ანდრეა პირლომ გაიხსენა 2010 წელს "იუნაიტედთან" შემდგარი მატჩი. ამ თამაშიდან სერ ალექსმა მთლიანად გამოთიშა იტალიელი.
"მე ვიხსენებ ორმატჩიან დაპირისპირებას "იუნაიტედთან" 2010 წელს. მაშინ, ჩვენ შევხვდით სერ ალექსს, ადამიანს იასამნისფერი ცხვირით, რომელმაც თავისი გუნდი საშიშ მეტოქედ აქცია. პირველ მატჩში მან პარკის დახმარებით მატჩიდან გამომთიშა. ის მოედანზე ელექტრონის სიჩქარით დამსდევდა. მთელი მატჩის განმავლობაში ის წამითაც კი არ მშორდებოდა, სულ ჩემს სიახლოვეს იყო, ხელით მიჭერდა და ცდილობდა შევეშინებინე. საქმისადმი მისი ერთგულება მაკვირვებდა. ის არ იყო ცნობილი მოთამაშე, მაგრამ ის ძალიან ეხმარებოდა კლუბს".