თბილისი:
მანჩესტერი:
22-04-2014, 16:48
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 1730,
კომენტარები: 7
გვარდიოლაც განიხილება
"იუნაიტედი" შორეულ ჰორიზონტზე იყურება.
გვარდიოლაც განიხილება
"მანჩესტერ იუნაიტედი" პირველ რიგში გადახედავს ხელმისაწვდომია თუ არა "ბაიერნის" მთავარი მწვრთნელი, ხოსეპ გვარდიოლა ვაკანტურ პოსტზე.

დევიდ მოიესის გაშვებისა და რაიან გიგსის დროებით დანიშვნის შემდეგ "იუნაიტედი" ახალ მწვრთნელს ეძებს. პირველ რიგში "ეშმაკები" ხოსეპ გვარდიოლას მიმართავენ - ამტკიცებს The Telegraph.

წყაროს ცნობით "იუნაიტედი" შეეცდება ესპანელის სურვილისა და მისი ხელმისაწვდომობის გაგებას და მხოლოდ ამის შემდეგ განიხილავს სხვა ვარიანტებს.

იმის გათვალისწინებით, რომ გვარდიოლა ჯერ მხოლოდ პირველ სეზონს ატარებს "ალიანს არენაზე" კონტრაქტით გათვალისწინებული სამიდან, მისი გადმოსვლა ნაკლებად დამაჯერებელი ჩანს. თუმცა გვარდიოლას საბაბი ნამდვილად აქვს შემოთავაზებაზე დაფიქრდეს.

იტყობინებიან, რომ გვარდიოლას ძალების მოსინჯვა ინგლისში სურს, ოღონდ მხოლოდ "იუნაიტედთან" ერთად. ამას გარდა იგი უკმაყოფილოა "ბაიერნზე" მისი ყოფილი ფეხბურთელების გავლენის გამო.

გამოცემა ასევე იტყობინება, რომ "იუნაიტედი" მზადაა "ატლეტიკოს" მთავარ მწვრთნელს, დიეგო სიმეონესაც შეეხმიანოს, მაგრამ არგენტინელს ერთი დიდი "ნაკლი" აქვს გვარდიოლასთან შედარებით - მან ინგლისური ენა არ იცის.

fapl.ru
სიახლეები, ახალი ამბები
7 კომენტარი
№1
ავტორი: Manchester United 14
22 აპრილი 2014 16:52
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 982
ძალიან დიდი თანხა რო შესთავაზონ გვარდიოლა ისეთ კაცია არა არის გამორიცხული მარა არა მგონი უფრო აწყობილი აქვს ყველაფერი იმ კაცს
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ MU – MUF - MUFC - Ok!
manunited
№2
ავტორი: Manchester_M
22 აპრილი 2014 17:01
  • სიახლეები: 8
  • კომენტარები: 4027
რა უნდა მისცენ იმდენი რო ბაიერნი დატოვოს ? გეუბნებით რა კლოპი დაითანხმონ ჯობია :X
0
№3
ავტორი: Mari - Madridista
22 აპრილი 2014 17:46
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 19
გვარდიოლა არ გადავა მანჩესტერში და არამგონია კლოპი და სიმეონეც გადავიდეს ამიტომ ვინმე სხვა უნდა მოძებნონ...
პ.ს ჩემი სახელიდან გამომდინარე არ გეგონოთ რომ ამ საიტზე რაიმე ცუდის დასაწერად დავრეგისტრირდი, მანჩესტერი ჩემი საყვარელი გუნდია რეალის შემდეგ და ამ გუნდისთვის ყველაფერი საუკეთესო მსურს.
0
№4
ავტორი: Luka Gelashvili
22 აპრილი 2014 20:05
  • სიახლეები: 243
  • კომენტარები: 1953
მაგრად მევასება ეს მაგრამ ესპანური ფეხბურთი მაგრად უყვარს და ესპანური ფეხბურთით მანჩესტერი , რომ ათამაშოს უარეს შედეგს მიაღწევს ვიდრე მოიესი.
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
"Many great players have worn the shirt of Manchester United.. In so many ways Scholes is my favourite" - Sir bobby Charlton
№5
ავტორი: washington
22 აპრილი 2014 20:41
  • სიახლეები: 179
  • კომენტარები: 383
ეს გამოვრიცხოთ, რადგან წეღან რომელიღაც გვერდზე წავიკითხე მგონი "ტელეგრაფი" იყო, რომ განაცხადა "ბაიერნის" მთავარი მწვრთნელი ვარ, ძალიან კარგი გუნდი მყავს, აქ მუშაობა მომწონს, კონტრაქტი კიდევ ორი წელი მაკავშირებს ამ კლუბთან და ამიტომ არსად წასვლას არ ვაპირებო :))) ასე, რომ ტყუილად ნუ დავიმედდებით ამით. ჩემი აზრით ყველაზე რეალური კანდიდატი მაინც ვან გაალია, თუმცა მე უფრო სიმეონესკენ მიმიწევს გული, კლოპი არ გადმოვა თორემ N1 კანდიდატია ჩემთვის, ვან გაალს ისევ კონტე მოიყვანონ მირჩევნია
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
№6
ავტორი: Best 7
22 აპრილი 2014 21:34
  • სიახლეები: 154
  • კომენტარები: 2717
არ მოვა ეს ჩვენსკენ
0
№7
ავტორი: red devil
23 აპრილი 2014 08:05
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4680
ამის ფეხბურთი მეზიზღება ამის მოსვლას ისევ ვანგაალი მოვიდეს ჯობია
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top