თბილისი:
მანჩესტერი:
17-04-2014, 14:40
ავტორი: RedGirl,
ნანახია: 2327,
კომენტარები: 16
მოიესის მოსვლიდან ოთხი წლის შემდეგ.
რა მოხდება "იუნაიტედში" ოთხი წლის შემდეგ, თუ მოიესი არ დაგვტოვებს.
მოიესის მოსვლიდან ოთხი წლის შემდეგ.
ეს სტატია, ერთ–ერთი ინგლისური ბლოგიდანაა. ავტორი ძალიან განიცდის შემქნილ ვითარებას "იუნაიტედში" და სტატიაში აღწერა ის, თუ რა მოხდება ოთხი წლის შემდეგ "ოლდ ტრაფორდზე" თუ მოიესი არ დაგვტოვებს.

"იყო დრო, როცა ჩვენი "ოცნების თეატრი" მხიარულებითა და ოპტიმიზმით იყო სავსე. ახლა კი წყვდიადის, განწირული და მოწყენილი სახეების მეტს ვერაფერს ნახავთ. სულ რაღაც ოთხი წლის წინ დიდებულების სტადიონი ახლა უდაბურ ადგილად იქცა. "მანჩესტერი" ნელ-ნელა ინგრეოდა. რასაც ერთ დროს "იუნაიტედი" ერქვა ახლა დაგლეჯილი და დაფლეთილია. ის დიდებულება მოიესის მეფობამდე გვქონდა. ახლა "რჩეულის" მოსვლის შემდეგ უკვე ოთხი წელი გავიდა და ის იმედები, მოლოდინი, რომელიც მომავალში იმალებოდა უბრალოდ სადღაც უკვალოდ გაქრა.

თითქოს გუშინ გვითხრა ჩვენმა უდიდესმა ლეგენდამ, ფერგიუსონმა, რომ გვერდში უნდა დავგდომოდით ჩვენს მენეჯერს, თითქოს გუშინ წერდა პრესა, რომ ისინი ერთ ფესვებიდან მოდიოდნენ და ჩვენი იმედები უნდა გაემართლებინა. სისულელეა. თქვენ მისი სტადიონზე შემოსვლის წუთიდანვე უნდა დაგენახათ, რომ მოიესი არ იყო ის, ვინც "იუნაიტედის" მენეჯერობას ღირსეულად იტვირთავდა, მის თვალებში თავიდანვე იგრძნობოდა შიში. მოსვლიდან ორი თვე ჰქონდა ტრანსფერებისთვის, გუნდის დალაგებისთვის, მაგრამ რა გააკეთა? მოიყვანა ფელაინი. საბედნიეროდ, მისი სეირნობა "ოლდ ტრაფორდზე" მხოლოდ ერთი სეზონი გაგრძელდა, "ბაიერნთან" მან "საოცრებები" გააკეთა, რის შემდეგაც მოიესი მიხვდა, რომ ის ძირითადში ყოფნის ღირსი არ იყო. "ბაიერნთან" თამაში... ეს ძალიან მტკივნეული გასახსენებელია ყველა გულშემატკივრისთვის. ეს ბოლო ევროპული წარდგენა იყო ჩვენთვის. რთულია ამ მოგონებების ამოტივტივება, წარსულზე ფიქრი და გახსენება, მაგრამ ეს რეალობაა და მეტი არაფერი. ძალიან კარგად მესმის როგორ გრძნობთ თავს როცა "ჩემპიონთა ლიგას" "მანჩესტერის" გარეშე უყურებთ. ის ტკბილი მუსიკის ხმა ისევ ჩაგესმით, თითქოს "იუნაიტედის" სახელს ისევ ახსენებენ ლიგაზე, თუმცა ეს მხოლოდ თქვენს გონებაში, ეს მხოლოდ ილუზიებია.

მოიესი "ოლდ ტრაფორდზე" ისე იდგა, როგორც თევზი ხმელეთზე წყლის გარეშე. მართალია, ის ყოველთვის ფერგის ჩრდილქვეშ იდგა, მას დიდი წნეხის ქვეშ უწევდა მუშაობა, მაგრამ რაც დღეს ხდება იმას ვერაფერი ამართლებს და ვერც ის, რომ მას ლეგენდარული მწრთველის, სერ ალექს ფერგიუსონის ჩანაცვლება მოუწია. ეს კატასტროფაა... გავიხსენოთ პირველი სეზონი. იქ კიდევ არსებობდა რაღაც იმედები. ასეა თუ ისე მოიესმა შეძლო შეეძინა ხუან მატა, რომელიც დიდ იმედებს ბადებდა გულშემატკივარში. დენი უელბეკიც გამოსწორების გზაზე იდგა, ფანები მოუთმენლად ელოდნენ, რომ ის მსოფლიოს მცველებს ააწიოკებდა და ღამის კოშმარად დარჩებოდა სხვათა მოგონებაში, მაგრამ ყველაფერი ისე არ მოხდა როგორც ველოდით.

ევროპის ჩემპიონატის გარეშე დავრჩით, მოიესს შანსი ეძლეოდა მთელი ყრუადღება გუნდის გაძლიერებაზე გადაეტანა. მთავარმა მწრთვნელმა ყველა შეკრებაზე მიიწვია. მან ფეხბურთელებს რთული წლისთვის ბოდიში მოუხადა და დაიფიცა კიდეც, რომ გამოსწორდებოდა, გუნდს ახალ ძალას შემატებდა, გააძლიერებდა. ზოგი ფეხბურთელი იცინოდა, ზოგი ტიროდა, რამდენიმე კი იმედგაცრუებულები, რწმენის გარეშე გამოდიოდნენ ოთახიდან.

ალბათ საჭირო აღარ არის იმაზე ხაზის გასმა, რომ ზაფხულის ტრანსფერებმა არაფერი მოგვიტანეს არც თავდაჯერებულობა, არც რწმენა და არც სიძლიერე. შედეგად კი მივიღეთ სამარცხვინო მეთორმეტე ადგილი! მართალი ხართ, ეს არ იყო ყველაზე ცუდი სეზონი, რადგან ზუსტად 25 წლის წინ, 1989-1990 წლებში "იუნაიეტდმა" სეზონი მეცამეტე ადგილით დაამთავრა. ამით იიმედებდა ხალხი თავს. მაგრამ რა? მოიესმა ვერც "ინგლისის თასში" გააკეთა რამე. ეს იყო ჩვენი სტაბილურობა? ეს იყო ჩვენი ფილოსოფია? ეს იყო ჩვენი სიძლიერე? ჩვენ მთავარი დაგვაკარგვინა მოიესმა და ეს იყო ჩვენი რწმენა! რწმენა, რომლის მეშვეობითაც წლების მანძილზე შიშის ზარს ვცემდით მსოფლიოს, რწმენა, რომელიც ჩემპიონობის გვირგვინს გვადგამდა, რწმენა, რომელიც საოცარ ქამბექებს ჩუქნიდა გულშემატკივარს.

ალბათ გახსოვთ პირველი სეზონის მიწურულისკენ ოლდ ტრაფორდზე გადაფრენილი ბანერი: "The Wrong One. Moyes Out". მე ისიც კარგად მახსოვს როგორ გავაქილიკეთ ამ იდეის ავტორები, როგორ გვეტკინა გული, რომ "იუნაიტედის" გულშემატკივრებმა ეს გააკეთეს. მაგრამ იმას რაც დღეს მივიღეთ, ალბათ ამგვარი პროტესტები ჯობდა. სამწუხაროა, რომ გულშემატკივარმა ვერაფერი გააწყო და გლაიზერებს თვალი არ აეხილათ, სამწუხაროა, რომ ახლა არავინ იცის რა დაემართა გრანდს, რომელსაც "იუნაიტედი" ერქვა.

ჩვენს შორის გამოჩნდნენ ყველაზე ოპტიმისტებიც და ზოგს კიდევ სჯეროდა, რომ მოიესს უბრალოდ დრო სჭირდებოდა. მივეცით დრო, ფული, მხარდაჭერა, მაგრამ ყველაფერი უარესობისკენ წავიდა. დღეს "იუნაიტედის" აღარავის ეშინია! დიახ, მოიესი ნამდვილად გენიოსია, რადგან მან შეძლო კლუბის ამ დონემდე მიყვანა, აშენებული კლუბის დანგრევა. მას არაფერი არ ჰქონდა იმისთვის, რაც "მანჩესტერის" მწრთვნელს სჭირდება. არ ჰქონდა საკუთარი თავის რწმენა, არ ჰქონდა ამ სამუშაოს შესაბამისი კლასი. ჩვენ უბრალოდ არასწორი იმედები გვქონდა.

აი, ახლა უკვე მეოთხე სეზონია და ნელ-ნელა იცლება "ოლდ ტრაფორდი", იკარგება რწმენა, ქრება "იუნაიტედი". ხელმძღვანელობა ვერაფერს აწყობს, აღარანაირი იმედი არ არსებობს. საშინელებები ხდება. ამას ემატება "სიტისთან" 7-0 მარცხიც, მოიესი აღიარებს, რომ "იუნაიტედი" მეორეა ქალაქში, რომ მანჩესტერი ცისფერია !!! გულშემატკივართა ცრემლები, ტკივილი, იმედგაცრუება...

ფერგიუსონსაც უჭირდა პირველი წლები. მან მხოლოდ რამდენიმე სეზონის შემდეგ შეძლო ტიტულის მოგება. მაგრამ მოიესმა კი მეოთხე სეზონის ბოლოს, ინგლისის მეფეები, "პრემიერ ლიგიდან" "ჩემპიონშიპში" გადაიყვანა. ეს მოხდა სეზონის ბოლო დღეს. ამას ვერავინ დაიჯერებდა. გულშემატკივარი ჯერ კიდევ იქ იდგა, გაოგნებული და გაოცებული, ოღონდ არა სიამოვნებისგან, რაც ერთ დროს ფერგისთან ერთად ხდებოდა. დიდება მოიესს! მანაც შეძლო შეუძლებელი "ოცნების" ახდენა!

ყველაზე ბნელ მხარეშიც შეიძლება ნათელი სხივის პოვნა. ამის იმედით ჯერ კიდევ ფეხზე იდგა გულშემატკივარი, მაგრამ არა, აქ უკვე ყველაფერი დასრულებულია! მოიესმა მართლა ერთი ხელის მოსმით დასცა და გაანადგურა კლუბი. ახლა მაინც გავუშვათ, დროა რომ ისევ აღვდსგეთ! "სასოწარკვეთილების თეატრმა" კიდევ ერთხელ უნდა გაბედოს ოცნება, "იუნაიტედი" ისევ უნდა აღსდგეს, "წითლებმა" უნდა დაიბრუნონ რწმენა და იმედი, უნდა დაბრუნდეს მანჩესტერული სული."
სიახლეები
16 კომენტარი
№1
ავტორი: Lev
17 აპრილი 2014 14:59
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1522
lol ვიღაცამ ზომაზე მეტი გადაკრა და ერთი ადგილის გასაღები დაკარგა და მერე დაიწყო ამ სისულელის წერა
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ Glory Man united!
№2
ავტორი: Count Alucard
17 აპრილი 2014 15:01
  • სიახლეები: 28
  • კომენტარები: 1979
ტიპი ბოლო დონის პესიმისტია lol მოისი დებილია მარა 4 წ3ელწადშI ჩემპიონშიპში ნამდვილად არ გადავალთ და არც მეთორმეტე ადგილზე დავამთავრებთ ჩემპიონატს არასდროს, მომავალ წელს ოთხეული უეჭველი გარანტირებული გვაქ, ჩემპიონები ამის ხელში ვერ გახდებით და თუ ვინმე სხვა მოვა მერე უკვე სერიოზული შანსი გვაქ.
0
№3
ავტორი: lefty
17 აპრილი 2014 15:07
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 512
fuckthatbitch რა გამწარებულია
0
№4
ავტორი: red devil
17 აპრილი 2014 15:08
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4680
ეს ან მაგარი ბუხოი იყო როცა ამას წერდა ან ცხოვრებით დებილია მე უფრო მეორე ვარიანტი მგონია :@
0
№5
ავტორი: Esi
17 აპრილი 2014 15:19
  • სიახლეები: 265
  • კომენტარები: 1115
ეთერ კაკულიამ ჩემი დედაცო lol
0
№6
ავტორი: GeorgeBest
17 აპრილი 2014 15:32
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
ლივერპულის ფანის დაწერილია და გადაკეთებულია მერე რა, რა მოუვიდა ლივერპულს ამ 4–5 წლის მანძილზე. ცოტა შელამაზებულია :დ

ერთ მომენტსი გადაიფიქრა კიდეც მარიმ დადება მაგრამ მაინც დავადებინე, მგონი ცუდი არ არის და მთლად რეალობასაც მოკლებული :დ ძაან პესიმისტია ეს კაცი, მაგრამ დაიღალა ესეც და რა ქნას
0
№7
ავტორი: Lev
17 აპრილი 2014 15:49
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1522
ამ "ვითომ" ფანმა არ იფიქრა იმაზე რომ 4 კი არა 2 წელიც არ დააცდიან წარუმატელობას? ყველაზე მეტი ფანი ჩვენ გვყვავს მსოფლიოში და ეგეთ გუნდს 4 წელი ვერავინ დაატორმუზებს. ერთი სეზონის მერე 70% აღარ უჭერს მხარს და ეგრე თუ გააგრძელა მეორე სეზონს არც კი დაამთავრებინებენ ))) ასე რომ 4 წელი სისულელეა
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ Glory Man united!
№8
ავტორი: RedGirl
17 აპრილი 2014 16:02
  • სიახლეები: 893
  • კომენტარები: 1384
Lev,
არადა ამ გვერდზე მაგარი სტატიები ეძრობა ხოლმე :დ პროსტა გადააჭარბა რა :დ ნუ ჩაქოლავთ :დ პროსტა წარმოიდგინა რა საშინელება შეიძლება მოხდეს და ახლა ამ სიტუაციაში რო ვართ უფრო გაგვიმარტივდება იმ წარმოდგენლითან შედარებით :დ
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
№9
ავტორი: Lev
17 აპრილი 2014 16:28
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1522
მარიამი,
ხოდა აღარ შეხვიდე ხოლმე მაგ გვერდზე ხომ ხედავ ბევრი ვირუსებია მანდ)) კომპიუტერს გაუფრთხილდი)
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ Glory Man united!
№10
ავტორი: gilmour
17 აპრილი 2014 16:35
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 2108
რო ვკითხულობდი იდემზე რო მოდელირებული ქრონიკა გავიდა ის გამახსენდა:(
უბრალოდ გაუშვან მოიესი და დაგვასვენონ თორე ხალხი ისეთ პესიმიზმში გადავარდა რა სისულელეებს წერენ ნახეთ.
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

დამალვა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top