თბილისი:
მანჩესტერი:
14-04-2014, 21:57
ავტორი: Berba 9,
ნანახია: 1900,
კომენტარები: 6
ჯონსი ყველაფრისთვის მზადაა
ინგლისელს მომავლის გამოწვევები არ აშინებს.
ჯონსი ყველაფრისთვის მზადაა
რადგან უკვე გადაწყდა ვიდიჩის "ინტერში" გადაბარგება და რადგან რიო ფერდინანდს კონტრაქტს არ უხანგრძლივებს კლუბი, დევიდ მოიესს მოუწევს მცველის მოძებნა.
მაგრამ, ფილ ჯონსი ამას ყველაფერს არ უშინდება და მისი აზრით, დაცვის ცენტრში ის და მისი თანაგუნდელი სმოლინგი ყველაფერს უპრობლემოდ გაუმკლავდებიან.
"კრისთან ერთად ვთამაშობდი 3 ან 4 წელი ინგლისის ახალგაზრდულ ნაკრებში, ამას დამატებული "იუნაიტედი" და დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ 2-ს ერთმანეთში ძალიან კარგი ურთიერთგაგება გვაქვს და არ გაგვიჭირდება" - საუბრობს ფილ ჯონსი.
"ძალიან ხშირად ვეუბნებით ერთმანეთს საქებარ სიტყვებს, როდესაც ეძებ ისეთ პარტნიორებს დაცვის ცენტრში, რომლებიც ერთმანეთს ასე გაუგებენ, დარწმუნებული ვარ ჩვენი კანდიდატურა მისაღები უნდა იყოს" - განაცხადა ჯონსმა.
გარდა ამისა, ფილ ჯონსი საუბრობს საკუთარ შეცდომებზე, თუმცა პირობას დებს, რომ მისი მეწყვილე თუ იქნება სმოლინგი, შეცდომების რიცხვი შემცირდება.
"მე ვუშვებ შეცდომებს, ისიც უშვებს, არავინ არის უშეცდომო, თუმცა ჩვენი თანადგომა, ურთიერთგაგება და პარტნიორობა ბევრი დადებითის მომტანი იქნება გუნდისთვის. ვიმედოვნებ, რომ ეს მოხდება და იმედი მაქვს, რომ მენეჯერი დაფიქრდება ამაზე" - განავრცო თემა ფილ ჯონსმა.
საუბრის ბოლოს კი ინგლისელი საუბრობს, თუ როგორ კონკურენტული იქნება გუნდი მომდევნო სეზონიდან და სწორედ ამიტომ, ის აპირებს განაგრძოს პარტნიორობა სმოლინგთან და ასევე ვარჯიში, რომ მიაღწიონ ერთად მაღალ მიზნებს.

წყარო: "სქაისპორტი"
ახალი ამბები
6 კომენტარი
№1
ავტორი: Best 7
14 აპრილი 2014 22:07
  • სიახლეები: 154
  • კომენტარები: 2717
ყველა ასე ამბობს თვით იანგიც, მაგრამ არაფერს არ შველის საუბარი უნდა იმოქმედონ
0
№2
ავტორი: Ika_MANUTD Fan
14 აპრილი 2014 22:46
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 10
lukadzandzava,
es iangtan shedarebit ragaca kargs mainc aketebs
0
№3
ავტორი: GeorgeBest
15 აპრილი 2014 01:00
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
სმოლინგი კი არა მანგალა გინდა შენ პარტნიორად
0
№4
ავტორი: red devil
15 აპრილი 2014 07:28
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4680
რაის სმოლინგი თუ ძმა ხარ ჰუმელსი გინდა შენ პარტნიორად. ორი ცხოველი დაცვის ცენტრში
0
№5
ავტორი: ვახო ( G G M U)
15 აპრილი 2014 13:11
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4327
სმოლინგის იმედზე რო ვერ ვიქნებით ეგ ფაქტია, ამას თავისუფლად შეიძლება ენდო და დარწმუნებული ვარ შეუძლია ვიდიჩის და ფერდინანდის შეცვლა, მაგრამ კარგი მეწყვილეც უნდა...
0
№6
ავტორი: Manchester_M
15 აპრილი 2014 14:44
  • სიახლეები: 8
  • კომენტარები: 4027
აწი რისთვის ემზადებით 4 ეულში მაინც ვერ შეხვალთ და აწი დაისვენეთ :)
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top