თბილისი:
მანჩესტერი:
18-04-2014, 18:55
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 1952,
კომენტარები: 5
რიო სქოულზზე და რონალდუზე საუბრობს
რიო ფერდინანდი "იუნაიტედის" ერთ-ერთ საუკეთესო ფეხბურთელებზე საუბრობს.
რიო სქოულზზე და რონალდუზე საუბრობს
რიო ფერდინანდის თქმით, მას ძალიან გაუმართლა, რომ კრიშტიანუ რონალდუსა და პოლ სქოულზთან მუშაობის საშუალება მიეცა.

"საუკეთესო მოთამაშე, რომელთან თამაშის საშუალებაც მქონია? პოლ სქოულზი, ის ნამდვილი გენიოსია. ასევე კრიშტიანუ რონალდუსაც დავასახელებდი"

"პოლის საყვარელი გასართობი იყო იმ ფეხბურთელებზე თვალის დევნება, რომლებმაც ვარჯიშის დროს ბუჩქებში გასვლა გადაწყვიტეს და მათთვის 20-30 მეტრიდან ბურთის დარტყმა სნაიპერის სიზუსტით. 10-დან 9-ს ამიზანში ახვედრებდა. ეს დაუჯერებლად სასაცილო იყო. იცით, ისეთ ბიჭს მახსენებდა, რომელიც სულ ცდილობდა წათამაშებას. მაგრამ საფეხბურთო ხედვით ის ნამდვილი გენიოსი იყო."

"პოლი სრულყფილი ფეხბურთელი იყო. ვტკბებოდი მასთან ერთად მუშაობით. შეგეძლოთ უბრალოდ მიგეცათ მისთვის ბურთი და დალოდებოდით, თუ რას მოიგონებდა."

"კრიშტიანუ ყველა ფეხბურთელისთვის სამაგალითოდ მიმაჩნია ფიზიკური ფორმის კუთხით. სწრაფი, ძლიერი, რომელიც შრომის გასაოცარ ეთიკას ფლობს. ბევრს მიაჩნდა, რომ ეს ყველაფერი რონალდუს ბუნებისგან ერგო. იმისათვის, რომ მსოფლიოში საუკეთესო გამხდარიყო, მას ბევრი მუშაობა დასჭირდა."

"ახალგაზრდობაში ცოტათი რცხვენოდა იმისა, რომ ვარჯიშების შემდეგ რჩებოდა. რამდენიმე წელიწადში კი ამას თავისი შედეგები მოჰყვა. ერთნაირად კარგად ფლობდა ორივე ფეხს, საჯარიმო დარტყმები კი უკეთესი გახდა. სწორედ ასე გახდა მსოფლიოს უდიდესი მოთამაშე"


redevils.ru
სიახლეები, ინტერვიუები
5 კომენტარი
№1
ავტორი: RojoDiablo
18 აპრილი 2014 19:00
  • სიახლეები: 7065
  • კომენტარები: 8687
რონალდუც რო მივიდა გუნდში სკოულზი აკვირდებოდა და გაოცებას ვერ მალავდა მის ფინტებზე. ერთხელაც ჰკითხა პოლმა კრიშტიანუს
- იქით ხეს თუ ხედავ?
და 40-50 მეტრის იქით ხე აჩვენა.
რონალდუმ დაინახა პოლმა უთხრა ბურთი გაარტყიო. მაშინ რონალდუმ დაარტყა და ააცდინა. მერე პოლმაც დაარტყა და პირველივე ცდაზე მოარტყა. რონალდუ კი ბევრჯერ ეცადა იმის შემდეგ ხისთვის ბურთის მორტყმას, მაგრამ დიდხანს უშედეგოდ წვალობდა. მაშინ პოლს გაეცინა და რონალდუ მარტო დატოვა.
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
If You Can't Support Us When We Lose, Don't Support Us When We Win
№2
ავტორი: Best 7
18 აპრილი 2014 19:00
  • სიახლეები: 154
  • კომენტარები: 2717
ეჰჰ რონალდუ რო ყოფილიყო ახლა მესამეზე მაინც ვიქნებოდიტ
0
№3
ავტორი: red devil
18 აპრილი 2014 19:12
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4680
პოლი რიჟა გენიოსი
0
№4
ავტორი: Manchester_M
18 აპრილი 2014 20:15
  • სიახლეები: 8
  • კომენტარები: 4027
lukadzandzava,
რონი რომ აქ ყოფილიყო 3 ზე კი არა ახლა ჩემპიონთა ლიგაზეც ვინქებოდით და ბევრად უკეთეს პონტში ვიქნებოდით ვიდრე ეხლა ვართ

პოლი კი სნაიპერი იყო რათ უნდა მაგას ბაზარი წელს ყოფილიყო ჩვენთან ერთად კაი იქნებოდა :X
0
№5
ავტორი: chudikone
19 აპრილი 2014 10:38
  • სიახლეები: 385
  • კომენტარები: 3206
იუდააა
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
I saw my mate The other day, He said to me I’ve seen the white Pele
So I asked who is he, He goes by the name of Wayne Rooney.
Wayne Rooney
Wayne Rooney
He goes by the name of
Wayne Rooney!
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top