თბილისი:
მანჩესტერი:
16-04-2014, 13:41
ავტორი: chudikone,
ნანახია: 1903,
კომენტარები: 10
"იუნაიტედი ევროპის ლიგაზე უნდა გავიდეს"
დე ხეასთვის სეზონი ჯერ არ დამთავრებულა...
"მანჩესტერ იუნაიტედის" პირველ ნომერს იმედი აქვს, რომ ჩავარდნილი სეზონის მიუხედავად, მის გუნდს კვლავ აქვს შანსი მოხვდეს ევროტურნირზე. თუმცა მათთვის ჩემპიონთა ლიგის საგზურისთვის ბრძოლა უკვე დამთავრებულია, რადგან ისინი 9 ქულით ჩამორჩებიან მეოთხე ადგილზე მყოფ "ევერტონს".

იქიდან გამომდინარე, რომ "იუნაიტედის" ხმაურიანმა მეზობლებმა ოთხეულში ადგილი გაინაღდეს, ავტომატურად გაანთავისუფლეს ევროპის ლიგაზე გასვლის ადგილი, რომელიც მათ Capital One Cup-ის მოგებით მოიპოვეს. ასე რომ "წითელ ეშმაკებს" მხოლოდ 6 ქულა სჭირდებათ, რათა უპრობლემოდ გავიდნენ ევროპის რიგით მეორე დონის ჩემპიონატზე.

დევიდ მოესის ბიჭები ერთი პოზიციით და სამი ქულით ჩამორჩებიან მეექვსე ადგილზე მყოფ "დეზებს", რომლებსაც ერთით მეტი მატჩი აქვთ გამართული და საოცრად ცუდი შედეგი აქვთ ბურთების შეფარდების კატეგორიაში.

დე ხეა აცხადებს, რომ მათ ყველა დარჩენილი შეხვედრა უნდა მოიგონ, რათა ევროტურნირზე ასპარეზის უფლება მოიპოვონ. ესპანელი მეკარე მიიჩნევს, რომ "იუნაიტედისთვის" მნიშვნელოვანია პრემიერ ლიგის ცხრილში რაც შეიძლება მაღლა დაიკავონ ადგილი და ამით მოახერხონ "ჩემპიონთა ლიგის ტრვმის გადალახვა".

"ჯერ კიდევ არის რამდენიმე მნიშვნელოვანი მატჩი დარჩენილი." აცხადებს დე ხეა. "ჩვენ "მანჩესტერ იუნატედი" ვართ და ჩვენი ვალია ყოველ მატჩში გამარჯვება მოვიპოვოთ, სადაც კი ვიასპარეზებთ."

"ეს სწორედ ისაა, რის გაკეთებასაც ჩვენ შევეცდებით, რადგან გვსურს რაც შეიძლება მაღლა დავიკავოთ ადგილი პრემიერ ლიგის ცხრილში, რათა მომავალში ვაჩვენოთ, რომ ჩვენი ჩამოწერა არასოდესაა გამართლებული."

ესპანელი კიპერი ასევე აცხადებს, რომ მისმა თანაგუნდელებმა არ უნდა იფიქრონ "ბაიერნთან" მარცხზე და მოახდინონ ფოკუსირება მომავალ დაპირისპირებაზე, სადაც ე.წ 6 ქულიანი მატჩი ელით "ტკბილეულების" წინააღმდეგ.

"რა თქმა უნდა, "ბაიერნთან" მარცხი რთული გადასატანი იყო." აგრძელებს დე ხეა. "ჩვენ ორი კარგი მატჩი ჩავატარეთ, და ცოტაოდენი იღბალის არსებობის შემთხვევაში, მოვახერხებდით მათი ბარიერის გადალახვას. მაგრამ ყოველთვის რთულია "ბაიერნთან" მატჩი, ჩვენ ახლა მხოლოდ წინსვლა გვმართებს."

დე ხეა დასახელებულ იქნა მარტის თვის საუკეთესო მოთამაშედ და აცხადებს, რომ ცუდის სეზონის მიუხედავად, მისი პირადი პროგრესი მაინც თვალსაჩინოა.

"ჩემთვის ეს წელი კარგად წარიმართა და დავამტკიცე, რომ ყოველ მატჩში თუ ვარჯიშზე ახალ გამოცდილებას ვიღებ. მე აგრეთვე სტაბილურად ვხვდებოდი ძირითად შემადგენლობაში, რამაც საბოლოოდ ხელი შემიწყო განვითარებაში. ვიმედოვნებ რომ მომდევნო სეზონი გაცილებით კარგი იქნება, ვიდრე მიმდინარე." დაასრულა დე ხეამ.

წყარო: Mirror
ახალი ამბები
10 კომენტარი
№1
ავტორი: EMANUEL
16 აპრილი 2014 14:04
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 6
გავალთ აბა რა!
0
№2
ავტორი: Malboro463
16 აპრილი 2014 14:10
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 5854
ევერტონმა 3 ტამაში უნდა წაგოს მანჩესტერმა კიდე ყველა მოიგოს 4 ტური დარჩა
20 ში ევერტონს თუ ვერ მოუგეს მოესს უნდა გაჯმ////ნ
0
№3
ავტორი: red devil
16 აპრილი 2014 14:36
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4680
ყველა თამაში უნდა მოვიგოთ და მეხუთე ადგილი უნდა დავიკაოთ.
0
№4
ავტორი: RedGirl
16 აპრილი 2014 15:40
  • სიახლეები: 893
  • კომენტარები: 1384
მიდით ბიჭებო და გელით მერე თბილისში :დ <3
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
№5
ავტორი: Best 7
16 აპრილი 2014 15:41
  • სიახლეები: 154
  • კომენტარები: 2717
შანსი მინიმალური გვაქ
0
№6
ავტორი: Manchester_M
16 აპრილი 2014 16:35
  • სიახლეები: 8
  • კომენტარები: 4027
როცა რამის შანსი იყო მააშინ ვერ გამოიყენეთ და ახლა მთლად უშანსოებს რა ევროპა ლიგა გინდათ :X
0
№7
ავტორი: GeorgeBest
16 აპრილი 2014 21:31
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
უეფა უნდა მოვიგოთ და მერე თბილისშიც ჩამოვლენ love რაღაც კარგი დაინახეტ biggrin2

გვსურს რაც შეიძლება მაღლა დავიკავოთ ადგილი პრემიერ ლიგის ცხრილში, რათა მომავალში ვაჩვენოთ, რომ ჩვენი ჩამოწერა არასოდესაა გამართლებული


წელს ეს უკვე ყველამ დაივიწყა და ახლო მომავალშიც ასე იქნება. ოლდ ტრაფორდის და იუნაიტედის აღარავის ეშინია
0
№8
ავტორი: ელენე
16 აპრილი 2014 23:51
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 279
2015 წელს ჩემპიონთა ლიგის მოგებას ვგეგმავდი, მაგრამ არაუშავს, იყოს ევროპის ლიგა. გელოდებით თბილისში.
0
№9
ავტორი: edwin
17 აპრილი 2014 18:17
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11
Au chemi europis liga rom manchesters sanatreli gauxdebodaa moyesvrom movutyan dedis mutelii
0
№10
ავტორი: Manchester United 14
27 აპრილი 2014 11:23
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 982
მოიესი აქამდე გაეშვათ და უკვე 4 ზეც ვიქნნებოდით მყარად
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ MU – MUF - MUFC - Ok!
manunited
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top