თბილისი:
მანჩესტერი:
24-04-2014, 21:43
ავტორი: RedGirl,
ნანახია: 1916,
კომენტარები: 6
წითელი ოთახიდან "ოლდ ტრაფორდზე"
რას ნიშნავს "იუნაიტედი" ჯონი ევანსისთვის.
წითელი ოთახიდან
ჯონი ევანსი დიდი ხანია "წითლების" ღირსებას იცავს. მას უამრავი რთული მომენტის გავლა მოუწია და საერთო ჯამში 181 თამაში ჩაატარა კლუბისთვის. ამ ინტერვიუში კი თქვენ ნახავთ რა გავლენა იქონია მასზე "იუნაიტედმა" და რა შეცვალა მასში.

"ჩემი პირველი მოგონებები "მანჩესტერ იუნაიტედზე" ძალიან შორეულ წარსულში გადაგვიყვანს, კერძოდ კი ბაბუაჩემის სახლში დაგვაბრუნებს, სადაც პატარა "იუნაიტედის" ფეხბურთელების ფიგურები მქონდა. უფრო მეტიც, მე "იუნაიტედის" სტიკერი საჩუქრად მივიღე შობას, როცა ხუთი წლის ვიყავი. ჩემს ოთახში რომ მიმოგეხედათ ყველაფერი "იუნაიტედის" მქონდა: პოსტერები, თეთრეული... ბავშვობაშივე მაკავშირებდა რაღაც ამ კლუბთან.

კლუბში გადმოსვლა დიდი ხნის წინ მოხდა. როდესაც ცხრა წლის ვიყავი, სკაუტი გამოეგზავრა ჩრდილოეთ ირლანდიაში და მკითხა მინდოდა თუ არა "იუნაიტედში" გადასვლა. ეს კი ჩემთვის ვერც წარმოიდგენთ რამდენს ნიშნავდა.

ძალიან იღბლიანი აღმოვჩნდი, რადგან მამაჩემი "ჩელსიში" იყო ახალგაზრდობისას. ის ლონდონში 16 წლის გადაბარგდა და მე მან გამიგო. რათქმაუნდა მე მისი ასაკისგან შორს ვიყავი და ბუნებრივია, ვნერვიულობდი კიდეც, მაგრამ ის მამშვიდებდა და მეუბნებოდა, რომ ჯერ კიდევ ბევრი მქონდა ცხოვრებაში გასავლელი.

ამის შემდეგ, ათი წლის პირველად გავემგზავრე მანჩესტერში და ყოველ არდადეგებზე ვმოგზაურობდი. ეს ჩემთვის მართლაც რომ ბევრს ნიშნავდა. შემდეგ, როცა 15 წელი შემისრულდა ჩემს ოჯახთან ერთად ლონდონში გადავედი და საბოლოოდ დავსახლდიტთ ინგლისში. ამის შემდეგ 11 წელი გავიდა, ბევრი რამ შეიცვალა, ბევრი რამ მოხდა, მაგრამ თითქოს ეს ყველაფერი ჯერ კიდევ გუშინ მოხდა.

როდესაც პირველად აბიჯებთ სტადიონზე ეს ოცნებას ჰგავს. როცა პატარა ვიყავი არასდროს არ მომცემია იმის საშუალება, რომ "ოლდ ტრაფორდზე" დამედგა ფეხი, მაგრამ "მანჩესტერ იუნაიტედში" ყოდნა ეს უკვე საოცრება იყო. მამაჩემი და დედაჩემი არ გეგმავდნენ ჩემს თამაშზე წაყვანას, სანამ კლუბი ამის უფლებას თვითონ არ მომცემდა და ერთ დღეს ხელმძღვანელობამ მე და რამდნეიმე მოთამაშე წაგვიყვანა თამაშის სანახავად და ეს სწორედ ის დრო იყო, როცა მე პირველად შევაბიჯე "ოლდ ტრაფორდზე".

საოცარი გრძნობა იყო. რათქმაუნდა მე ვიცოდი, რომ კიდევ დიდი გზა უნდა გამევლო, რომ ამ სტადიონზე თამაშის უფლება მომეპოვებინა, თუმცა იქ ყოფნამ მე არნახული ძალა და შთაგონება მომცა. მიზანი გამიჩნდა–ერთ დღეს მე აუცილებლად უნდა მეთამაშა "ოლდ ტრაფორდზე".

როდესაც თქვენ ისტორიას გადახედავთ და შეხედავთ ფეხბურთელებს, რომლების "მანჩესტერ იუნაიტედს" წარმოადგენდნენ, ფეხბურთელებს, რომლებიც საოცრებები იყვნენ, ეს ჭკუიდან შეგშლით, გაგაგიჟებთ და აუცილებლად გაგიჩენთ სურვილს, რომ ერთ დღეს თქვენმა სახელმაც გაიჟღეროს მათთან ერთად. ეს იყო ჩემი მოტივაცია და არა მარტო ეს. ჩემი მოტივაცია "იუნაიტედი" იყო. მე დიდებული გუნდის ნაწილი ვიყავი. მე გავიზარდე სერ ალექსის ერაში, ვუყურებდი როგორ აშენებდა კლუბს წლების მანძილზე, სწორედ ამიტომაც ამ ყველაფრის ნაწილად ყოფნა დიდებული გრძნობა გახლდათ. ტიტულების მოგებაც ძალიან მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ ეს არის ის რაც იწერება ისტორიაში.

შენ დიდ პასუხისმგებლობას გრძნობ ყოველთვის, როცა "იუნაიტედის" მაისურს იცმევ. იზრდები, როგორც ფანი, მაგრამ როგორც კი ხდები ფეხბურთელი, სულ სხვა, საოცარი გრძნობა გიჩნდება, შენ კლუბის სახე ხარ სტადიონზე, შენ ისევ ფანი ხარ, მაგრამ ეს მაინც განსხვავებულია. მარტო კლუბს კი აღარ ბალეშიკობ, ცდილობ გააბედნიერო ფანები, მენეჯერი და გააკეთო შენი მაქსიმუმი, გააკეთო ის რასაც შენგან მანჩესტერული სამყარო ითხოვს. ვფიქრობ, რომ როგორც კი ფეხბურთელობას თავს დავანებებ, ისევ ფანის პოზიციაზე გადავალ და ისევ ისე განვიცდი, როგორც მაშინ, როცა პირველად შევაბიჯე "ოცნების თეატრში".

რთულია სიტყვებით აღვწერო ის, თუ რას ნიშნავს "მანჩესტერ იუნაიტედი" ჩემთვის. როგორც უკვე მოგახსენეთ, მე ბავშვობიდანვე ფანატიკურად მიყვარდა "იუნაიტედი" და კლუბის ყოველ წაგებაზე მწარედ ვტიროდი. ეს არის ის, თუ რამდენს ნიშნავდა ეს ყველაფერი ჩემთვის, როგორც ბავშვისთვის. ახლა კი ძალიან ბედნიერი ვარ და დიდი პატივია ჩემთვის წითელი მაისურის ჩაცმა, სტადიონზე გასვლა, რაღაც ცვლილების შეტანა და ბოლომდე დახარჯვა, მხოლოდ იმისთვის, რომ მადლობა გადავუხადო ფანებს და მადლობის ნიშნად გავაბედნიერო ისინი."


ManUTd.com
სიახლეები
6 კომენტარი
№1
ავტორი: kOsTiA
24 აპრილი 2014 22:42
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 450
მაგარი კაცია <3 ადრე კარგად თამაშბდა მარა არამგონია დღეს კონკურენტ უნარიანი იყოს თავის პოზიციაზე!
0
№2
ავტორი: Best 7
24 აპრილი 2014 22:48
  • სიახლეები: 154
  • კომენტარები: 2717
ეს უფრო ზამენისტად უნდა გამოვიყენოტ
0
№3
ავტორი: Luka Gelashvili
24 აპრილი 2014 23:15
  • სიახლეები: 243
  • კომენტარები: 1953
არა და კაი მცველია. სტაბილური არაა პროსტა.
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
"Many great players have worn the shirt of Manchester United.. In so many ways Scholes is my favourite" - Sir bobby Charlton
№4
ავტორი: chudikone
25 აპრილი 2014 01:47
  • სიახლეები: 385
  • კომენტარები: 3206
მაგარი კაცია ♥ ჯონსი-ევანსი ♥
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
I saw my mate The other day, He said to me I’ve seen the white Pele
So I asked who is he, He goes by the name of Wayne Rooney.
Wayne Rooney
Wayne Rooney
He goes by the name of
Wayne Rooney!
№5
ავტორი: red devil
25 აპრილი 2014 07:27
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4680
სათადარიგოდ გამოდგება ამის ძირითადში დაყნება არ შეიძლება
0
№6
ავტორი: Manchester United 14
25 აპრილი 2014 15:19
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 982
MAGAღIA
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ MU – MUF - MUFC - Ok!
manunited
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

დამალვა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top