თბილისი:
მანჩესტერი:
23-04-2014, 15:58
ავტორი: chudikone,
ნანახია: 2238,
კომენტარები: 8
"ვან გაალი უარს არ იტყვის"
ამსტერდამის აიაქსის ამჟამინდელი მწვრთვნელი აცხადებს, რომ ვან გაალი შემოთავაზებაზე დათანხმდება.
ამსტერდამის "აიაქსის" რეზერვების ამჟამინდელი მწვრთვნელი, ბრაიან როი აცხადებს, რომ ვან გაალი სრულყოფილად "მოერგება" ინგლისურ გიგანტს. ბრაიან როი ჰოლანდიის ნაკრებისა და "ნოთინგემ ფორესტის" ყოფილი ფეხბურთელია. მას აგრეთვე "აიაქსში" მოუწია თამაში, ვან გაალის ხელმძღვანელობით.

"მას ისევ ისეთი წყურვილი გააჩნია. მგონია რომ იგი მოედანზე განუტევებს სულს, რადგან პენსიაში გასვლაზე არც ფიქრობს. მას მეტისმეტად უყვარს თავისი საქმე." - ციტირებს როის სიტყვებს გამომცემლობა Daily Mirror.

"დამიჯერეთ, ვან გაალი არ დაბლოკავს "იუნაიტედის" შემოთავაზებას. ვფირქობს ეს სწორედ ის სამუშაოა, რომელიც მას ძალიან ხიბლავს და მიმაჩნია, რომ ის შესაფერისი კანდიდატია "მანჩესტერ იუნაიტედისთვის." ჩემთვის ის საუკეთესო მწვრთვნელია, ვისთანაც კი მიმუშავია. მან დაამტკივა, რომ თავის საქმეს მაღალ დონეზე აკეთებს."

"ის ძალიან დისციპლინირებულია, მკაცრი და ფილოსოფიით შემტევი. მე კარგად ვიცნობ ინგლისურ ფეხბურთს და მისი სტილი კარგად ერგება მას. იგი ძირითადად ვინგერებს ეყრდნობა, არის ძალიან ძლიერი ტაქტიკოსი და საუკეთესო რაც შემიძლია ვთქვა, არის მომთხოვნი. მოედანზე ყველას ეცოდინება თავის საქმე. ფეხბურთელებს გაანალიზებული ექნებათ თუ რას ითხოვენ მისგან. მათ ეცოდინებათ მათი პოზიცია და თავიანთი როლი გუნდში."

"გზა, რომლითაც ამზადებს ის თავიანთ გუნდებს არის შესანიშნავი. ორგანიზება და ტაქტიკა, ეს არის მისი მთავარი იარაღი, რომელიც ძალიან კარგად ჯდება ინლისური ფეხბურთის ფილოსოფიაში. ერთადერთი, რაზეც წარმოდგენა არ მაქვს, ეს ფიზმომზადებაა. შეიძლება ეს იყოს მისი ერთადერთი სუსტი წერტილი, რადგან ინგლისში ყოველთვის ფორმაში უნდა იყო. ეს ინგლისური ფეხბურთის დიდი და განუყოფელი ნაწილია."

"მაგრამ შეხედეთ მის მიერ გაწვრთვნილ გუნდებს. ისინი ყოველთვის მიმზიდველ და სანახაოებრივ ფეხბურთს თამაშობდნენ. სწორედ ამას შემოიტანს ვან გაალი "იუნაიტედში". თუ იგი მთავარ მწვრთვნელად აირჩიეს, ის დიდ წარმატებას მიაღწევს."
დაასრულა როიმ.

წყარო: SkySPORTS
ახალი ამბები
8 კომენტარი
№1
ავტორი: RojoDiablo
23 აპრილი 2014 16:03
  • სიახლეები: 7065
  • კომენტარები: 8687
ეგ კაცი რეზერვების მთავარი მწვრთნელია და გაგისწორე...რაც შეეხება სტატიას უარს იტყვის კი არა თავად იბრდღვნს გვერდებს ისე უნდა წამოსვლა :დ
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
If You Can't Support Us When We Lose, Don't Support Us When We Win
№2
ავტორი: ვახო ( G G M U)
23 აპრილი 2014 16:10
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4327
ვან გააალს რო ენდომება მოსვლა მაგაზე ეჭვიც არ მეპარება, რავიცი დღევანდელი გადმოსახედიდან უკეთესი ვარიანტი არ ჩანს. კლოპმა არსად არ წავალო, ისევევ როგორც გვარდიოლამ, ბლანზეც მიდის ლაპარაკი, მაგრამ ლორან ბლანს ისევ ვან გაალი მირჩევნია.
0
№3
ავტორი: Luka Gelashvili
23 აპრილი 2014 16:47
  • სიახლეები: 243
  • კომენტარები: 1953
საუკეთესო ვარიანტია ალბათ
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
"Many great players have worn the shirt of Manchester United.. In so many ways Scholes is my favourite" - Sir bobby Charlton
№4
ავტორი: RedGirl
23 აპრილი 2014 17:54
  • სიახლეები: 893
  • კომენტარები: 1384
აუ მე კლოპი მირჩევნია რა :|
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
№5
ავტორი: GeorgeBest
23 აპრილი 2014 18:43
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
მაგარი ვარიანტია და ეს კლოპი რატო დაივიწყეთ? ხალხი არ ხართ? wink
0
№6
ავტორი: Manchester United 14
23 აპრილი 2014 20:10
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 982
აუ ნაკრები და მანჩესტერს ერთად როგორ გაქაჩავს
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ MU – MUF - MUFC - Ok!
manunited
№7
ავტორი: Manchester_M
23 აპრილი 2014 21:50
  • სიახლეები: 8
  • კომენტარები: 4027
მომკალით და არ მჯერა ამ კაცის კლოპი მგონია მხოლოდ რომ გამოასწორებს მდგომარეობას :X
0
№8
ავტორი: red devil
24 აპრილი 2014 08:23
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4680
არ მჯერა ამ კაცის.
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top