ყველამ ვიცით, რომ ზოგჯერ მოიგებ და ზოგჯერ წააგებ, ეს სპორტის ნაწილია, თუმცა მე მძულს ეს გრძნობა.
მე დღეს ძალიან იმედგაცრუებული ვარ. ასე ხდება, როდესაც 2 კვირის მანძილზე მოუთმენლად ელოდი მატჩს, ემზადებოდი და საბოლოოდ მოვლენები ისე არ ვითარდება, როგორც შენ გეგონა. ზუსტად ეს მოხდა გუდისონ პარკზე და როგორც უკვე ნათელია, ეს პირველი შემთხვევა არ იყო. თავდაპირველად მატჩი კარგად დავიწყეთ და მოუთმენლად ველოდით გამარჯვებას, მათ მიერ გატანილმა თერთმეტმეტრიანმა ყველაფერი შეცვალა, რა თქმა უნდა მათ სასიკეთოდ. "ტკბილეულებმა" თავდაჯერებულობა მოიპოვეს, განსაკუთრებით მეორე გატანილი გოლის შემდეგ.
მიუხედავად ჩვენი შანსების და მცდელობებისა ჩვენ "ქამბექი" ვერ შევასრულეთ და ახლა პრემიერ ლიგის ცხრილი იმ შედეგს გვიჩვენებს, რომელსაც არც ფანები იმსახურებენ და არც თავად კლუბი. ჩვენ ბოლომდე ვიბრძოლებთ, ეს არის ყველაზე მცირე რისი გაკეთებაც შეგვიძლია, რადგან მე მიმაჩნია რომ კლუბმა ამ სეზონში მრავალი კარგი მატჩი ჩაატარა, განსაკუთრებით ოლდ ტრაფორდზე. ჯერ კიდევ არის დარჩენილი სამი საშინაო მატჩი (ნორვიჩი, სანდერლენდი, ჰალ სიტი). სამწუხაროდ, პრემიერ ლიგის ცხრილში რაც შეიძლება ზევით აწევა დარჩა ჩვენი ერთადერთი მიზანი, რის მიღწევასაც აუცილებლად ვეცდებით.
ჩვენ ჯერ კიდევ გამოვირჩევით საგარეო შეხვედრებით, მაგრამ გუშინ ეს წარმატებული სერია დასრულდა. სამართლიანი იქნება თუ ვიტყვით, "ევერტონი" ამ სეზონში ნამდვილად იმსახურებს მეტ შეფასებას და აღიარებას.
მე აგრეთვე მინდა მივულოცო "რეალ მადრიდს" კოპა დელ რეის თასის აღმართვა. ლა ლიგაში კი "ატლეტიკო" კიდევ უფრო უახლოვდება ჩემპიონობას, მიუხედავად იმისა, რომ "ელჩე" რთული მეტოქე გამოდგა.
ბოლო შვიდ დღეში ჩვენ ბევრი ცუდი ამბავი შევიტყეთ. გარდაიცვალა გაბრიელ გარსია მარკესი, ერთ-ერთი საუკეთესო მწერალი მსოფლიო ისტორიაში. მისი ნოველა "მარტოობის ასი წელი", დანარჩენებთან ერთად, დარჩება უკვდავი.
ჩვენ აგრეთვე დავკარგეთ რობინ "ქარიშხალ" კარტერი. სამართლიანობისთვის მისმა ბრძოლამ უამრავ ადამიანს შთააგონა ეკეთებინა იგივე. ორივემ ნათელში განისვენეთ. არასოდეს დაგივიწყებთ.
მე ახლა მომავალი მატჩის მოლოდინით დაგემშვიდობებით. იმედი მაქვს მალე მოგვიახლოვდება, თორემ ასეთი განწყობა ცუდად მოქმედებს ჩემზე. და რა თქმა უნდა, მადლობას გიხდით თქვენი წერილებისთვის და მხარდაჭერისთვის ბედნიერ და განსაკუთრებით რთულ მომენტებში. თქვენს გარეშე ყველაფერი გაცილებით რთულად იქნებოდა.
სიყვარულით,
ხუანი.
მატას ბლოგი
7 კომენტარი
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.