"მანჩესტერ იუნაიტედის" მთავარი მწვრნთნელი სერ ალექს ფერგიუსონმა განაცხადა,რომ მან და მისი გუნდი პატივს სცემენ თავის მომდევნო მოწინააღმდეგეს "ნორვიჩს".
სერ ალექსმა აღიარა,რომ "ნორვიჩმა" ლონდონის "არსენალის" წინააღმდეგ გამარჯვებით "წითელ ეშმაკებს" შეახსენა,რომ შაბათს ძალიან მძიმე მატჩი ელოდებათ.
"ჩვენ ძალიან რთული მატჩი გველოდება.უბრალოდ შეხედეთ "ნორვიჩის" თამაშს,მათ მოახერხეს და "მეთოფეები" დაამარცხეს.მე პატივს ვცემ მათ მთავარ მწვრთნელს კრის ჰოუტონს.ის ძალიან კარგი მწვრნთელი არის და დარწმუნებული ვარ მოახერხებს "ნორვიჩთან" ერთად წარმატების მიღწევას." - აცახდებს სერ ალექსი.
"კრის ჰოუტონმა გუნდში მოსლისთანავე ყველა პრობლემა მოაგვარა და ძალიან კარგი გუნდი ჩამოაყალიბა.ისინი ძლიერ მეტოქესთან ნამდვილად კარგად თამაშობენ,მაგრამ იმედი მაქვს ჩვენს წინააღმდეგ ვერ შეძლებე (იცინის).უბრალოდ ჩემზე ძალიან კარგი შთაბეჭდილება დატოვა "ნორვიჩის" თამაშმა "არსენალის" წინააღმდეგ."
"ბოლო წლეებში ჩვენ წარმატებით ვთამაშობთ "ნორვიჩის" წინააღმდეგ.ბოლო მატჩი ჩვენს დაპირისპირებაში ძალიან რთული გამოდგა.რაიან გიგზის წყალობით ჩვენ ბოლო წუთზე გადავარჩინეთ ეს თამაში."