თბილისი:
მანჩესტერი:
25-04-2014, 01:23
ავტორი: Berba 9,
ნანახია: 2138,
კომენტარები: 7
კლოპს 1000 მიზეზი აქვს !
იურგენ კლოპმა ოფიციალურად დაადასტურა ყველაფერი.
კლოპს 1000 მიზეზი აქვს !
დევიდ მოიესი გათავისუფლდა დაკავებული პოსტიდან სამშაბათს, მას შემდეგ რაც "იუნაიტედმა" ლიგაში კიდევ ერთი მატჩი წააგო და სეზონში უკვე მეორედ "ევერტონთან", ანგარიშით 2-0. გარდა ამისა ჩემპიონი უკვე 23 ქულით ჩამორჩება "ლივერპულს" და ფაქტია, რომ მანჩესტერულ კლუბს ამ სეზონში ყველაფერი გადაწყვეტილი აქვს.
კლოპი ყველაზე მოთხოვნადი მწვრთვნელია "იუნაიტედის" გულშემატკივრებისგან, ყველას უნდა მისი ხილვა მოიესის შემცვლელად, თუმცა თავად გერმანელი უარყოფს ყველანაირ ჭორს, რომ თითქოს მან უკვე მიიღო შეთავაზება და ა.შ.
"იუნაიტედი" ნამდვილად ძალიან კარგი კლუბია, მინდა ვუსურვო წარმატებები, თუმცა მე ძალიან კმაყოფილი ვარ იმით, რომ ვხელმძღვანელობ "დორტმუნდის ბორუსიას". - განაცხადა კლოპმა.
როგორც ჩანს კლოპი შეთავაზების შემთხვევაშიც უარით გამოუშვებს "იუნაიტედის" მესვეურებს.
"არ ყოფილა არანაირი შემოთავაზება და როგორ უარვყო ის, როდესაც არავის არაფერი შემოუთავაზებია, ეს ყველაფერი კი გასაღიზიანებელია" - საუბრობს იურგენ კლოპი.
46 წლის გერმანელი მწვრთვნელი ასევე საუბრობს, რომ ბედნიერია იყოს "დორტმუნდის" მწვრთვნელი და მას ბევრი მიზეზი აქვს, თუ რატომ უნდა დარჩეს ამ გუნდში.
"ვფიქრობ, რომ "იუნაიტედი" არის დიდებული, თუმცა მე მაქვს 1000 მიზეზი, თუ რატომ უნდა გავაგრძელო აქ მუშაობა და ამიტომ ბედნიერი ვარ ამ კლუბში." - დაასრულა მან.



მცირე ვიდეო კლოპის, რომელიც საუბრობს "იუნაიტედზე".
(ნათარგმნია ინგლისურად, თუმცა ყველაფერი ეს სიახლეში წერია!)

წყარო: "სქაისპორტი"
ახალი ამბები
7 კომენტარი
№1
ავტორი: lefty
25 აპრილი 2014 01:32
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 512
რეიზა? derpwhy
0
№2
ავტორი: red devil
25 აპრილი 2014 07:16
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4680
იურგენ შე მაგარო. ამ კაცის გადმოსვლის იმედი მაინც არ მქონდა
0
№3
ავტორი: RojoDiablo
25 აპრილი 2014 08:12
  • სიახლეები: 7065
  • კომენტარები: 8687
შენ რომ წამომსვლელი არ იყავი კი ვიცოდით
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
If You Can't Support Us When We Lose, Don't Support Us When We Win
№4
ავტორი: Juan Mata
25 აპრილი 2014 14:06
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 153
es dortmundidan arsad camsvleli ar aris ise ki mogvikhdeboda recourse
0
№5
ავტორი: RedGirl
25 აპრილი 2014 14:52
  • სიახლეები: 893
  • კომენტარები: 1384
აუ როგორც ჩანს არ შეუთავაზებიათ ჯერ და მიაწვნენ რა შეიძლება გადმობირება :დ
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
№6
ავტორი: Manchester_M
25 აპრილი 2014 16:58
  • სიახლეები: 8
  • კომენტარები: 4027
ჯერ არ შეუთავაზებიათ და რომ შესთავაზონ შეიძლება კი წამოვიდეს მაინც არ ვკარგავ იმედს :X
0
№7
ავტორი: Manchester United 14
26 აპრილი 2014 17:55
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 982
ეს ძან მაგარია
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ MU – MUF - MUFC - Ok!
manunited
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top