"ევერტონის" მთავარ მწვრთნელს რობერტო მარტინესს ეჭვი არ ეპარება, რომ უახლოეს მომავალში დევიდ მოიესი შეძლებს სამუშაოს პოვნას. შეგახსენებთ, რომ დევიდ მოიესი "მანჩესტერ იუნაიტედიდან" ახლახან დაითხოვეს 10 თვის მუშაობის შემდეგ.
"სამწუხაროა, როცა კლუბის დატოვებას გაიძულებენ და ვერ ასწრებ დაწყებული საქმის დამთავრებას. მოიესი არის ძლიერი ადამიანი და კარგი მენეჯერი. "იუნაიტედში" დაგროვილ გამოცდილებას ის კარგად გამოიყენებს. დარწმუნებული ვარ, რომ დევიდი მალე შეძლებს ახალი გამოწვევის მიღებას. ესეთი სტაბილური და მიზანდასახული მწვრთნელები ცოტაა. დევიდი უსაქმურად არ დარჩება".
"ეჭვი არ მეპარება, რომ მომავალში დევიდი დიდ შედეგებს მიაღწევს. ყველაფერს კარგს ვუსურვებ. მან მე "ევერტონში" კარგი მემკვიდრეობა დამიტოვა, ყოველთვის მადლიერებით გავიხსენებ ამას",-განაცხადა რობერტო მარტინესმა The Guardian-თან ინტერვიუში.