დღეს სეზონის ბოლო გასვლითი მატჩია "მანჩესტერისთვის". "ევერტონთან" მატჩის შემდეგ, "წითლები" ზედიზედ სამ შეხვედრას ჩაატარებენ "ოლდ ტრაფორდზე". "ეშმაკუნები" ბოლო მატჩს 11 მაისს ჩაატარებენ "საუთჰემპტონის" წინააღმდეგ. ფილ ჯონის აცხადებს, რომ ძალიან მნიშნელოვანია სეზონის პოზიტიურად დასრულება და დარჩენილი თამაშების მოგება.
"ძალიან გამაღიზიანებელია ჩემთვის, რომ არ ვართ ტიტულისთვის ბრძოლაში ჩართული, მაგრამ ჩვენ კიდევ დაგვრჩა ხუთი თამაში და მათი მოგება ძალიან მნიშვნელოვანია. ეს ჩვენთვის სასურველიც არის და აუცილებელიც. ჩვენ გვსურს, რომ რაც შეიძლება კარგი შედეგით დავასრულოთ სეზონი, რაც შეიძლება მაღალი ადგილი დავიკავოთ ცხრილში და ამისათვის დარჩენილი თამაშების მოგებაა საჭირო,"–აცხადებს ჯონსი.
მცველმა ასევე განაცხადა, რომ ისინი ბოლომდე დაიხარჯებიან ევროპის ლიგაზე მოსახვედრად, თუ ჩემპიონთა ლიგის შანსები ბოლომდე ამოიწურება.
"რათქმაუნდა ჩვენ ჩემპიონთა ლიგაში გვინდოდა თამაში, მაგრამ შემდეგ სეზონში ლიგაზე მოხვედრის შანსი ალბათ უკვე ხელიდან გავუშვით. თუმცა, ევროპის ლიგაც არ არის ცუდი ჩემპიონატი და ყველაფრის დატოვება მოგვიწევს სტადიონზე, რათა გავიდეთ ამ ჩემპიონატზე. ნებისმიერი ევროპული ჩემპიონატი რთულია, რადგან ყოველთვის არსებობენ გუნდები, რომელბსაც ბევრი პრობლემის შექმნა შეუძლია შენთვის და თუ ჩვენ იქ მოვხვდებით, მისი მოგების დიდი სურვილი გვექნება,"–დაასრულა ჯონსმა.