თბილისი:
მანჩესტერი:
25-04-2014, 15:35
ავტორი: RedGirl,
ნანახია: 1576,
კომენტარები: 10
გიგზი: "ოლდ ტრაფორდზე" ფანებს და ფეხბურთელებს ღიმილს დავუბრუნებ"
რაიან გიგზის, როგორც მთავარი მწრთვნელის პირველი პრესკონფერენცია
გიგზი:
გიგზმა თავის პრესკონფერენციაზე ემოციების დამალვა ვერ შეძლო. მან განაცხადა, რომ "იუნაიტედის" მწრთვნელობა მისთვის დიდი პატივია, თუმცა ისიც აღნიშნა, რომ "ნორვიჩთან" მატჩის წინ ძალიან ნერვიულობს.

"მძაფრი კვირა გვქონდა. ყველაფერი წამებში მოხდა. სამშაბათ დილას ედ ვუდვარდმა თავისთან მიხმო და მთხოვა დარჩენილ მატჩებში გუნდი გამეწრთვნა, მე ყოველგვარი დაყოვნების გარეშე განვუცხადე თანხმობა და სულ რაღაც რამდენიმე წუთში მე მთავარი მწრთვნელი გავხდი. გიჟური კვირა იყო,"-აცხადებს რაიანი.

"მინდა ვთქვა, რომ ეს ჩემი ცხოვრების ყველაზე საამაყო მომენტია. მე "იუნაიტედს" მთელი ჩემი ცხოვრებაა გვერდში ვუდგავარ და ის ჩემი ცხოვრების ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილია. 14 წლის ვიყავი როცა ამ კლუბის სკოლაში მოვედი. მე ამაყი, ბედნიერი და აღელვებული ვარ. ვნერვიულობ, ძალიან ვნერვიულობ, მაგრამ ისე როგროც ფეხბურთელს, ერთი სული მაქვს როდის დადგება შაბათი."

რაიანმა აღიარა, რომ სიახლის შემდეგ პირველი ვისაც დაურეკა ეს სერ ალექს ფერგიუსონი იყო, რადგანაც მისგან გარკვეული რჩევები მიეღო.

"მე სერ ალქესის ზედამხედველობის ქვეშ ვთამაშობდი ამდენი ხანი და ალბათ გასაკვირი არ არის, რომ პირველი ვისაც დავურეკე ეს ფერგიუსონი იყო. მე მჭირდებოდა რჩევა და მინდოდა მცოდნოდა ის, თუ რას უნდა მოველოდე. ვის დავურეკავდი უკეთესს? ან რატომ არ უნდა დამერეკა?!"

გიგზმა ასევე განაცხადა, რომ მას ერთი მარტივი მესიჯი აქვს ფეხბურთელებისთვის:

"მე ახლახანს ვუთხარი მათ, რომ ვენდობი და ვიცი რა ძალუძთ. ვუთხარი, რომ მათ ერთი მარტივი მოვალეობა აქვთ, გავიდნენ შაბათს მოედანზე და აჩვენონ ის რაც შეუძლიათ, ბოლომდე დაიხარჯნონ და გამოიყენონ მათი შესაძლებლობები და ყველაზე მნიშვნელოვანი, კიდევ ერთხელ მისცენ ფანებს ღიმილის, სიმღერის, სიამაყის მიზეზი. გააბედნიერონ ისინი, გაიტანონ გოლები, შექმნან მომენტები, გამოიყენონ სისწრაფე, ითამაშონ ენთუზიაზმით. ეს ყველაფერი კი მათ თამაშამდე ვარჯიშზე უკვე გააკეთეს და დარწმუნებული ვარ, რომ ხვალ ისინი ყველაფერს სწორედ გააკეთებენ."

გიგზს ფეხბურთელების გაწრთვნაში ყოფილი თანაგუნდელები ფილ ნევილი, პოლ სქოულზი და ნიკი ბატი დაეხმარებიან, და ის დარწმუნებულია, რომ მათი ერთსულოვნება, მათი სიყვარული ამ კლუბისადმი დაეხმარება გუნდს სეზონის ბოლო ტურებში.

"ნიკი რეზერვებს ავარჯიშებდა. მე ვთხოვე მას, რომ მოსულიყო და დამხმარებოდა პირველი გუნდის გაწრთვნაში. ის სიხარულით დაგვთანხმდა და ძალიან ბედნიერიც იყო. მე ასევე დავურეკე სქოულზსაც, რადგანაც ვიცი, რამდენს ნიშნავს "იუნაიტედი" ამ ხალხისთვის. ისინი იმავეს გრძნობენ რასაც მე და მწამს, რომ ამ ხოტა დროში ისინი ყველაფერს გააკეთებენ იმისთვის, რომ მოიპოვონ წარმატება და ვიმედოვნებ, რომ შევძლებთ ამ იმედგამაცრუებელი სეზონის ლამაზად დაგვირგვინებას."

გიგზი ასევე მოხარულია ფეხბურთელების რეაქციით, იმის შემდეგ რაც ვარჯიშზე რაიანი მათ როგორც მთავარი მწრთვნელი ისე მოევლინათ:

"რამდენიმე კითხვებზე მომიწია პასუხების გაცემა. კითხვებზე როგორიცაა, მაგალითად თუ რა უნდა დაეძახათ ჩემთვის. მე მოხუცის ტიტული მქონდა ფეხბურთელთა გამოსაცვლელ ოთახში. ფეხბურთელები დიდებულნი იყვნენ ვარჯიშზე და მათი რეაქციაც საოცარი იყო. მე უბრალოდ ვეცადე, რომ ყველა დამემშვიდებინა და ყველას სიამოვნებით ეკეთებინა თავისი საქმე. როგორც უკვე გითხარით, ჩვენ ვაპირებთ, რომ გვქონდეს კარგი დასასრული ამ იმედგამაცრუებელი და გამაღიზიანებელი სეზონისა,"-დაასრულა რაიანმა.


ManUtd.com
სიახლეები
10 კომენტარი
№1
ავტორი: VaRdo
25 აპრილი 2014 16:24
  • სიახლეები: 78
  • კომენტარები: 5516
აუ რამაგარი კაცია/ მკიდია კლოპიც ვან გაალიც და ყველა. მიეცით დრო ამ კაცს და დადებს სედეგს. მთელი 20 წელი ფერგიუსონთან ერთად იზრდებოდა რაც ძაან დიდი რამაა. იუნაიტედის ლეგენდაა და როგორი ხალხი შეყარა. :* მიდი გიგზ მიდნა რომ ბოლომდე დარჩე აქ love
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ “რომ არა კონტროლი, გასახდელში მყოფი 11 მილიონერი აუცილებლად შეეცდებოდა იმქვეყნად გავესტუმრებინე, მაგრამ ახლა ყველამ იცის, რომ თუ ჩემი კონტროლის ფარგლებს მიღმა გავა, იმქვეყნად თავად
გაემგზავრება…” SAF
№2
ავტორი: chudikone
25 აპრილი 2014 16:26
  • სიახლეები: 385
  • კომენტარები: 3206
სათითაოდ მეამაყებით და მჯერა თქვენი ♥ იუნაიტედის სწორედ გულით წითელმა ეშმაკმა უნდა გაწვრთვას და არა მერსისაიდიდან მოთრეულმა დორბლიანმა. თუ არ გიყვარს ეს გუნდი, თუ არ გიხარია მისი წარმატება და წაგება არ გტკივა, ვერასოდეს მიაღწევ იმდენს, რამდენსაც ფანები მოითხოვენ შენგან. მჯერა ამ ოთხ თამაშში იმდენს შემოგვთავაზებს გუნდი, რაც მთელი სეზონის განმავლობაში არ გვიანხავს. მოკლედ, დიდი მოლოდინით ველოდები ხვალინდელ დღეს და იმედი მაქვს, რომ გიგზი თუ არა, სხვა ღირსეული ადამიანი ჩაუდგება გუნდს სათავეში ! GGMU
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
I saw my mate The other day, He said to me I’ve seen the white Pele
So I asked who is he, He goes by the name of Wayne Rooney.
Wayne Rooney
Wayne Rooney
He goes by the name of
Wayne Rooney!
№3
ავტორი: ელენე
25 აპრილი 2014 16:33
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 279
გიგზ, ლეგენდა ხარ.
მალე მოვიდეს შაბათი რა. :S
0
№4
ავტორი: Best 7
25 აპრილი 2014 16:42
  • სიახლეები: 154
  • კომენტარები: 2717
ვნახოთ რას გააკეთებთ
0
№5
ავტორი: gilmour
25 აპრილი 2014 16:54
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 2108
ამ კაცმა მთელი ცხოვრება სერ ალექსის გაწვრთნილ გუნდში გაატარა, ყველა დეტალი და ყველა ნიუანსი იცის გუნდის, მეტი რაღა გამოცდილება უნდა ქონდეს, მთავარია რომ გუნდს სულისკვეთებას და თამაშის სურვილს დაუბრუნებს და რაც შეეხება ტაქტიკურ ცოდნას, რაიანზე კარგად არ მგონია მსოფლიოში ბევრმა პროფესიონალმა მწვრთნელმა იცოდეს მანჩესტერს როგორი სათამაშო სტილი შეეფერება.
ასე რომ ჩემთვის გიგზის და სქოულზის ხილვა მწვრთნელების ამპლუაში უდიდესი სიამოვნება იქნება.
0
№6
ავტორი: Manchester_M
25 აპრილი 2014 17:06
  • სიახლეები: 8
  • კომენტარები: 4027
იმედი მაქ დარჩენილი მატჩები სასიამოვნო იქნება მაგრამ იმაში ვარ დარწმუნებული რომ რა შედეგიც არ უნდა დადოს გუნდმა გიგზს არავინ გაკიცხავს ხვალინდელ მატჩს კი მოუთმენლად ველი )
0
№7
ავტორი: deqstera
25 აპრილი 2014 18:40
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 418
ძალიან მაგარი შტაბი იქმნება :) ბექემი და ნევილიც დასაქმდნენ და იმენა კლასს ჩაატარებს კლასი 92ი :P :)))

აი ძაან მაგრად მინდა რო დატოვონ, თან ბატი ახალგაზრდებს იცნობს და რჩევას უკეთ მისცემს ვის შეუძლია უკვე დიდებთან თამაში!! :))
0
№8
ავტორი: red devil
25 აპრილი 2014 18:46
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4680
ჩვენი ლეგენდა ვანგაალის მოყვანას ჯობია რაიანი დატოვონ
0
№9
ავტორი: m-an-united
25 აპრილი 2014 19:01
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 598
jobia es darches ra <3
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ Thank you Sir Alex !!
№10
ავტორი: tupaca
26 აპრილი 2014 22:45
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 596
მადლობა რაიან დღეს შენ მართლა დამიბრუნე სახეზე ღიმილი
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

დამალვა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top