თბილისი:
მანჩესტერი:
23-04-2014, 15:55
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 1858,
კომენტარები: 9
"ანჩელოტი ზედგამოჭრილია"
რეი უილკინსი ანჩელოტს შესაფერისად მიიჩნევს.
რეი უილკინსი თვლის, რომ "რეალის" ამჟამინდელი მწვრთნელი, კარლო ანჩელოტი - რომელთან ერთადაც იგი "ჩელსიში" მუშაობდა - იდეალური მწვრთნელი იქნება "იუნაიტედისთვის".

54 წლის ანჩელოტი ერთ-ერთ მთავარ კანდიდატად ითვლება დევიდ მოიესის შემცვლელის პოსტზე.

"ვფიქრობ "მანჩესტერ იუნაიტედი" არჩევანს გამოცდილ მწვრთნელზე გააკეთებს, რომლის სახელიც კარლო ანჩელოტი იქნება."

"დიახ, მან "კოპა დელ რეი" მოგიო, მაგრამ თუ ჩემპიონთა ლიგასა და "ლა ლიგას" წააგებს ის ისევ ხელმისაწვდომი იქნება. კარლო კარგად ფლობს ინგლისურს, იდეალურად იცის პრემიერ-ლიგა და ვფიქრობ შესანიშნავად შეეფერება ამ სამუშაოს"
- აცხადებს რეი უილკინსი Sky Sports - თან ინტერვიუში.

ასევე რეი თვლის, რომ "იუნაიტედმა" უარი უნდა განაცხადოს ევროპის ლიგის საგზურზე, რათა კონცენტრირება მომდევნო სეზონში მხოლოდ პრემიერ-ლიგაზე შეძლონ.

"ევროპის ლიგაზე გასვლა - ყველაზე ცუდი რამაა, რაც შეიძლება მათ სეზონის დარჩენილ ნაწილში გადახდეთ".

"ისინი უნდა შეურიგდნენ იმას, რომ ეს საშინელი წელიწადია და უნდა ეცადონ, რომ მომდევნო წელს მხოლოდ შაბატობით ითამაშონ. თუ ხუთშაბათობითა და კვირაობით ითამაშებენ, გაუჭირდებათ ოთხეულში შესვლა."
- დაამატა რეიმ.

fapl.ru
სიახლეები, ახალი ამბები, ინტერვიუები
9 კომენტარი
№1
ავტორი: RojoDiablo
23 აპრილი 2014 15:57
  • სიახლეები: 7065
  • კომენტარები: 8687
აბსოლუტურად ვეთანხმები ამ კაცს რაც ევროპის ლიგაზე განაცხადა. დააკვირდით ლივერპულს. გუნდს საშინელი რესურსი აქვს. ყოველ მატჩში ერთსადაიმავე ფეხბურთელებს აყენებს. მაგრამ პრობლემა არ იქმნება, რადგან არ იღლება ფეხბურთელი. კვირაში ერთი თამაშის გამართვა მარტივია. ფსონს ჩამოვდივარ, რომ მომავალ წელს ჩემპიონთა ლიგაზე გასული ლივერპული საშინელ შედეგებს აჩვენებს პრემიერ-ლიგაში.
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
If You Can't Support Us When We Lose, Don't Support Us When We Win
№2
ავტორი: ვახო ( G G M U)
23 აპრილი 2014 16:17
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4327
ანჩელოტი ნამდვილად არ მინდა რა...
0
№3
ავტორი: RedGirl
23 აპრილი 2014 17:52
  • სიახლეები: 893
  • კომენტარები: 1384
არა შანსი არაა ეს რომ მოვიდეს
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
№4
ავტორი: GeorgeBest
23 აპრილი 2014 18:44
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
გამოცდილ მწვრთნელზე თუა არჩევანი გასაკეთებელი ვან გაალზე უკეთესი კანდიდატურა არც გვყავს და მაგაზე მაგარს ვერავის მოვიყვანთ
0
№5
ავტორი: Mari - Madridista
23 აპრილი 2014 19:07
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 19
შანსი არაა ანჩელოტი არ გადავა მანჩეში არ აქვს მნიშვნელობა მოიგებს თუ არა რეალი ლა ლიგას და ჩემპიონთა ლიგას.
0
№6
ავტორი: Manchester United 14
23 აპრილი 2014 20:09
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 982
კაი გუნდი ყავს რა უნდა არეულ მანჩესტერში
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ MU – MUF - MUFC - Ok!
manunited
№7
ავტორი: Manchester_M
23 აპრილი 2014 21:50
  • სიახლეები: 8
  • კომენტარები: 4027
რაის ანჩელოტი 2 დღის მისულია რეალში და ასე მალე თან იმის ფონზე რომ არაფერი გაუფუჭებია არავინ გამოუშვებს :X
0
№8
ავტორი: red devil
24 აპრილი 2014 08:26
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4680
ამას არავინ გაუშვებს თორე ვანგაალს ნაღდად მირჩევნია
0
№9
ავტორი: heegemonex
24 აპრილი 2014 09:51
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 9
amas vin gaushvebs. jobia realur kandidaturaze ipiqron
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top