თბილისი:
მანჩესტერი:
16-04-2014, 09:13
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 2266,
კომენტარები: 11
ყოფილი "მეთოფე" "ეშმაკებს" სურთ
"ბარსელონასთან" მოლაპარაკებები დაიწყო.
ყოფილი
"მანჩესტერ იუნაიტედი" "ბარსელონას" ნახევარმცველის, ალექსანდერ სონგის გადმობირებას ცდილობს.

"ნოუ კამპზე" გატარებული 2 წლის განმავლობაში სონგმა თავის გამოჩენა ვერა და ვერ შეძლო. მიმდინარე სეზონში ჩატარებულ 53 შეხვედრაში, მან მხოლოდ 28-ში ითამაშა.

როგორც Goal - ი იტყობინება, პრემიერ-ლიგის მოქმედი ჩემპიონები უკვე დაუკავშირდნენ "ბარსელონას" და მას შესთავაზეს 12.5 მლნ. ფუნტი, მაგრამ შესაძლოა ეს თანხა არასაკმარისი აღმოჩნდეს.

2012 წლის ზაფხულში თავად "ბარსამ" 15 მლნ. ფუნტი გადაუხადა "არსენალს", ამიტომაც ახლა შეეცდება მთელი თანხა უკან დაიბრუნოს, გარდა ამისა, სონგს კიდევ სამი წელი აკავშირებს "ბარსელონასთან" კონტრაქტის მიხედვით.

"არსენალში" თამაშის დროს სონგი არამარტო კარგად ართმევდა თავს ჩამშლელი ნახევარმცველის მოვალეობას, არამედ ხშირად რობინ ვან პერსის ასისტენტადაც გამოდიოდა, რომელიც სწორედ "იუნაიტედში" თამაშობს ამჟამად.

fapl.ru
სიახლეები, ახალი ამბები
11 კომენტარი
№1
ავტორი: Lev
16 აპრილი 2014 10:24
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1515
ეხლა დაიწყება ტვინის ბურღვა.. ეს გამოდის ის გადმოდის. დაწყებული შანხაის გუნდების მწვრთნელებ ფეხბურთელებიდან დამთავრებული მაგადასკარის კლუბებით. ყველას გადმოიყვანენ ყველას ჩვენს ფორმას ჩააცმევენ ან დაახატავენ. მით უმეტეს როცა არ გვიჭირდა მაშინ იყო ეგრე და ეხლა როცა რამდენიმე ფეხბურთელი უეჭველი გვყვავს საყიდელი იმენნა შე///ემენ ყველას 18 წლის ზესტაფონის მარგვეთიდან დაწყებული კამჩატკათი დამთავრებული
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ Glory Man united!
№2
ავტორი: red devil
16 აპრილი 2014 11:11
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4680
კაროჩე რამდენი წლის არის ეს? არ გვინდა გარჩეს სადაც არის
0
№3
ავტორი: Z A C K™
16 აპრილი 2014 11:35
  • სიახლეები: 46
  • კომენტარები: 896
კაი ჩამშლელია ეპლს მიჩვეული, კაი ვარიანტია
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ I’ll always love you, Sir Alex.
Manager of my favorite club for my entire life.
Chewer of gum and winner of trophies, you’ll always be in our hearts.
№4
ავტორი: Malboro463
16 აპრილი 2014 11:40
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 5855
ბარსელონას ტრანსფერები აუკრძალეს და ამას გაუშვებენ ვითომ?

პასრი არ მოთხოვო და სხვა საქმეს ათიანზე აკეთებს
0
№5
ავტორი: chudikone
16 აპრილი 2014 12:41
  • სიახლეები: 385
  • კომენტარები: 3206
რაღა დროს სონგია, ამას ჯობია ზამენისთვის ჩვენივე რეზერვების რომელიმე ფეხბურთელი დავსვათ
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
I saw my mate The other day, He said to me I’ve seen the white Pele
So I asked who is he, He goes by the name of Wayne Rooney.
Wayne Rooney
Wayne Rooney
He goes by the name of
Wayne Rooney!
№6
ავტორი: GeorgeBest
16 აპრილი 2014 12:58
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
ეხლა კაი დროსია. არადა შეგვეზლო ჩვენ დაგვეთრია როცა მაგრად გვიჭირდა მაგ პოზიციაზე. მაქსიმუმ 20 მილიონი ყოფილიყო ამის ტრანსფერის ფასი, რომელი გვყავდა ამზე უკეთესი? მაგრად მივქარეთ თავის დროზე რო არ დავითრიეტ. ეხლა შეიტენონ უკან
0
№7
ავტორი: Macklemore
16 აპრილი 2014 13:39
  • სიახლეები: 24
  • კომენტარები: 2125
რავი მაგარი დებილი მასტია, მარა საჭიროა ერთი ასეთი გუნდში :D
0
№8
ავტორი: gilmour
16 აპრილი 2014 14:04
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 2108
მე ყოველთვის მაგრად მევასებოდა სონგი, უბრალოდ ბარსამ არ მიცა შანსი, არსენალში ძალიან მაგარი ჩამშლელი იყო.
0
№9
ავტორი: RedGirl
16 აპრილი 2014 15:36
  • სიახლეები: 893
  • კომენტარები: 1384
არა რა სონგი კარგით რა
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
№10
ავტორი: Juan Mata
17 აპრილი 2014 12:47
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 153
არამგონია იუნაიტედში გადმოვიდეს. სიმართლე რომ ვთქვა არც მინდა.
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top