ჩემპიონთა ლიგის ტიტულის აღმართვაშიც დაეხმარა 1994-95 წლებში. ჰოლანდიური გამომცემლობა De Telegraf ავრცელებს ინფორმაციას: "ჩვენმა თანამემამულე მწვრთვნელმა გასულ ღამეს შეთანხმებას მიაღწია "იუნაიტედთან". ნომერ პირველი ვარიანტი, დევიდ მოიესის შეცვლისა, საქმიანობას მაშინ შეუდგება, როგორც კი ჰოლანდიის ნაკრები გამოეთიშება მსოფლიო ჩემპიონატს."

ასევე ცნობილია ის ფაქტიც, რომ ვან გაალი არ მალავდა სურვილს, გაეგრძელებინა კარიერა ინგლისის პრემიერლიგაში და ბოლო დრომდე მას "ტოტენჰემ ჰოთსფურს" უკავშირებდნენ. მაგრამ ამავე გამოცემა აგრძელებს: "ბოლო კვირაში მომხდარი მოვლენების გამო, "დეზები" მიხვდნენ რომ მათ ცოტა შანსი აქვთ მოიგონ ორთაბრძოლა, რომლის პრიზიც ვან გაალი იქნება."

მანამ, სანამ ჯერ საბოლოოდ არაფერია გადაწყვეტილი, ვან გაალის შანსები 2/9 -სთან არის, რომელიც ლიდერობს სავარაუდო კანდიდატებში. ხოლო მეორე ადგილს კლუბის ამჟამინდელი მენეჯერი, რაიან გიგზი იკავებს, შანსებით 8/1 თან.

წყარო: SkySPORTS
ახალი ამბები
6 კომენტარი
№1
ავტორი: Luka Gelashvili
26 აპრილი 2014 13:02
  • სიახლეები: 243
  • კომენტარები: 1953
მგონი გიგზი ჩაიბარებს გუნდს.
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
"Many great players have worn the shirt of Manchester United.. In so many ways Scholes is my favourite" - Sir bobby Charlton
№2
ავტორი: Manchester United 14
26 აპრილი 2014 13:06
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 982
laughing მანჩესტერს არ უნდა ვან გალი
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ MU – MUF - MUFC - Ok!
manunited
№3
ავტორი: Berba 9
26 აპრილი 2014 13:17
  • სიახლეები: 278
  • კომენტარები: 1500
არამგონია ვან გაალი მოიპატიჟონ, მე არაფერი მაქვს საწინააღმდეგო, მაგრამ ჩემი აზრით ეს არ გახდება მწვრთვნელი.
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
The City Is Yours?
The City Is Yours?
20,000 empty seats!
Are You Fucking Sure?
№4
ავტორი: Manchester_M
26 აპრილი 2014 16:45
  • სიახლეები: 8
  • კომენტარები: 4027
კლოპი თუ არ იქნება მგონი ჯობია თუ გიგზმა ინდო კლუბი ჩავაბაროთ მას და ეს კიდევ დიდხნიანი ერის დასაწყისიი იქნება :)
0
№5
ავტორი: Count Alucard
26 აპრილი 2014 16:48
  • სიახლეები: 28
  • კომენტარები: 1979
მე უბრალოდ ვერ ვხვდები რა არ მოსწონს ხალხს ვან გაალის, ყველა გუნდი რომელსაც წვრთნიდა ლამაზ ფეხბურთს თამაშობდა და ტიტულებიც არ აკლია ამ კაცს და რას ერჩით? მით უმეტეს ფერგის გავს იმაში რომ ახალგაზრდების აღმოჩენა იცის და ყოველთვის ენდობა მათ.
0
№6
ავტორი: Manchester United 14
26 აპრილი 2014 17:51
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 982
მე მინდა რო გადმოვიდეს
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ MU – MUF - MUFC - Ok!
manunited
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top