თბილისი:
მანჩესტერი:
25-04-2014, 20:25
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 1838,
კომენტარები: 7
არც პორტუგალიელი, არც იტალიელი
ორივემ უარი განაცხადეს.
არც პორტუგალიელი, არც იტალიელი
"ჩელსის" მთავარმა მწვრთნელმა, ჟოზე მოურინიომ უარი განაცხადა "მანჩესტერ იუნაიტედში" მუშაობაზე. იგივე გააკეთა მადრიდის "რეალის" მთავარმა მწვრთელმაც კარლო ანჩელოტიმაც.

ერთი წლის წინ პორტუგალიელი სპეციალისტი სერ ალექს ფერგიუსონის შემცვლელად მოიაზრებოდა, თუმცა მაშინ არჩევანი დევიდ მოიესზე გაკეთდა.

როგორც ვიცით მოიესმა თავი ვერ გაართვა თავის საქმეს და განთავისფლებულ იქნა. ახლა "იუნაიტედი" ისევ ეძებს ახალ მწვრთნელს, მაგრამ მოურინიოს ეს უკვე აღარ აღელვებს.

"რა თქმა უნდა არსად წასვლას არ ვაპირებ. არც კი ვიცი როგორ ფიქრობს საერთოდ ვინმე ამაზე. მე "რეალიდან" სპეციალურად "ჩელსისთვის" წამოვედი. მე 4 წლიან კონტრაქტს მოვაწერე ხელი. მე ვუთხარი მათ, რომ ჩემზე არ იღელვონ, რადგან მე არასდროს მომინდება აქედან წასვლა."

"ამიტომაც იმდენად დიდხანს ვიქნები აქ, რამდენადაც მოინდომებენ. ვერაფერი მაიძულებს აქედან წასვლას."
- ციტირებს მოურინიოს Goal.

არ აპირებს "იუნაიტედში" გადასვლას ანჩელოტიც, რომელიც სწორედ მოურინიოს შემდეგ მივიდა "რეალში".

"აქ ნამდვილად ბედნიერი ვარ. გამიმართლა, რომ მსოფლიოს საუკეთესო გუნდს ვწვრთნი. ძალიან ვაფასებ "იუნაიტედს". გული დამწყდა მოიესის გამო, მაგრამ ჩემი ადგილი აქაა." - განაცხადა ანჩელოტიმ.
სიახლეები, ახალი ამბები
7 კომენტარი
№1
ავტორი: ელენე
25 აპრილი 2014 20:29
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 279
უუუჰ, ამოვისუნთქე. რაის ანჩელოტი კაცო, წავიდეს მიხედოს რეალს
0
№2
ავტორი: gilmour
25 აპრილი 2014 20:37
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 2108
მაურინიო რო ტოპ კლასის მწვრთნელია მაგაზე არავინ დაობს, ოღონდ ეგ რომ მანჩესტერის მწვრთნელად დავინახო ყველაზე საშინელი დღე იქნება ჩემთვის.
ანჩელოტიზე რა უნდა ვთქვა ნუგზარ ერგემლიძეს კი გავს მარა არც ეგ მინდა დიდად:)
0
№3
ავტორი: Best 7
25 აპრილი 2014 21:07
  • სიახლეები: 154
  • კომენტარები: 2717
მოიყვანონ ვან გალი ის მინდა
0
№4
ავტორი: Manchester_M
25 აპრილი 2014 21:34
  • სიახლეები: 8
  • კომენტარები: 4027
ამათი მოსვლის იმედი გქონდათ ვინმეს ?
0
№5
ავტორი: Malboro463
25 აპრილი 2014 22:05
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 5855
ვილანოვა მოკვდა
0
№6
ავტორი: red devil
26 აპრილი 2014 10:14
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4680
მაინც არცერთი არ მინდოდა
0
№7
ავტორი: Manchester United 14
27 აპრილი 2014 09:25
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 982
არც ერთი არ იქნებოდა ვიცოდი
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ MU – MUF - MUFC - Ok!
manunited
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top