თბილისი:
მანჩესტერი:
22-04-2014, 22:42
ავტორი: DimaSanaia,
ნანახია: 2648,
კომენტარები: 17
რას ამბობენ ქართველები "მანჩესტერზე"
იმ რთული პერიოდის ფონზე, რომელიც "მანჩესტერ იუნაიტედს" უდგას, გადავწყვიტე გამეხალისებინა ჩვენი საიტის ერთგული მკითხველები და მინდა შემოგთავაზოთ რამოდენიმე ფეხბურთის "მცოდნეს" ანალიზი "იუნიატედის" კრიზისის შესახებ. გაგიკვირდებათ, ისეთ საოცრებებს აღმოაჩენთ !
რას ამბობენ ქართველები
რამოდენიმე დღეა აქტიურად ვაკვირდები სხვადასხვა საიტებზე გამოთქმულ აზრებს "იუნაიტედის" კრიზისის შესახებ და საკმაოდ საინტერესო მოსაზრებებს მივაგენი. მოდით, ზედმეტი შესავლის გარეშე შემოგთავაზებთ "შედევრებს".

1. ერთ-ერთ ქართულ სპორტულ ვებ-გვერდზე გუშინ გამოქვეყნდა სიახლე, სადაც უეინ რუნი საუბრობდა ევროპა ლიგის მოგების სირთულეზე. სწორედ ამ სიახლის კომენტარებში წავაწყდი ამგვარ "აღმოჩენას".

რას ამბობენ ქართველები "მანჩესტერზე"


ამ კომენტარის ავტორი, ფაქტია , ფეხბურთს დიდი ხანია ადევნებს თვალყურს და ახსოვს ფერგიუსონის მიერ მოსყიდული მსაჯები. ალბათ, თავადაც შესწრებია ისეთ ფაქტებს, როცა ალექს ფერგიუსონი მსაჯებს ეჩხუბებოდა და ემუქრებოდა, სწორედ ამიტომ ამბობს, რომ მსაჯებს მისი შიში აღარ აქვთ.. საწცენზურაბი, კიდევ კარგი წავიდა ფერგიუსონი, თორემ მსაჯს მსაჯობა აღარ უნდოდა ფერგის შიშით.

პ.ს : მართალია ეს კაცი, ძლივს გამოჩნდა მანჩესტერის ნამდვილი სახე. ამ ადამიანმა ყოველთვის იცოდა, რომ "მანჩესტერი" არ იყო პირველი ადგილის ღირსი, მიუხედავად იმისა, რომ ბოლო 23 წელიწადში 13-ჯერ გავხდით ეპლ-ს გამარჯვებულები, 4-ჯერ ლიგის ფინალისტები, 2-ჯერ ლიგის ჩემპიონები და ა.შ... აქვე მინდა აღვნიშნო, რომ ამ კომენტარის ავტორი "ჩელსის" ფანია... ალბათ, სწორედ "ჩელსი" წარმოუდგენია საჩემპიონო გუნდად, ყოველთვის იცოდა, რომ მანჩესტერზე მეტად იმსახურებდა "ჩელსი" ჩემპიონობას.. ხო მართლა, "ჩელსი" რომელ ადგილზე იყო 2011/12 წლის სეზონში ნეტავ რატომ დამავიწყდა? :(

2. ამავე სიახლეში გადავაწყდი ძალზედ სერიოზულ განცხადებას.. ამ განცხადებაში განსაკუთრებული არაფერია, ტიპური დაბოღმილი უვიცი პიროვნების მიერ დაწერილია, რომელიც ფეხბურთს კეფით უყურებს. თუმცა ერთი რამ მაინც საგულისხმოა...

რას ამბობენ ქართველები "მანჩესტერზე"


ეს პიროვნება ისეთი გუნდის ფანია, რომელიც წლიდან წლამდე ქვას-ქვაზე არ ტოვებს ჩემპიონთა ლიგის გათამაშებაში.... საწყალი სხვა გუნდები, ერთხელ არ მიაკარა ამ გუნდმა ისინი ჩემპიონის ტიტულს...

3. არ ვიცი შემდეგ ფოტოზე რა კომენტარი უნდა გავაკეთო. ჩვენი გვერდის მომხმარებელმა, მარიამ გეგუჩაძემ სოციალურ ქსელში დაწერა გიგზის საქები სიტყვები, რასაც "მერსისაიდელების" ქომაგი გამოეხმაურა. ნაწერს გთავაზობთ უცვლელად.

რას ამბობენ ქართველები "მანჩესტერზე"


დარწმუნებული ვარ, სტივენ ჯერარდმა ორმოცი წლის ასაკში კიდევ რომ ითამაშოს, სწორედ ეს ადამიანი დაიწყებს მის ქება-დიდებას. პრინციპში რა უნდა ვთქვათ, მისი კომენტარი ისეტივე დონისაა, რა დონის ფეხბურთელის სახელიც აწერია ნიკ-ნეიმზე.

დღეისათვის სულ ესაა. თუ მოგეპოვებათ მსგავსი შინაარსის ფოტოები, გთხოვთ მოგვაწოდოთ.

პ.ს : სტატია ირონიული ხასიათისაა და მიზნად არ ისახავს ვინმეს შეურაცხყოფას.
სტატიები
17 კომენტარი
№1
ავტორი: VaRdo
22 აპრილი 2014 22:47
  • სიახლეები: 78
  • კომენტარები: 5516
:D დიმა მოგეწერა ჩემთვის? ესეთს მილიონს გაგიჩითავდი
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ “რომ არა კონტროლი, გასახდელში მყოფი 11 მილიონერი აუცილებლად შეეცდებოდა იმქვეყნად გავესტუმრებინე, მაგრამ ახლა ყველამ იცის, რომ თუ ჩემი კონტროლის ფარგლებს მიღმა გავა, იმქვეყნად თავად
გაემგზავრება…” SAF
№2
ავტორი: Best 7
22 აპრილი 2014 23:03
  • სიახლეები: 154
  • კომენტარები: 2717
Magari siaxlea,
0
№3
ავტორი: RedGirl
22 აპრილი 2014 23:21
  • სიახლეები: 893
  • კომენტარები: 1384
საღოოოლ დიმააა <3 მაგრად დამევასა :დდ მაგარი იყო :დდ <3
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
№4
ავტორი: Lev
22 აპრილი 2014 23:22
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1522
ფეხბურთს კეფით კი არა პირდაპირ ვიტყვი კახურად ტ///რაკით უყურებენ. საკუთარ გუნდს ერთი წაგების გამო მძ///ნერში ათრევენ და ჩვენ კიდე ერთხელ ჩაგვივარდა სეზონი და ეგრევე გუნდის გინება დაიწყეს. ვისაც მანჩესტერი და მანჩესტერის ფანები არ ევასებათ იციან რა ზომებსაც უნდა მიმართონ! თუ ვინმეს პრეტენზია აქვს Lიჩნად მომწეროს და ავუხსნი მანჩესტერის გრანდობას და ჩვენი გუნდის ფანობას! manunited
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ Glory Man united!
№5
ავტორი: RedTeen
22 აპრილი 2014 23:29
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 1077
wink საცოდავები არიან...
0
№6
ავტორი: Paul Scholes 22
22 აპრილი 2014 23:40
  • სიახლეები: 219
  • კომენტარები: 428
VaRdo,
გაგიჭირდებოდა :დ :დ:დ:დ:DD:D:D
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ შეიძლება ცხოვრებაში ბევრ რამეს ვერ მივაღწიო, მაგრამ ერთ რამეში დარწმუნებული ვარ. სიკვდილის წინ აუცილებლად ვიტყვი, რომ მანჩესტერის თამაშებს ვუყურებდი და რაც მთავარია მანჩესტერის გულშემატკივარი ვიყავი..!
ფეხბურთელები მიდიან და მოდიან, იუნაიტედი კი სამუდამად რჩება! <3
№7
ავტორი: VaRdo
22 აპრილი 2014 23:43
  • სიახლეები: 78
  • კომენტარები: 5516
ციტატა: Paul Scholes 22
VaRdo,
გაგიჭირდებოდა :დ :დ:დ:დ:DD:D:D


არ იციიის wink
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ “რომ არა კონტროლი, გასახდელში მყოფი 11 მილიონერი აუცილებლად შეეცდებოდა იმქვეყნად გავესტუმრებინე, მაგრამ ახლა ყველამ იცის, რომ თუ ჩემი კონტროლის ფარგლებს მიღმა გავა, იმქვეყნად თავად
გაემგზავრება…” SAF
№8
ავტორი: EMANUEL
22 აპრილი 2014 23:48
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 6
ერთი ამათი მე ფუი! manutd
0
№9
ავტორი: RojoDiablo
23 აპრილი 2014 00:10
  • სიახლეები: 7071
  • კომენტარები: 8687
ჩემი რამდნეი ვიკაიფე...ის ლივეს ფანი ვინაა ტო რეებს ბაზრობს. რა ფული რის ფული. გიგსზე მაგას რო იტყვი კაცი იმას ფეხბურთისთვის თვალები როგორ გაბია საერთოდ. აი შენ კი სააღოლ ავტორ.
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
If You Can't Support Us When We Lose, Don't Support Us When We Win
№10
ავტორი: NAVY
23 აპრილი 2014 00:54
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 5
მაგარი კი ვიღადავე :D გამოვლენ მერე და დაიწყებენ ისეთი ტონით საუბარს გეგონება ძაან ჩახედულები არიან ფეხბურთში :D
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

დამალვა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top