თბილისი:
მანჩესტერი:
14-04-2014, 16:17
ავტორი: UTD-Rule,
ნანახია: 1932,
კომენტარები: 10
ლინგარდმა კვლავ გაიტანა
ჯესი ლინგარდი კვლავ აგრძელებს პროგრესირებას.
ლინგარდმა კვლავ გაიტანა
"მანჩესტერ იუნაიტედის" ახალგაზრდა ინგლისელმა ტალანტმა ჯესი ლინგარდმა განაცხადა,რომ ის ყველანაირად შეეცდება გუნდში დაბრუნებას და "ოლდ ტრაფორდზე" ადგილის დამკვიდრებას.მიმდინარე სეზონის მეორე ნახევრიდან 21 წლის ნახევარმცველი იჯარის წესით "ბრაიტონის" რიგებში ირიცხება და ამ მცირე პერიოდში მან მოახერხა ძირითად გუნდში ადგილის დამკვიდრება.

მიმდინარე სეზონის პირველი ნახევარი მან "ბრიმინგემში" გაატარა და მის სადებიუტო შეხვედრაშივე ოთხი გოლის გატანა მოახერხა "შეფილდის" წინააღმდეგ."ბრაიტონში" კი მან სადებიუტო გოლის გატანა ჩემპიონშიპის ლიდერ "ლესტერთან" მოახერხა,ამის შემდეგ კი ბოლო ტურში "ჩარლტონის" კარის აღება შეძლო.

"ჩარლტონთან" მოგებული მატჩის შემდეგ ჯესი ლინგარდმა "Sky Sports"-თან ინტერვიუში განაცხადა:"დავბრუნდე "მანჩესტერ იუნაიტედში" ეს ჩემი მიზანია,რაიან გიგზი კი ჩემი გმირია.პირველ გუნდში ყოფნისას ყოველთვის ვცდილობდი მისგან ბევრი რამ მესწავლა.დრიბლინგი ჩემი ერთ-ერთი პლიუსი და ყოველთვის ვცდილობ ამის დახვეწას."

"ჩემი მიზნის მისაღწევა მე ბევრი შრომა მომიწევს,რათა მთავარი მწვრთნელის ნდობა მოვიპოვო.არენდით სხვა კლუბში ყოფნა ყველა ფეხბურთელს ეხმარება პროგრესირებაში,მე მუდმივი სათამაშო დრო მაქვს და ვცდილობ ეს გამოვიყენო."ლესტერისა" და "ჩარლტონის" წინააღმდეგ მე მოვახერხე თავის გამოჩენა,მაგრამ წინ უფრო მნიშვნელოვანი მატჩებია და ყველანაირად შევეცდები გუნდის დახმარებას პრემიერ ლიგაში გადმოსასვლელად" - დაასრულა ინგლისელმა.

ჯესი ლინგარდს მიმდინარე კონტრაქტი "მანჩესტერ იუნაიტედთან" ამ ზაფხულს ეწურება,მაგრამ როგორც ცნობილი გახდა კლუბიც და ფეხბურთელიც მზად არიან ახალი კონტრაქტის გასაფორმებლად.



წყარო: MUFCLATEST.COM
სტატიები, ახალი ამბები
10 კომენტარი
№1
ავტორი: UTD-Rule
14 აპრილი 2014 16:19
  • სიახლეები: 410
  • კომენტარები: 3668
ესეც თუ დავკარგეთ ისე როგორც პაულ პოგბა,რაველ მორისონი ან ზეკი ფრაიერსი არ ვიცი უდიდესი შეცდომა იქნება.. მორისონს შეიძლება რაღაც უარყოფითი მხარეებიც ჰქონდა,მაგრამ არ უნდა დავივიწყოთ მისი ასაკი ეგრე იყო რუნიც თვითონ წერს მის ავტობიოგრაფიაში თუ როგორ გაუჭირდა მისი მორჯულება ფერგიუსონს,მაგრამ მაინც მოახერხა ეს.. ორი აზრი არ არსებობს ერთ-ერთი საუკეთესო ტალანტი დავკარგეთ მორისონის გაშვებით და იმედია ლინგარდის შემთხვევაში არ მოხდება ესე.. what
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ "შენ შეიძლება იპოვო ახალი ბექემი ან რონალდო,მაგრამ ვერასოდერს იპოვი სერ ალექსის შემცვლელს. " - ერიკ კანტონა
№2
ავტორი: altidore 28
14 აპრილი 2014 16:48
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 15
Daabrunet lingardi magaria amis golebi maxsovs amxanagurebshi
0
№3
ავტორი: love united
14 აპრილი 2014 19:43
  • სიახლეები: 304
  • კომენტარები: 5069
ეს მაგარი ბიჭია.ნელ-ნელა პირველ გუნდში უნდა გადმოწიონ და შიგადაშიგ სათამაშო დროც უნდა მიეცეს.
0
№4
ავტორი: Z A C K™
14 აპრილი 2014 20:41
  • სიახლეები: 46
  • კომენტარები: 896
ტექნიკურია
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ I’ll always love you, Sir Alex.
Manager of my favorite club for my entire life.
Chewer of gum and winner of trophies, you’ll always be in our hearts.
№5
ავტორი: GeorgeBest
14 აპრილი 2014 21:32
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
ეს პაუელი და ზაჰა რო დაგვემატებიან იმედიანად ვარ. ამათ პლიუს იანუზაი მერე ვილსონი და ფერეირა. კარგი ახალგაზრდები გვყავს და იმედია არ დაკარგავს ძმა
0
№6
ავტორი: red devil
14 აპრილი 2014 21:57
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4680
ეს მაგარი ბიჭია
0
№7
ავტორი: Ika_MANUTD Fan
14 აპრილი 2014 22:48
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 10
genacvale! exa pogbac tu dabrunda magari iqneba!
0
№8
ავტორი: Jubo
15 აპრილი 2014 00:56
  • სიახლეები: 506
  • კომენტარები: 1947
მაგარი ბავშვია ეს რა love
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
Giggsy 13
Gerrard 0
№9
ავტორი: buka oboladze
15 აპრილი 2014 15:25
  • სიახლეები: 4
  • კომენტარები: 2464
ფლანგები ზაჰა იანუზაი ცენტრი პაუელი შეტევა ლინგარდი აიი ამ სასტავზე ვოცნებობ რა
0
№10
ავტორი: Manchester United 14
27 აპრილი 2014 11:10
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 982
ძან მაგარია : )
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ MU – MUF - MUFC - Ok!
manunited
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top