"მანჩესტერ იუნაიტედის" ოფიციალურ საიტზე ყოველ ორშაბათს ვრცელდება ხუან მატას ბოლგი. გთავაზობთ დღევანდელს.
"როგორც იცით, "ბაიერნთან" შეხვედრაში მონაწილეობას არ ვიღებდი, მაგრამ მიუნხენსი ვახლდი კლუბს. ჩვენ ნახევარფინალში გასვლისთვის ვიბრძოდით და ვფიქრობ ახლოსაც ვიყავით. პატრის ევრამ ფანტასტიური გოლი გაიტანა, ხოლო მატჩის მსვლელობის დროს კი რამდენიმე სახიფათო მომენტი გვქონდა. თუმცა უნდა აღვნიშნოთ, რომ "ბაიერნი" ძალიან ძლიერი მეტოქეა და მათ ახლა "რეალთან" მოუწევთ შერკინება.
ძალიან ცოტა მატჩი გვრჩება ჩემპიონატში და უნდა ვეცადოთ თითოეული მათგანი კარგად ჩავატაროთ. წინ მთელი კვირა გვაქვს "ევერტონთან" მატჩისთვის მოზამდაებლად. მოუტმენლად ველოდები მოედანზე გამოსვლის შანსს.
ასევე ძალიან მსურს დიდი მადლობა ვუთხრა სერ ბობი ჩარლტონს თბილი სიტყვებისათვის. როცა ასეთი კომპლიმენტი გესმის ესოდენ დიდი ადამიანისგან, ბედნიერი ხარ.
ამას გარდა მსურს დავიდ დე ჰეას მივულოცო მარტის საუკეთესო ფეხბურთელის ტიტულის მოგება. ეს დაიმსახურე, ძველო!"