თბილისი:
მანჩესტერი:
14-04-2014, 15:18
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 1969,
კომენტარები: 6
ფერდინანდს დარჩენა სურს
რიო ფერდინანდს "ოლდ ტრაფორდის" დატოვება არ სურს.
ფერდინანდს დარჩენა სურს
"მანჩესტერ იუნაიტედის" მცველმა, რიო ფერდინანდმა კლუბთან ახალი კონტრაქტის გაფორმების სურვილი გამოთქვმა.

35 წლის ინგლისელის მოქმედი კონტრაქტი ზაფხულში იწურება. დევიდ მოიესის მოსვლის შემდეგ რიომ ადგილი ძირითადში სხვებს დაუთმო, ამის შედეგი კი მის მიერ ჩატარებული მატჩების უფერულობა იყო.

თუმცა ფერდინანდი სულაც არ აპირებს ბუცების დაკიდებას და კიდევ სურს თამაში "წითელი ეშმაკების" რიგებში.

"მომავალი წლის გეგმები? იმედი მაქვს კიდევ ვითამაშებ - თამაშის გაგრძელების სურვილი მაქვს. ჩემი ფეხბურთით ვტკბები და ჩემი ფეხებიც ჯერ არ მღალატობენ."

"მე გაგრძელება "მანჩესტერ იუნაიტედში" ან სხვაგან მსურს, ეს ყველაფერი კლუბზეა დამოკიდებული. დრო გვიჩვენებს. სეზონის დასასრულს უნდა დაველოდოთ"

"ისე მოვიქცევით როგორც წინა სეზონში. დაველოდებით სეზონის დასასრულს, ყველაფერში გავერკვევით და შეგატყობინებთ"

"მსურს თუ არა "იუნაიტედში" დარჩენა? კი, ეს ჩემი ოცნებაა. ოცნებით ვცოცხლობ და მსურს აქ დარჩენა. ვნახოთ, ყველაფერს ვნახავთ"
- ციტირებს ფერდინანდის სიტყვებს BT Sport.

fapl.ru
სიახლეები, ინტერვიუები
6 კომენტარი
№1
ავტორი: UTD-Rule
14 აპრილი 2014 15:50
  • სიახლეები: 410
  • კომენტარები: 3668
ვნახოთ,ვნახოთ... მაინც მგონია წავა winked
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ "შენ შეიძლება იპოვო ახალი ბექემი ან რონალდო,მაგრამ ვერასოდერს იპოვი სერ ალექსის შემცვლელს. " - ერიკ კანტონა
№2
ავტორი: red devil
14 აპრილი 2014 16:14
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4680
უნდა დარჩეს ჩვენი ლეგენდააა და ამისგან ბევრს ისწავლიან ახალგაზრდა მცველები.
0
№3
ავტორი: Malboro463
14 აპრილი 2014 19:17
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 5856
ჩ.ლიგაზე მაინც ვეღარ ითაMშებენ მომავალში და ერთი სეზონი დატოვონ ევროპის ლიგაზე თუ გავიდნენ ცოტას ითამაშებს ეპლშიც სუსტ გუნჯდებთან ითამაშებს საჭირო კაცია
0
№4
ავტორი: GeorgeBest
14 აპრილი 2014 21:41
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
კარიერას იუნაიტედში დაასრულებს, იმსახურებს ამას. მომავალ წელს გამოგვადგება შეიძლება სუსტ გუნდებთან დაყენება + ამას ამხელა გამოცდილება. ამის იმედად საერთოდ ვერ ვიქნებით მაგრამ გამოყენება შეიძლება
0
№5
ავტორი: Jubo
15 აპრილი 2014 00:51
  • სიახლეები: 506
  • კომენტარები: 1947
მცველს თუ დავიმატებთ აუცილებლად დაგვჭირდება სათადარიგოსთვის რიო. ერთი წელიც გაქაჩავს
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
Giggsy 13
Gerrard 0
№6
ავტორი: Manchester United 14
28 აპრილი 2014 11:41
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 982
მაგარია სგ ავტორ
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ MU – MUF - MUFC - Ok!
manunited
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top