თბილისი:
მანჩესტერი:
13-04-2014, 15:49
ავტორი: Red Hooligan,
ნანახია: 3230,
კომენტარები: 15
ნანი - რეგრესი თუ უნდობლობა
ლუიშ ნანის არეულ-დარეული კარიერის შეჯამება "იუნაიტედში"...
ნანი - რეგრესი თუ უნდობლობა
2007 წლის ივლისში ლუიშ კარლოშ ალმეიდა დე კუნია გადავიდა „მანჩესტერ იუნაიტედში“ €25.5 მილიონის სანაცვლოდ. მასზე ბევრი იწერებოდა. იყო კრიტიკა, აღტაცება.

ბევრს ვერ გაეგო რატომ გადაიხადა ფერგიუსონმა 25 მილიონი 18 წლის ბიჭისთვის, რომლებსაც ბევრის თქმით გუნდი არ აინტერესებდა და მხოლოდ მის თავზე ფიქრობდა. მიუხედავად ამ ყველაფრისა ვერ ვიტყვით, რომ ნანის პირველი სეზონი ჩაუვარდა.

ნანი - რეგრესი თუ უნდობლობა


"იუნაიტედის" სტაჟიანი გულშემატკივრობა საჭირო არაა, რომ "ტოტენჰემთან" გატანილი ბრწყინვალე გოლი გახსოვდეთ. ეს იყო ნანის პირველი გოლი "მანჩესტერში".



ნანი თამაშობდა ლამაზ ფეხბურთს. ხალხს, მწვრთნელს, ფანებს, ყველას მოსწონდა მისი თამაში და ფერგიუსონიც ხშირად აქებდა მას.

სეზონიდან სეზონამდე ის ვითარდებოდა, იტანდა გოლებს, აკეთებდა ბევრ საგოლე გადაცემებს, თუმცა 2011 წლის შემდეგ ეს ყველაფერი უეცრად გაქრა. ფერგი ნანის ისე აღარ ენდობოდა როგორც აქამდე. ის ხშირად ვეღარ ხვდებოდა ძირითად შემადგენლობაში.

2011 წელს ნანი მსოფლიოს საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელად დაასახელეს და ერთი შეხვედით ეს მოტივაცია უნდა ყოფილიყო ნანისთვის. და მაშინ როცა კარიერის პიკი უნდა ჰქონოდა ძველი ნანი გაუჩინირდა.

აქამდე უნდა აღინიშნოს, რომ ნანის ჰქონდა 3 ბრწყინვალე სეზონი, რომელშიც ის გუნდის საუკეთესო თუ არა ერთ-ერთი საუკეთესო მოთამაშე მაინც იყო.

კრიშტიანუ რონალდუს წასვლის შემდეგ ყველას ნანის იმედი ჰქონდა და მან გაამართლა კიდეც.



ნანის კარიერაში იყო რთული პერიოდი, როცა მას ყოველთვის რონალდუს ადარებდნენ და რა თქმა უნდა ეს მას არ მოსწონდა. იყო საუბარი ამ ორი ფეხბურთელის კონფლიქტზეც, თუმცა რონალდუმ ამ ჭორებს ბოლო მოუღო და განაცხადა, რომ ნანი მისი ერთ-ერთი საუკეთესო მეგობარია და არანაირი კონფლიქტი არ აქვს ლუიშთან.

ნანი - რეგრესი თუ უნდობლობა


მიუხედავად ამისა გაჩვენებთ კიდევ ერთ ძალიან საინტერესო ფოტოს ამ ორი ფეხბურთელის პირველი 100 მატჩის შესახებ ინგლისის პრემიერ-ლიგაში.

ნანი - რეგრესი თუ უნდობლობა


ამით მოვრჩეთ რონალდუზე საუბარს და გავაგრძელოთ ნანის კარიერის ლაკონურად მიმოხილვა.

2011 წლიდან ის ნანი, რომელიც მცველებს აბრუებდა თავისი ბრწყინვალე ფინტებითა და მოძრაობებით, ის ნანი, რომელსაც რონალდუზე დიდ მომავალსაც კი უწინასწარმეტყველებდნენ გაქრა.

გაუთავებელმა ტრავმებმა არ მისცეს მას საშუალება ეჩვენებინა ის, რასაც მისგან ელოდნენ. მალე ნანიმ ძირითად შემადგენლობაშიც დაკარგა ადგილი და აქიდან კი მის კარიერაში დაღმასვლა დაიწყო.


2012/2013 სეზონში მან მხოლოდ 4 გოლი გაიტანა და 8 შედეგიანი გადაცემა გააკეთა. იმასთან შედარებით რასაც ის ადრე აკეთებდა ეს სასაცილო იყო.

მიუხედავად ამისა ნანი ფერგისთვის მაინც მნიშვნელოვან ფეხბურთელად რჩებოდა. ეს „რეალთან“ გასამართ შეხვედრაშიც დამტკიცდა.

მაშინ როცა გუნდის ერთ-ერთი ლიდერი უეინ რუნი ძირითად შემადგენლობაში არ იყო, სწორედ ნანი გახლდათ იქ. შეიძლება ითქვას, რომ თურქი მსაჯი რომ არა ნანი იმ მატჩის გმირიც იქნებოდა. „რეალთან“ მატჩის შემდეგ ყველაფერი ძველებურად გაგრძელდა და ნანი სათადარიგოთა სკამზე გადაბარგდა.

ნანი - რეგრესი თუ უნდობლობა



და აი... იწყება ახალი სეზონი. გუნდს ახალი მწვრთნელი ჰყავს. ყველა ელოდა, რომ ნანი დატოვებდა მანჩესტერს, თუმცა „იუნაიტედის“ ახალმა თავკაცმა დევიდ მოიესმა აი რა განაცხადა:

"მე ნასიამოვნები ვარ იმ ფაქტით, რომ ნანიმ ახალ კონტრაქტს მოაწერა ხელი. მას აქვს დიდი შესაძლებლობა და გამოცდილება, მიუხედავად იმისა, რომ მხოლოდ 26 წლისაა. მან ჩემზე შთაბეჭდილება მოახდინა ვარჯიშის დროს და სიამოვნებით ვიმუშავებ მასთან მომავალ სეზონებშიც."

არ დააყოვნა ნანის ინტერვიუმაც:

"იუნაიტედში თამაში ჩემთვის ფანტასტიური გამოცდილებაა. როცა კლუბში მოვედი, ვერასოდეს წარმოვიდგენდი, რომ ამხელა წარმატებებს მივაღწევდით.

ყოველ დღე ვარჯიში ისეთ ფეხბურთელებთან, რომლებიც სულ ტიტულების მოგებაზე ფიქრობენ, დიდი მოტივაციაა ჩემთვის. ძალიან ბედნიერი ვარ, რომ ახალმა მწვრთნელმა ნდობა გამომიცხადა და მზად ვარ დავეხმარო გუნდს ტიტულების მოგებაში."


ნანი - რეგრესი თუ უნდობლობა


აი ალბათ გადამწყვეტი მომენტი ნანის კარიერაში. სეზონის პირველ მატჩებში მან მონაწილეობა სხვადასხვა მიზეზის გამო არ მიიღო. ნანიმ მხოლოდ 8 მატჩის ჩატარება შეძლო პრემიერ-ლიგაში და შესაბამისად დიდი არაფერიც გაუკეთებია.

მიმდინარე სეზონიდან შეგვიძლია გავიხსენოთ მისი გოლი „ლევერკუზენის“ კარში რომელიც იმ თვის საუკეთესო გოლად დასახელდა.





არაფერი ახალი... ძველი სეზონების ანალოგია. ნანი კვლავ სათადარიგოთა სკამზეა.
კიდევ ერთხელ ავღნიშნოთ, რომ ნანიმ გუნდთან 5 წლიან კონტრაქტს მოაწერა ხელი, მაგრამ უკვე ბევრჯერ დაიწერა რომ მოიესი მზადაა შეელიოს პორტუგალიელს.

შევეცადე რაც შეიძლება მოკლედ მიმომეხილა ნანის კარიერა მანჩესტერში. ახლა კი მინდა ვისაუბრო იმ ფაქტორებზე იმ 3 ფაქტორზე რომლებიც დღესაც უშლიან ნანის ხელს გამოავლიონს თავისი შესაძლებლობები.

1. გაუთავებელი ტრავმები

არამგონია, რომ ვინმეს ამ მიზეზის დასახელება უცნაური ეგონოს. ნანი 2012 წლიდან მოყოლებული უმეტეს დროს ლაზარეთში ატარებს.

რა თქმა უნდა ძნელია ტრავმის მერე ფორმის მოკლე პერიოდში აკრეფა თუმცა ნანი ახერხებდა ამის გაკეთებას, ამ დროს კი ახალი ტრავმა იჩენდა თავს. მოკლედ შეგვიძლია ვთქვათ, რომ პორტუგალიელს ცოტა ბედ-იღბალი რომ ჰქონოდა შესაძლოა მისი კარიერა სხვაგვარად წარმართულიყო.

2. ფსიქოლოგიური დარტყმა

ალბათ დამეთანხმებით, რომ ფსიქოლოგიურად ნანი სუსტია, თუმცა ამას თავისი მიზეზი აქვს. დღემდე ვერ გამიგია რატომ არ დააყენა 2011 წელს ჩემპიონთა ლიგის ფინალში სერ ალექსმა ნანი ? მაშინ როცა ნანი გუნდის ერთ-ერთი საუკეთესო მოთამაშე იყო, მაშინ როცა „იუნაიტედი“ ნანის გარეშე წარმოუდგენელი იყო სერ ალექსმა ბევრი ექსპერტის აზრით დიდი შეცდომა დაუშვა და ნანის ვალენსია ამჯობინა.

დარწმუნებით ვერ ვიტყვი, რომ ნანის თამაშის შემთხვევაში „იუნაიტედი“ აუცილებლად გაიმარჯვებდა, თუმცა პორტუგალიელი ბრწყინვალე ფორმაში იყო და მას ნამდვილადშ შეეძლო მატჩის ბედის გადაწყვეტა თუ არა შეცვლა მაინც.

3. სისტემატიურად სათადარიგო სკამზე ყოფნა და უნდობლობა

ფერგის უნდობლობა ნანისამდი 2011 წლის „რეალთან“ დაპირისპირებიშ შემდეგ უფრო გაიზარდა. ნანი მხოლოდ თასის მატჩებში თამაშობდა და იქაც 20-30 წუთს. მან ბევრჯერ დაამტკიცა, რომ ერთი შანსის ღირსია, თუმცა ფერგის სხვაგვარად ჰქონდა გადაწყვეტილი.

გაჩვენებთ ნანის პროგრესულ მაჩვენებელს:

ნანი - რეგრესი თუ უნდობლობა


ნანი - რეგრესი თუ უნდობლობა


ნანი - რეგრესი თუ უნდობლობა


სტატიის ბოლოს კი მინდა შევაჯამო ზოგადად მისი კარიერა „იუნაიტედში“ მოსვლიდან დღემდე და ჩემეული კომენტარი გავუკეთო მას.

ფაქტია, რომ ნანი ვერ დადგება „იუნაიტედის“ ლეგენდების გვერდით, თუმცა პირადად ჩემი და კიდევ ბევრი „იუნაიტედის“ გულშემატკვირის აზრით ნანი ბოლო ხუთწლეულის საუკეთესო ვინგერია კლუბში. მას ჰქონდა ბრწყინვალე სეზონები, რომელშიც უდაო ლიდერი იყო.

ნუთუ ვეღარ ითამაშებს ის იმ დონეზე ?! ნუთუ დასრულდა მისი საფეხბურთი კარიერა „იუნაიტედში“ ?!

ნანი - რეგრესი თუ უნდობლობა


პირადად მე არ მსურს ნანის წასვლა, თუმცა მისთვის ასე უკეთესი იქნება. კარგი იქნება თუ მიაშურებს „იუვენტუსს“ სადაც შეძლებს თავის დონეზე თამაშს.

სტატიის ბოლოს შემოგთავაზებთ ორ ვიდეოს. ერთში ნანის წლევანდელი თამაშია ასახული, ხოლო მეორეში კი მთლიანად, გადმოსვლის დღიდან დღემდე.






ავტორი: Red Hooligan
სტატიები, სხვა
15 კომენტარი
№1
ავტორი: chudikone
13 აპრილი 2014 16:05
  • სიახლეები: 385
  • კომენტარები: 3206
საღოლ, ძაან მაგარი სტატიაა ! ნანის რაც შეეხება, რუნის და ჯონსის მერე ეგ მიყვარს ყველაზე მეტად გუნდში და ყოველ გატანილ გოლზე ცოტაღა მაკლია რო მისნაირი სალტოები ვაკეთო ხოლმე :D ძაან გული მწყდება რომ სათამაშო დროს არ აძლევს მოიესი და არც ფერგი აძლევდა მანამდე. თუმცა იმაზე უფრო მეტად მწყდება გული, რომ ფანებს ვალიენსიას თამაში უფრო მოსწონთ ვიდრე მისი. ნუ იანგზე აღარ მაქვს ლაპარაკი. თუ ცოტა მაინც რამე გაგეგება ფეხბურთში მგონი არც უნდა შეადარო ნანი და ვალენსია ერთმანეთს. და ბოლოს, იმედი მაქვს გუნდში დარჩება და ძირითად ფეხბურთელად ჩამოყალიბდება ისევ, ძაან დამენანება სხვა გუნდის ფორმაში რო დავინახო, სადაც გოლები გააქვს და თავს იჩენს. ჯერ პოგბა ვერ მომინელებია და ეხლა კიდე ნანი ?! ვნახოთ, იმედია ყველაფერი კარგად იქნება და ზაფხულში გაიფილტრება არასაჭირო ფებრუთელებისგან გუნდი.

P.S +1 სტატია ფავორიტებში love
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
I saw my mate The other day, He said to me I’ve seen the white Pele
So I asked who is he, He goes by the name of Wayne Rooney.
Wayne Rooney
Wayne Rooney
He goes by the name of
Wayne Rooney!
№2
ავტორი: Manchester_M
13 აპრილი 2014 17:03
  • სიახლეები: 8
  • კომენტარები: 4027
საღოლ, ძაან მაგარი სტატიაა !

თუ შემცვლელი ვერ ვიპოვეთ არ უნდა გავუშვათ ეს
0
№3
ავტორი: red devil
13 აპრილი 2014 17:05
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4680
საღოლ ავტორ მაგარია. რაც შეეხება ნანის რავი რა უნდა ვთქვა ძალიან ტექნიკურია მაგრამ შრომა არ უყვარს და შრომის გარეშე ფეხბურთი წარმოუდგენელია. chudikone,
შენ თქვი რო ნანი და ვალენსია ერთმანეთს არ უნდა შეადაროვო, ბაზარი არააა ვალენსია გაიქეცი ჩააწოდეა მაგრამ დაცვაშია ნანიზე ათჯერ ძლიერი და მოედანზე ბოლომდე იხარჯება. რასაც ნანის ამ ბოლო დროს ნაღდად ვერ ვატყობდი. სწორედ ამიტომ ირჩევდა ბაბუ ვალენსიას
0
№4
ავტორი: davita
13 აპრილი 2014 17:29
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 566
ნანი უმაგრესია love
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ We'll keep our red flag flying high
Couse man united will never die!
№5
ავტორი: Macklemore
13 აპრილი 2014 17:50
  • სიახლეები: 24
  • კომენტარები: 2125
რეგრესი!!!!!!!!!
0
№6
ავტორი: Lev
13 აპრილი 2014 18:39
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1522
უნდობლობა! იანგს რო ათამაშებ კაცი და ნანის არა იქ რომელ რეგრესზეა ლაპარაკი
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ Glory Man united!
№7
ავტორი: Red Hooligan
13 აპრილი 2014 18:46
  • სიახლეები: 268
  • კომენტარები: 1754
უნდობლობის შედეგია რეგრესი პირადად ჩემი აზრით. ფორმაში მყოფ ნანის რომ ვალენსიას არჩევ იქ რაზეა საუბარი. ინანა კიდეც ფერგიმ. შეხედეთ სტატისტიკას ხალხო არ კითხულობთ სიახლეს რამდენი ითამაშა ადამიანმა ვერ ხედავთ ? 2 მატჩში არ ათამაშა ამ იანგმა ზედიზედ და ცუდად თამაშობსო თურმე, ვალენსია თურმე დაცვაში ჩამოდის და დაცვას ეხმარება, ვიდეოს მაინც უყურეთ რამდენჯერ ჩამოვიდა ეგ ნანიც და რამდენჯერ დაეხმარა.

საქართველოში სულ ეგრეა, ერთი დაწერს რაღაცას და დანარჩენები ჰოჰო მასეაო, ცოტა წესიერად იაზროვნეთ და ყველაფერს ობიექტურად შეხედეთ.
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ The Forgotten Winger.

SAF
№8
ავტორი: GeorgeBest
13 აპრილი 2014 18:52
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
ნუთუ ვეღარ ითამაშებს ის იმ დონეზე ?! ნუთუ დასრულდა მისი საფეხბურთი კარიერა „იუნაიტედში“ ?!


დასრულდა დასრულდა winked ვალენსია იმიტომ ამჯობინეს რომ გლეხი სწორხაზოვანი თამასიტ უფრო მეტი შედეგი დადონ ვიდრე ცალფეხა ნანიმ. როცა დრო იყო ენდობოდა ფერგი, ესეც ამართლებდა, მაგრამ დასრულდა ეგ პერიოდი რა ნანი კარგით რა. წავიდეს იუვენტუსში ან სადმე სადაც ეპატიჟებიან იქ უფორ გაიხსნება და რამე შედეგს მაინც დადებს. 2 წელია ხალხი იმ იმედითაა რო ნანი გაიბრწყინებს, მაგრამ :დ ბოლო დროს შანსი არ ეძლევა მაგასი დაგეთანხმებით, წელს ბევრჯერ დაიჩაგრა მოიესის ხელში, მაგრამ არა მარტო ნანი.

რეგრესი რეგრესი, უნდობლობა არაფერ შუაშია. შეიძლება იყო მომენტები, მაგრამ ესეთი უკუსვლა უნდობლობის ბრალი არაა. ნუ ეს ჩემი აზრით
0
№9
ავტორი: Manchester United 14
13 აპრილი 2014 19:57
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 982
ნანი მაგარია და იანგს და ვალენსიას არ შეადაროთ
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ MU – MUF - MUFC - Ok!
manunited
№10
ავტორი: Red Hooligan
13 აპრილი 2014 21:20
  • სიახლეები: 268
  • კომენტარები: 1754
თქვენ თვეში 40 წუთს თამაშს შანსს თუ ეძახით მე არ მცოდნია ფეხბურთი derpthumb
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ The Forgotten Winger.

SAF
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

დამალვა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top