თბილისი:
მანჩესტერი:
18-04-2014, 10:14
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 1860,
კომენტარები: 7
მატა დარწმუნებულია
ხუან მატას მომავლის სჯერა.
მატა დარწმუნებულია
"მანჩესტერ იუნაიტედის" ესპანელი ნახევარმცველი, ხუან მატა დარწმუნებულია, რომ მისი კლუბის მომავალი ნათელი იქნება.

მიმდიანრე სეზონი ძალიან წარუმატებელია "წითელი ეშმაკებისთვის", რისი საზღაურიც მომდევნო სეზონში ჩემპიონთა ლიგაზე არ ყოფნა იქნება. თუმცა 25 წლის ესპანელი დარწმუნებულია, რომ ყველაფერი მალევე გამოსწორდება.

"ვიცოდი, რომ ეს რთული 6 თვე იქნებოდა. ჩემს გადმოსვლამდეც ცუდი მდგომარეობა იყო, ამიტომაც მესმოდა, რომ არ მივდიოდი კლუბში, რომელიც სულ იმარჯვებს, იმარჯვებს და იმარჯვებს. მაგრამ ასევე მესმოდა, რომ ეს კლუბი აღდგება და მისი მომავალი ნათელია."

"როცა "ჩელსიში" ჩემს მდგომარეობას მივაღწიე და აღარ ვთამაშობდი, ყველა, ვისაც კი ვეკითხებოდი მპასუხობდა:"დიახ, შესაძლოა "იუნაიტედი" არ ატარებს კარგ სეზონს, მაგრამ ის ჯერ კიდევ "მანჩესტერ იუნაიტედია".

"ეს არაა ის კლუბი, რომელიც ერთხელ ჩნდება ჩემპიონთა ლიგაზე, ეს არაა ის კლუბი რომელსაც ტოპ-კლუბს ვერ უწოდებ. "იუნაიტედი" ყოველთვის დარჩება მაღალი დონის კლუბად, ერთ-ერთ საუკეთესოდ მსოფლიოში."

"ამიტომაც თუ ბედმა ერთი წლით ჩემპიონთა ლიგის გამოტოვება გარგუნა, შეგიძლია დარწმუნებული იყო, რომ მომდევნო სეზონში ითამაშებ. ჩემპიონთა ლიგის გარეშეც მოიგებ თასებს, რადგან ასეთია ამ კლუბის ხვედრი."

"ეჭვიც კი არ მეპარება ამის თაობაზე. როცა ხელმღძვანელებს და მწვრთნელს ველაპარაკებოდი მომდევნო სეზონზე, დარწმუნებული ვიყავი, რომ ისინი საჭირო ფეხბურთელებს მოიყვანდნენ."

"მათ იციან და მეც ვიცი, რომ ეს გარდამავალი პერიოდია და ვიცი, რომ ზაფხულში აქ ტოპ-კლასის მოთამაშე მოვა."

"დარწმუნებული ვარ, რომ "იუნაიტედი" აღდგება და ყველა ტიტულისთვის იბრძოლებს. როცა ბავშვი ვიყავი, მაშინაც "იუნაიტედი" ყველა ფრონტზე იბრძოდა და მჯერა ასეთი პერიოდი დაბრუნდება."
- ციტირებს მატას სიტყვებს Daily Mirror.

fapl.ru
სიახლეები, ინტერვიუები
7 კომენტარი
№1
ავტორი: RojoDiablo
18 აპრილი 2014 10:15
  • სიახლეები: 7065
  • კომენტარები: 8687
აი რა კარგად ისაუბრა...მატა, ასეთი რწმენა სხვა ფეხბურთელებსაც რომ ჰქონდეთ უეჭველად გადმოვლენ ჩვენთან...იმედი მაქვს შენი სიტყვები მათ ყურამდეც მიაღწევს და ისინი მომავლის პერსპექტივას უფრო მიაქცევენ ყურადრებას, ვიდრე მხოლოდ მომდევნო სეზონს
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
If You Can't Support Us When We Lose, Don't Support Us When We Win
№2
ავტორი: barcaman
18 აპრილი 2014 10:42
  • სიახლეები: 21
  • კომენტარები: 33
administratori vin aris am saitze?
0
№3
ავტორი: GeorgeBest
18 აპრილი 2014 10:51
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
არ ვიცი მოიესის ხელში თუ ყველაფერი კარგად იქნება. არ მჯერა რომ რამის შეცვლას შეზლებს და ვერ ვუყურებ როგორ აშენებს ახალ ევერტონს

ჯერ ერთი ტრანსფერები ძალიან გაჭირდება, მერე მეორე მარტო ტრანსფერები ვერ გვიშველის. 1 წელი საკმარისი დრო იყო რამე ეჩვენებინა.

მეც ვიცი ტოპ კლუბი რომაა და მუდამ ასე იქნება. ლიგაზეც ისევ დავბრუნდებით და იმედი მაქვს მომავალ წელს ტიტულისთვის ისევ ვბრზოლებთ, არ გვეკადრება ოთხეულისთვის მებრძოლი გუნდის სახელ
0
№4
ავტორი: Manchester_M
18 აპრილი 2014 11:20
  • სიახლეები: 8
  • კომენტარები: 4027
თავიდანვე ვიძახოდი რომ ცოდვა იქნებოდა ეს მოიესის ხელში :X იმედია შეცვლიან მოიესს კლოპით :)
0
№5
ავტორი: love united
18 აპრილი 2014 12:08
  • სიახლეები: 304
  • კომენტარები: 5069
ეს რა მაგარი ვიღაცა ვიყიდეთ. ძაან პოზიტიური როჟაა.
0
№6
ავტორი: gilmour
18 აპრილი 2014 13:35
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 2108
ყველა ამისნაირად მონდომებული რო იყოს მეშვიდეზე კი აღარ ვიქნებოდით.
0
№7
ავტორი: red devil
18 აპრილი 2014 19:07
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4680
მეც მჯერა მაგის ხუანიტო <3 როისი კროოსი მანგალა და კოენტრაო ესენი უნდა დავითრიოთ
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top