მოიესმა 11 წელი გაატარა "ევერტონში" სანამ "მანჩესტერ იუანიტედს" შეუერთდებოდა გასულ ზაფხულს. სწორედ ამიტომაც, გასაკვირი არ არის, რომ მისმა დაბრუნებამ ლივერპულში დიდი ინტერესი გამოიწვია. მაგრამ მოიესი აცხადებს, რომ მისი ამჟამინდელი ერთადერთი მიზანი ამ მატჩიდან "წითლებისთვის" სამი ქულის მოტანაა და მეტი არაფერი.
"უპირველეს ყოვლისა, თამაში ჩემს შესახებ არ არის, ეს "ევერტონისა" და "მანჩესტერ იუნაიტედის" შესახებაა. მე იქ მივდივარ ისე, როგორ "მანჩესტერ იუნაიტედის" მენეჯერი და ამ პოსტის ფლობით მე უბედნიერესი ვარ. მე "ევერტონის" მენეჯერობაც სიამაყეს მგვირდა იმ დროს, მაგრამ ახლა ჩემი სამუშაო ეს არის და ერთადერთი რაც მინდა, ეს არის "იუნაიტედისთვის" შედეგის მოტანა ამ მატჩიდან,"-აცხადებს მოიესი.
""ევერტონის" ფანები ყოველთვის საოცარნი იყვნენ ჩემი იქ ყოფნის დროს-ძალაინ მხარდამჭერები და ყოველთვის გუნდის გვერდში მდგომნი. ჩვენ კარგი შედეგი გვაქვს გასვლით მატჩებზე და ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ეს შედეგი შევინარჩუნოთ."
"მე ვიცნობ "ევერტონის" ფეხბურთელებს. აქ არის დიდებული ბიჭები არიან და შესანიშნავი პროფესიონალები, რომლებიც შესანიშნავად ართმევენ საკუთარ სამუშაოს თავს და არიან მოტივირებულნი. წლების მანძილზე ჩვენ კარგი ფეხბურთელები შევიძინეთ და ახლა შესანიშნავი გუნდი შეიკრა ახალგაზრდებით. უფროსებიც ასევე შესანიშნავნი და საჭირონი არიან."
"რობერტო მარტინეზმა ბრწყინაველდ გაართვა საქმეს თავი წელს. ბიჭები კარგად ათამაშა და "პრემიერ ლიგაშიც" შესანიშნავი პოზიცია უჭირავთ,"-აგრძელებს მოიესი.
"ევერტონს" მართლაც სახარბიელო პოზიცია უჭირავს. ისინი ახლა მეხუთე ადგილზე იმყოფებიან და მეშვიდე ადგილზე მყოფ "იუნაიტედს" ცხრა ქულით უსწრებენ. "წითლებს" მოგება ნამდვილად სჭირდებათ. ამ მატჩში გამარჯვება არის ის, რაც ნამდვილად გაუჩენს მოიესს ოთხეულში მოხვედრის იმედებს.
"ჩვენ ვთქვით, რომ ჩვენ არასდროს დავნებდებით და მანამდე ვიბრძოლებთ, სანამ ჩვენს მიზანს არ მივაღწევთ და არ შევალთ ოთხეულში. მათემატიკურად ეს ალბათ შეუძლებელია, მაგრამ ჩვენ მაინც ვცდილობთ და ვიყენებთ ბოლო ძალებს, თუ შევძლებთ ამას."
"რთული მატჩი გველის ლივერპულში და ეს თავიდანვე ვიცოდი. მაგრამ კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ კარგი საგარეო მატჩების მაჩვენებელი გვაქვს და ვეცდებით, რომ ეს კიდევ გავიმეოროთ. ჩვენ დიდი გამოცდა გველის ძალიან კარგ ფორმაში მყოფ გუნდთან და ჩვენ ძალიან კარგად თამაში მოგვიწევს,"-დაასრულა "იუნაიტედის" თავკაცმა.