თბილისი:
მანჩესტერი:
19-04-2014, 20:25
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 1220,
კომენტარები: 2
სმოლინგის ინტერვიუ
კრის სმოლინგი ოფიციალურ საიტს ინტერვიუს აძლევს.
სმოლინგის ინტერვიუ
"მანჩესტერ იუნაიტედის" ინგლისელმა მცველმა, კრის სმოლინგმა კლუბის ოფიციალურ ვებ-გვერდს ინტერვიუ მისცა.

მიუხედავად იმისა, რომ კლუბისთვის სეზონი იმედგაცრუებებითაა სავსე, შეიძლება თუ არა ვთქვათ, რომ ამ სეზონში დიდ პროგრესს მიაღწიეთ პირადად თქვენ?

დიახ. მე ყოველ შეხვედრაში ვსწავლობ. პროგრესირებას ვცდილობ. მინდა რაც შეიძლება მეტი რაოდენობის მატჩი ჩავატარო.


რომელი მატჩებით ხართ წელს განსაკუთრებით კმაყოფილი?

"არსენალთან" ჩატარებული ორივე შეხვედრა გამოსარჩევია. იმ შეხვედრებში 4-ის ნაცვლად 6 ქულა უნდა აგვეღო. დაცვაში კარგად გამოვიყურებით, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ჩემთვის, მე ხომ შეხვედრა ცენტრალური მცველის პოზიციაზე დავიწყე. მე უშეცდომოდ ვითამაშე, რაც ყველა მცველისთვის მნიშვნელოვანია.

დევიდ მოიესმა ცოტა ხნის წინ განაცხადა, რომ თქვენ და ფილი კლუბის ძირითად მცველებად მიაჩნიხართ. მზად ხართ ამისთვის?

ეს ჩემი მთავარი მიზანია, მას შემდეგ რაც "მანჩესტერ იუნაიტედში გადმოვედი". დრო და დრო დაცვის ფლანგზე ვჩნდებოდი, მაგრამ ცენტრი - აი ჩემთვის საუკეთესო პოზიცია. ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ტრავმები მიმატოვებენ და ბოსს დავუმტკიცებ, რომ კლუბის ცხოვრებაში დიდი როლის შეტანა შემიძლია.

უჭერთ თუ არა მხარს თანაგუნდელებს, რომლებიც სეზონის მაღალ ნოტაზე დასრულებას აპირებენ?

დიახ. რა თქმა უნდა. ჩვენ ერთი მთელი ორგანიზმივით უნდა ვიმუშაოთ და სეზონი რაც შეიძლება წარმატებით დავასრულოთ. ეს საშუალებას მოგვცემს კარგი განწყობით შევხვდეთ წინასასეზონო მომზადებას და ძლიერად დავიწყოთ ახალი სეზონი.

redevils.ru
სიახლეები, ინტერვიუები
2 კომენტარი
№1
ავტორი: lefty
19 აპრილი 2014 21:27
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 512
ამდენი სმით ზაპოის აიკიდებ შენ
0
№2
ავტორი: GeorgeBest
19 აპრილი 2014 21:46
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
არსენალთან პირველი მატცი მააგრი იყო, მაგრად გაგვახარეს

როგორც ზამენა მშვენიეირ ვარიანტია, ოღონდ მარჯვნივ არასდროს აღრ დააყენოს. იმედია მოიყვანენ მანგალას ან ვინმეს და ნორმალურ დაცვის ხაზს შევქმნით
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top