თბილისი:
მანჩესტერი:
21-04-2014, 22:18
ავტორი: Berba 9,
ნანახია: 1765,
კომენტარები: 7
5 რამ რაც ვისწავლეთ გასული მატჩიდან !
რა გვასწავლა "ევერტონთან" მარცხმა ?
5 რამ რაც ვისწავლეთ გასული მატჩიდან !
მაშ ასე, დასრულდა 2 კვირიანი შესვენებაა "იუნაიტედისთვის" პრემიერ ლიგაზე და სწორედ ეს პერიოდი ჰქონდა შოტლანდიელ სპეციალისტს, რომ გაეანალიზებინა გასულ თამაშებში დაშვებული შეცდომები, ასევე ჩემპიონთა ლიგაზე მარცხის შემდეგ შეეკრიბა ბიჭები და მოტივაცია აემაღლებინა მათთვის. გარდა იმისა, რომ მოიესმა ეს ვერ შეძლო კიდევ ერთ ანტი რეკორდს მიაღწია, გუნდმა 1969/70 წლების შემდეგ პირველად წააგო "ევერტონთან" ორივე მატჩში ჩემპიონატში.
მიუხედავად იმისა, რომ "იუნაიტედს" ძალიან კარგი მაჩვენებელი აქვს გასვლით შეხვედრებში, "ევერტონი" იმ გუნდთა სიას შეურთდა, როგორებიც არიან "ჩელსი", "არსენალი", "ტოტენჰემი", "სიტი", "ლივერპული", სწორედ ამ გუნდებთან დამარცხდა მანჩესტერული კლუბი გასვლაზე.
ვისწავლეთ კი რაიმე ახალი გასული მატჩიდან ? ჩემი აზრით ამ კლუბს ერთადერთი სასწავლი გამარჯვებაზე თამაშიღა დარჩენია, სანამ მოიესი გუნდშია. მოკლედ, შემოგთავაზებთ სიახლეს, თუ რა ვისწავლეთ გასული მატჩიდან.

#1: ბურთის ფლობა უშანსოდ არაფრის მომტანია.

5 რამ რაც ვისწავლეთ გასული მატჩიდან !


"იუნაიტედის" ბურთის ფლობა, რომელიც 61 პროცენტს გაუტოლდა არაფრის მომტანი აღმოჩნდა. "ევერტონს" გარდა 2 გატანილი ბურთისა ჰქონდა სხვა ბევრი მომენტი. მანჩესტერულ კლუბს კი 1 რეალური მომენტიც არ შექმნია.

ერთადერთი მომენტი რუნის დარტყმული იყო, როდესაც ტიმ ჰოვარდმა გამოიჩნა თავი. გარდა ამისა, "იუნაიტედს" ეჭირა მხოლოდ ბურთი, რადგან "ევერტონი" არაფერს აკეთებდა იმისათვის, რომ ბურთი დაეჭირა. მათი მთავარი მიზანი 3 ქულა იყო და მარტინესმა მოიესს დაუმტკიცა, რომ ის მასზე კარგი მენეჯერია.

#2: ფილ ჯონსს ჯერ კიდევ ბევრი აქვს სასწავლი.

5 რამ რაც ვისწავლეთ გასული მატჩიდან !


გასულ წელს სერ ალექსმა თქვა, რომ ფილ ჯონსი იქნებოდა საუკეთესო ფეხბურთელი "იუნაიტედის" ისტორიაში. მიუხედავად იმისა, რომ სერ ალექსი ასეთ რამეს ერთეულებზე ამბობს, მიუხედავად იმისა, რომ ფილ ჯონსს აქვს ხშირად გამონათებები, მიუხედავად იმისა, რომ ინგლისელი ფლობს ძალიან დიდ პოტენციალს, გუშინდელ მატჩში ის შეშფოთებული, შეშინებული და უსუსური იყო.
როგორც ჩანს ფილს არ ყავს საუკეთესო მწვრთვნელი, რომ გამოავლინოს საუკეთესო თვისებები, მიუხედავად იმისა, რომ ის მებრძოლია და ეს გამოჩნდა რამდენიმე თამაშში გუშინ ის ლუკაკუსთან ორთაბრძოლაში პენსიაზე გასულ 40 წლის ფეხბურთელს გავდა.
ფილი ნამდვილად პროფესიონალია, თუმცა მასში საუკეთესო ფეხბურთელობა არც თუ ისე ბევრია.

#3: ლეიტონ ბეინსი არ ნანობს არაფერზე.

5 რამ რაც ვისწავლეთ გასული მატჩიდან !


არ ნანობს ლეიტონ ბეინსი მარტივი მიზეზის გამო, მისი გუნდი უფრო მაღლაა ვიდრე "იუნაიტედი" და მის გუნდს ძალიან კარგი შანსი აქვს გავიდეს ჩემპიონთა ლიგაზე.
თუ რა სინანულზეა საუბარი ალბათ ყველამ იცის, ზაფხულში მოიესს შეთავაზება ჰქონდა ინგლისელზე, თუმცა ბეინსმა "ევერტონში" დარჩენა ამჯობინა.
ლეიტონ ბეინსმა პირველი გოლი გაიტანა გუშინდელ მატჩში და გუნდი წინ გაიყვანა. ამჟამად მისი გუნდი ჩემპიონს 12 ქულით უსწრებს. ექნება კი ბეინსს სინანულის გრძნობა რამეზე ? ან რატომ უნდა ჰქონდეს?!

#4: რუნიმ იბრძოლა ყოფილი კლუბის წინააღმდეგ.

5 რამ რაც ვისწავლეთ გასული მატჩიდან !


უეინ რუნი ყოველთვის ბრძოლობს ყოფილი კლუბის წინააღმდეგ და არც ეს კვირა იყო გამონაკლისი. ის დაბრუნდა თავისი სიყრმისდროინდელი კლუბის სტადიონზე და მორგებული ჰქონდა სხვა კლუბის კაპიტნის სამკლაური, თუმცა მისი ბრძოლა უშედეგო აღმოჩნდა.
გუშინდელ მატჩში მან სულ 2-ჯერ დაარტყა, აქედან 1 წავიდა კარში, ხოლო მეორე აცდა. სულ 14 პასი გააკეთა, შექმნა გუნდისთვის 2 შანსი, ერთი თვითონ, ხოლოდ მეორე გუნდელისთვის.
მოკლედ, ყველაფერი ერთად აღებული ნაკლებად თუ შევა რუნისთვის დასამახსოვრებელ თამაშების სიაში. ის აუცილებლად დაივიწყებს მის ყველაზე ცუდ თამაშს ყოფილი კლუბის წინააღმდეგ.

#5: "იუნაიტედი" - ცენტრალური ნახევამრცველი

5 რამ რაც ვისწავლეთ გასული მატჩიდან !


ობიექტურად, რომ ვიმსჯელოთ "იუნაიტედის" გულშემატკივრები უკვე წლებია ითხოვენ მსოფლიო დონის ცენტრალურ ნახევარმცველს. ჯერ კიდევ სერ ალექსის დროს ყველაზე დიდი ტრანსფერი ოუვენ ჰარგრივსი იყო, რომელიც კლუბმა 2007 წელს იყიდა და არაფერში გამოადგა.

რაც შეეხება მოიესს, იმის მაგივრად, რომ ტიაგო ალკანტარაში მიეცა უფრო მეტი, ვიდრე "ბაიერნმა" გადაიხადა, ამის სანაცვლოდ მოიესმა ფელაინი იყიდა, რომელიც გაცილებით მეტი დაჯდა, ვიდრე ტიაგო.

"ევერტონთან" მარცხს თავი, რომ დავანებოთ გუნდის წაგებები უმეტეს წილად ცენტრის უმოქმედობას უკავშირდება. დარენ ფლეთჩერს და მაიკლ კერიკს გუშინ იმდენჯერ ჰქონდათ ბურთი, თუმცა უმოქმედობა და კვლავ უმოქმედობა სტადიონზე. ისინი, რომ მაღალ დონეზე მოთამაშეები იყვნენ გუშინ ძალიან ბევრ საჭირო პასს გაკეთებდნენ, თუმცა ფაქტია რომ ვერც ფლეთჩერი და ვერც კერიკი ვერ ეხმარება გუნდის ცენტრს ისე, როგორც ეს კლუბს ჭირდება. ასე, რომ პრობლემა ერთია, გადაწყვეტილება კი მისაღებია, აუცილებელია ამ პოზიციაზე მსოფლიო დონის ფეხბურთელის დამატება !

წყარო: "Bleacher"
ახალი ამბები
7 კომენტარი
№1
ავტორი: Manchester United 14
21 აპრილი 2014 22:23
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 982
ერთი კიდევ ის გვასწავლა ამან და ბევრ მათჩმა რო მოიესი დებილია
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ MU – MUF - MUFC - Ok!
manunited
№2
ავტორი: RojoDiablo
21 აპრილი 2014 22:24
  • სიახლეები: 7065
  • კომენტარები: 8687
მართალია. ბაიერნი რომ ბაიერნია იმის თამაშის სტილი არავის მოსწონს, მიუხედავად იმისა, რომ იგებს. აი ჩვენ კი გვიჭირავს ეს მრგვალი ბურთი, მაგრამ აზრი?
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
If You Can't Support Us When We Lose, Don't Support Us When We Win
№3
ავტორი: Count Alucard
21 აპრილი 2014 22:29
  • სიახლეები: 28
  • კომენტარები: 1979
მე ერთადერთი რამ ვისწაავლე ამ მატჩიდან რაც ახალი არ იყო და გამეორებას უფრო გავდა lol მოისი გასაშვებია. კერიკი და ფლეტჩერი რომ არ არიან მსოფლიო დონის ეს დიდი ხანია ვიცით კერიკს ერთი სეზონი ქონდა კარგი და ფლეტჩერის მსოფლიო დონის მატჩები კიდე თითზე ჩამოსათვლელია ალბათ. მემგონი დროა გავუშვათ ორივე მივაყოლოთ კლევერლი და წესიერ ტრანსფერებზე იფიქრონ.
0
№4
ავტორი: Manchester United 14
21 აპრილი 2014 22:30
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 982
ეგ ევერტონთან უჭირავს თორე სხვა კაი გუნდებთან ეგეც არ აქვს
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ MU – MUF - MUFC - Ok!
manunited
№5
ავტორი: Best 7
21 აპრილი 2014 23:09
  • სიახლეები: 154
  • კომენტარები: 2717
მარტინესმა პირველივე წელს დაამტკიცა ყველაფერი და გუნდი ჩემიონტა ლიგაზე გაიყვანა რაც დევიდმა 9 წლის განმავლობაში ვერ შეძლო
0
№6
ავტორი: Manchester United 14
21 აპრილი 2014 23:17
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 982
მანჩესტერს დორტმუნდის კომპლეკტი უნდა როისი კლოპი და ჰუმელსი
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ MU – MUF - MUFC - Ok!
manunited
№7
ავტორი: Manchester_M
22 აპრილი 2014 10:32
  • სიახლეები: 8
  • კომენტარები: 4027
ჩვენ კი გვასწავლა მაგრამ გლეიზერებმა თუ ისწავლეს ეგაა საქმე :)
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top