თბილისი:
მანჩესტერი:
16-04-2014, 00:14
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 3267,
კომენტარები: 11
რატომ კლოპი?
Paul Ansorge - ს საინტერესო სტატია.
რატომ კლოპი?
"მანჩესტერ იუნაიტედის" მხარდამჭერ საიტზე გავრცელდა კიდევ ერთი საინტერესო სტატია, რომელიც ამჯერად "იუნაიტედში" მოსვლის შესაძლო კანდიდატს, იურგენ კლოპს ეხება. სტატიის ავტორი Paul Ansorge გახლავთ, მე კი შევეცდები მისი ხედვა თქვენამდე მოვიტანო.

Daily Mirror - ის ჟურნალისტების, დარენ ლიუსისა და მარტინ ლიფტონის ცნობით, იურგენ კლოპი "იუნაიტედისთვის" პრიორიტეტულ ვარიანტად იქცევა, იმ შემთხვევაში, თუ კლუბს დევიდ მოიესი დატოვებს.

Daily Mirror: "იუნაიტედში" სჯერათ, რომ ფეხბურთის აგრესიული ბრენდი და თამაშის პირდაპირი კონტროლი კლუბს იდეალურად ესადაგება"

"იუნაიტედის" სახელს ისეთ სპეციალისტსაც უკავშირებენ, როგორიცაა ვან გაალი, მაგრამ კლოპი საუკეთესო ალტერნატივად ითვლება.

შესაძლოა ჯერ ადრეა იმის განსჯა, ღირდა თუ არა მოიესის დანიშვნა მთავარი მწვრთნელის პოსტზე, მაგრამ აშკარაა, რომ გლეიზერებიც ვერ შეთანხმებულან მის მომავალზე. ერთ-ერთ საიტზე ჩატარებული გამოკითხვების შედეგად ცხადი გახდა, რომ ფანების უმეტესობა ითხოვს მოიესის გაშვებას და მის მიმართ ნდობა შელახულია.

ოქროს ბურთის დაჯილდოებაზე ზლატან იბრაჰიმოვიჩი და იურგენ კლოპი შეხვდნენ ერთმანეთს, სადაც შვედმა აღტაცება ვერ დამალა "ბორუსიას" მიმართ. ეს არაა ერთადერთი შემთხვევა, როცა კლოპი ვინმეს სიმპატიას იმსახურებს, ფეხბურთელებში და გულშემატკივრებშიც იგი დიდი პატივისცემით სარგებლობს.

იურგენ კლოპის შეგირდებმა უამრავ წარმატებას მიაღწიეს, რასაც ნამდვილად ვერ ვიტყვით დევიდ მოიესის ქვეშევრდომებზე. 2010/11 წელს "ბორუსიამ" ბუნდესლიგა მოიგო, მომდევნო წელს გერმანული დუბლი შეასრულა, ხოლო მთელო გასული სეზონის განმავლობაში კი "ბაიერნის" ჩრდილს ამოფარებული დორტმუნდელები გერმანიაშიც და ჩემპიონთა ლიგაზეც მეორე ადგილს დასჯერდნენ.

მართალია მიმდინარე სეზონი არაა საუკეთესო გერმანული კლუბისთვის, მაგრამ ამას თავისი ახსნა აქვს. კლუბი დატოვა მარიო გიოტცემ, ასევე მიდის რობერტ ლევანდოვსკი და გარდა საკადრო პრობლემებისა, კლუბში გაუთავებელი ტრავმებია.

მოსალოდნელია, რომ "ბაიერნი" მომავალ წლებშიც გაამწარებს "ბორუსიას", ამიტომ შესაძლოა ოპტიმალური ვარიანტი იყოს კლოპისთვის "იუნაიტედში" გადასვლა.

შინჯი კაგავასა და სხვა ნიჭიერებზე დაყრდნობით, "ბორუსია" თვალწარმტაც ფეხბურთს თამაშობდა. სწრაფი გადასვლები, დამანგრეველი კონტრშეტევები, აგრესიული თამაში წართმევაზე - "ბორუსიას" თამაშზე უამრავი სტატია იწერებოდა.

კლოპის ერთ-ერთ ღირსებას კრეატიული ფეხბურთელებისგან მაქსიმუმის მიღება წარმოადგენს: "ბორუსია" მუდმივად "წურავდა" გიოტცეს, როისსა და კაგავას.

შეტევაში წარმატებული თამაში, სულაც არ უშლიდა ხელს "ბორუსიას", რომ დაცვაშიც იდეალურები ყოფილიყვნენ. 2010/11 წლებში კლუბმა 34 თამაშში 22 გოლი გაუშვა. მომდევნო წელს 25. მართალია ბოლო ხანებში გაშვებული გოლების სტატისტიკა გაცუდდა, მაგრამ ამასაც ტრავმირებულ ფეხბურთელებს მივაწერთ. თანაც დორტმუნდულ კლუბს უბრალოდ ვერ ეყოლება გრძელი სათადარიგოთა სკამი, რომ რესურსი გამოიყენოს.

ვერავინ მისცემს კლოპს იმის გარანტიას, რომ "ოლდ ტრაფორდზე" წარმატებული იქნება. მას გერმანიის ფარგლებს გარეთ არ უმუშავია, მაგრამ ჩემპიონთა ლიგაზე მისი გამოსვლა, გვაძლევს იმის თქმის საფუძველს, რომ მას არ უჭირს უცხო კლუბებთან ადაპტირება.

ვერ ვიტყვით, რომ კლოპი კარგია ახალგაზრდებთან. მისი კლუბი უმეტესად შედგება ისეთი ფეხბურთელებისგან, ვინც ზრდასრულ ასაკში მოვიდა, მაგრამ ძირითადში არ შედიან აკადემიის კურსდამთავრებულები.

კლოპი ბოლო ორი წლის განმავლობაში ვერ უმკლავდება "ბაიერნს", მაგრამ აქ "რეკორდმაისტერის" ფინანსურ უპირატესობას უნდა გავუსვათ ხაზი.

გასულ სეზონში "იუნაიტედმა" გარისკა და მოიყვანა მწვრთნელად კაცი, რომელსაც არ ჰქონია მაღალ დონეზე მუშაობის გამოცდილება. წელს კი უნდა გარისკოს და ასეთი ქარიზმატული მწვრთნელი მოიყვანონ, რომელიც ჩავარდნილი სეზონის გამოსწორებას ეცდება, რომელიც ასე სჭირდება კლუბსა და მის გულშემატკივარს.

http://bleacherreport.com/
სიახლეები, სტატიები
11 კომენტარი
№1
ავტორი: Malboro463
16 აპრილი 2014 00:18
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 5889
უხ ბლაიდ აი დახატავს გუნდს
0
№2
ავტორი: RojoDiablo
16 აპრილი 2014 00:19
  • სიახლეები: 7071
  • კომენტარები: 8687
არ ვიცი. მე პირადად დიდი მომხრე არ ვარ მოიესის გაშვების, მაგრამ თუ მაინც მოხდა, ალბატ ამაზე კარგი ვარიანტი არ გვექნება.
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
If You Can't Support Us When We Lose, Don't Support Us When We Win
№3
ავტორი: EMANUEL
16 აპრილი 2014 00:22
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 6
მოდერატორებო სიახლე შემიმოწმეთ რა
0
№4
ავტორი: RedGirl
16 აპრილი 2014 00:41
  • სიახლეები: 893
  • კომენტარები: 1384
აუ უეჭველი მინდა რა ! ძაან მოგვიხდება ახლა კლოპი. აი ბაბუ როგორც კი წავიდა ეგრევე კლოპი მინდოდა რა :|
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
№5
ავტორი: gilmour
16 აპრილი 2014 01:14
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 2108
RojoDiablo,
კაი სტატიაა ჯიგარი ხარ რო დადე.
კლოპი მართლა იდეალური ვარიანტი მგონია ამ ეტაპზე, მკაცრი ქარიზმატული და კარგი ტაქტიკოსი, მეტი რა გვინდა.
0
№6
ავტორი: lefty
16 აპრილი 2014 01:44
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 512
კლოპი გენიაა 3d_5
0
№7
ავტორი: red devil
16 აპრილი 2014 07:15
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4680
ეგ არ მოხდება მოიესს არავინ არ გაუშვებს.
0
№8
ავტორი: davita
16 აპრილი 2014 08:44
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 566
moiess ar gaushveben 100% ia eg !! რაც moiese evertonidan wavida gaixara evertonma biggrin2
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ We'll keep our red flag flying high
Couse man united will never die!
№9
ავტორი: lefty
16 აპრილი 2014 10:28
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 512
ცოტა ფულს დაკარგავს გუნდი ისევ და გაუშვებენ
0
№10
ავტორი: ელენე
16 აპრილი 2014 16:28
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 279
ნუ ვიოცნებებთ ტყუილად. არც მოიესს გაუშვებენ და არც ეს წავა დორტმუნდიდან.
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

დამალვა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top