თბილისი:
მანჩესტერი:
16-04-2014, 16:02
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 3283,
კომენტარები: 18
დამნაშავე
დევიდ მოიესის დანაშაულთა სია.
დამნაშავე
დამნაშავე იმაში, რომ სკაუზერებს მისცა ჩემპიონთა ლიგის საგზური (შესაძლოა ჩემპიონობაც) დათმო რა უბრძოლველად ექვსი ქულა.

დამნაშავე იმაში, რომ საფრთხის წინაშე დააყენა კლუბის რეპუტაცია, არამარტო იმიტომ, რომ უბრძოლველად დათმო 6 ქულა მანჩესტერულ დერბიში, არამედ იმიტომაც, რომ მან ღიად განაცხადა, მისი კლუბი მეორეა ქალაქ მანჩესტერში.

დამნაშავე იმაში, რომ გააღვიძა მანამდე უნახავი გრძნობა, რომელიც გარდაუვალ მარცხს გულისხმობს, განსაკუთრებით ძლიერი მოწინააღმდეგეებისგან.

დამნაშავე იმაში, რომ ჩვენი აღარ ეშინიათ, სტადიონი კი ცირკს ჰგავს.

დამნაშავე იმაში, რომ "მშიშარა თამაში" გახადა სინონიმი სიტყვისა "იუნაიტედის" ფეხბურთი".

დამანშავე იმაში, რომ კლუბს ურიცხვი სამარცხვინო მარცხი და ანტირეკორდი აქვს.

დამნაშავე იმაში, რომ კლუბი მთელი სეზონის განმავლობასი, გარდა იშვიათი გამონაკლისისა უნიათო თამაშს აჩვენებს.

დამნაშავე იმაში, რომ გულშემატკივრები იდიოტად მიაჩნია, თითქოს მათ ფეხბურთის არაფერი გაეგებოდეთ:"ჩვენ კარგად ვთამაშობდით, მაგრამ ცოტა არ გაგვიმართლა."

დამნაშავე იმაში, რომ კლუბს არ აქვს სატამასო ტაქტიკა, ან აქვს, მაგრამ საშინელი.

დამნაშავე იმაში, რომ კლუბში ჯერ დაშალა, შემდეგ კი გამოუცდელთა ბუდედ აქცია სამწვრთნელო შტაბი, რომელთაგანაც ვერაფერს სწავლობს. სწავლა კი აუცილებლად სჭირდება.

დამნაშავე იმაში, რომ მოთამაშეებს თითქმის გაუუარესდათ მონაცემები. ნიჭიერები დაჩლუნგდნენ, ჩლუნგობამ კი უნაყოფობამდე მიგვიყვანა.

დამნაშავე იმაში, რომ წარმოდგენა არ აქვს პრესასთან საუბრის. დიდ ტალანტს უნდა ფლობდე, რომ ასეთი სისულელეები თქვა პირდაპირ ეთერში.

დამნაშავე იმაში, რომ წარმოდგენა არ აქვს რა აკეთოს დღეს და როგორ იყოს ხვალ. მთელი სეზონის განმავლობაში არც-ერთხელ არ გმაოუყვანია მოედანზე ერთი და იგივე შემადგენლობა.

დამნაშავე იმაში, რომ ფეხბურთელებმა აიშვეს. სალამი ქლევერლის, ველბეკს, იანგს და სმოლინგს.

დამნაშავე იმაში, რომ ფელაინი მოიწვია. რამდენი ასეთი "ნიჭიერი" გამოგვიჩნდება ზაფხულში მხოლოდ ვარაუდი შეიძლება.

დამნაშავე იმაში, რომ ახალი კონტრაქტი შესთავაზა ნანის.

დამნაშავე იმაში, რომ თავად არ მიდის და ვალდებული ვარ იგი რამდენიმე ხანს ავიტანო.

დამნაშავე იმაში, რომ "იუნაიტედი" ჩაიბარა.

დამნაშავე იმაში, რომ ფერგიუსონი დააღალატა.

დამნაშავე იმაში, რომ თანახმაა მისი პორტრეტის "სტერტფორდ ენდზე" დაკიდვაში.

დამნაშავე იმაში, რომ გული გამიტეხა და უაზროდ შევყურებ.

დამნაშავე იმაში, რომ ამდენი საფეხბურთო ცოდვა ადევს.

Moyes OUT!!!
სიახლეები, სტატიები
18 კომენტარი
№1
ავტორი: RojoDiablo
16 აპრილი 2014 16:02
  • სიახლეები: 7071
  • კომენტარები: 8687
მაინც არ მინდა ამ კაცის გაშვება. მე მჯერა და რა ვქნა.
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
If You Can't Support Us When We Lose, Don't Support Us When We Win
№2
ავტორი: Red Hooligan
16 აპრილი 2014 16:09
  • სიახლეები: 268
  • კომენტარები: 1754
ეს სტატია ვინ დაწერა ? ინგლისელი რომ არ დაწერდა ფაქტია და სომხური საიტებიდან ნუ გადმოგაქვთ ინფორმაცია.
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ The Forgotten Winger.

SAF
№3
ავტორი: Manchester_M
16 აპრილი 2014 16:34
  • სიახლეები: 8
  • კომენტარები: 4027
სტატია მთლად მხეცი არაა მაგრამ ვეთანხმები იმას რომ მოიესსმა უნდა გააჯვას და კლოპი უნდა მოვიდეს ამ კაცის ყურება აღარ მინდა :X
0
№4
ავტორი: red devil
16 აპრილი 2014 17:07
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4680
მე მჯერა მოიესის
0
№5
ავტორი: bugsy
16 აპრილი 2014 17:22
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 5
tavidan ramdeni dziritadis fexburteli gvaklda ar gaxsovt to mteli weli persies gareshe vtamashobt titqmis da citystan fergimac waago tan 6-1 da egre iko zsutad liverpoolis rodjersic liverpoolshi ro movida tavidan kvela akritikebda da dges chempioni xdeba amitom araa es kaci gasashvebi arsad
0
№6
ავტორი: Juan Mata
16 აპრილი 2014 17:45
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 153
რას ელოდით აბა? :)) ვერ ხვდებით გუნდს ვინ დააკლდა? სერ ალექს ფერგიუსონი ხალხო. ადამიანი , რომელიც გუნდს 26 წელი სათავეში ედგა და თავისი ერა შექმნა. ნუთუ უკეთესს მოელოდით მოიესისგან ერთ წელში? მაგრად აზროვნებთ :)) 1 წელში გინდოდათ ფერგი ღირსეულად შეეცვალა. გაიხსენეთ ფერგიუსონის სიტყვები. მისი მოვალეობა ჯერ მხოლოდ ისაა , რომ იყოს უბრალოდ ახალი მწვრთნელი. მოიესი ფერგიუსონის რჩეულია. მოითმინეთ რა. გუნდს ეხლა უნდა ამოუდგეთ ყველაზე მეტად მხარში. გასაგებია , რომ მოგებას ხართ დაჩვეული და არ არის სასიამოვნო , რომ ვაგებთ მაგრამ დრო სჭირდება მოიესს. ეხლა ვიღაც გამოხტება და დაწერს დიდი დრო ჰქონდაო. მწვრთნელს 1 წელი მაინც სჭირდება გუნდი , რომ დაალაგოს. თან თუ უყურებთ გუნდის ბოლო თამაშებს ცვლილება უკვე იგრძნობა საკმაოდ. შემდეგ წელს მით უმეტეს 200 მილიონი გამოუყვეს მოიესს და იმედი მაქვს ბევრ კარგ ფეხბურთელს ვიყიდით. გუნდს გაძლიერება სჭირდება. ასეთი გუნდით მხოლოდ ფერგი თუ იზავდა რამეს. მაგრამ კარგად ვიცით , რომ ფერგიუსონის ნაირი არავინ არ არის. მე ბოლომდე მჯერა მოიესის და ზუსტად ვიცი , რომ შემდეგ წელს უკვე ძალიან დიდი წინსვლა გვექნება. უბრალოდ ჩვენ მოთმენა გვმართებს. მხარში უნდა ამოვუდგეთ ყველა მოიესს.
0
№7
ავტორი: Aon1
16 აპრილი 2014 18:05
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 24
getanxmebi juan mata :)
0
№8
ავტორი: love united
16 აპრილი 2014 19:29
  • სიახლეები: 304
  • კომენტარები: 5069
კაროჩე მაგარ შარში ვართ :დ ეს თუ გამოსწორდა რაღაც საოცრება იქნება.თან ისიც არ მინდა ყოველ წელს მწრვთნელები ვიცვალოთ...
0
№9
ავტორი: deqstera
16 აპრილი 2014 21:17
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 418
კომენტარები არწამიკითხია, დამნაშავე რაშიცაა იმსაც ლაითად გადავავლე მაგრამ ნანის კონტრაქტი რო გაუფორმეს თუ მაგაში მოიესი დამნაშავეა მაშინ მე კმაყოფილი ვარ მისი მოსვლით!!
ნანის დონის გარემარბი რონალდუს მერე არგვყოლია და არდაიწყოთ ეხლ ვალენსიაო და იანგზე ხო აღარმაქსვს ლაპარაკი!! რუნი-პერსისთან ერთად საუკეთესო იყო უბრალოდ ტრავმამ არმიცა წელს საკუთარი შესაძლებლობების გამოვლენის საშუალება, ანალოგიურის თქმა შეიძლება ფელაინზეც შეკრება არგაუვლია გუნდთან და გადმოსვლიდან მალევე ტრავმა მიიღო, არეულ გუნდში კი თავის წარმოჩენა ადვილი არაა!!
0
№10
ავტორი: GeorgeBest
16 აპრილი 2014 21:27
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
ნანის ახალი კონტრაქტი ვაბშე რატო გაუფორმა სკამზე დალპობას თუ აპირებდა? ეს ყველაზე მაგარია wink ვაბშე სომხური საიტიდანაა თუ აზერბაიჯანულიდან 100% ვეთანხმები ყველაფერს რაც აქ წერია. შეიძლება ზოგიერთ რამეში გამართლება ჰქოდნეს, იმ პონტში რო ყველამ ვიცოდით კრიზისი გველოდა და მაგრად გაუჭირდებოდა. ის რა შედეგებიც დაიდო უბრალოდ სირცხვილია რა

მოიესი უნდა წავიდეს
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

დამალვა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top