"მანჩესტერ იუნაიტედის" ბრაზილიელი მცველი რაფაელ და სილვა აცხადებს,რომ მას ძალიან ენატრება თავისი ტყუპი ძმა ფაბიო,რომელიც იჯარით "ქპრში" იმყოფება.რაფაელი აცხადებს,რომ მას ფაბიო ენატრება მოედანზე მასთან ერთად,მაგრამ ის აანალიზებს,რომ ეს ორივესთვის ძალიან კარგია,რადგან ფაბიო მეტ გამოცდილებას მიიღებს "ქპრში".ამ მომენტისათვის ფაბიოს ტრავმა აქვს,მაგრამ რაფაელი იმედს იტოვებს,რომ მისი ძმა მალე მოიშუშებს ტრავმას და ისევ გააგრძელებს თამაშს.
"მე ძალიან მიჭირს! ჩვენ ძალიან ახლოს ვართ ერთმანეთთან მოედნის გარეთ.ვიცით,რომ ეს სიტუაცია ორივეს დადებითად წაგვადგება,რადგან ფაბიო მეტ გამოცდილეებას მიიღებს,შემდეგ კი ორივე ერთად ვითამაშებთ ჩვენს საყვარელ გუნდში.მე ყოველთვის ვეყრდნობი ჩემს ძმას და მჯერავს მისი.ვიცი,რომ ის მომავალ წელს ჩვენთან ერთად იქნება და სწორედ ეს მაძლებინებს ამ დღეებს." - განაცხადა რაფაელმა.
"რათქმაუნდა ჩვენ ხშირად ვხვდებით ერთმანეთს და ვსაუბრობთ სხვადასხვა თემებზე.ის ყოველთვის უყურებს ჩემს თამაშს და მატჩის შემდეგ მეუბნება თუ რა შეცდომები დავუშვი.ჩვენ ყოველთვის ვაკრიტიკებდით ერთმანეთს და სწორედ ეს გვეხმარებოდა სხვადასხვა კომპონენტის დახვეწაში.იმედი მაქვს ის მალე დაბრუნდება მინდორზე." - დაასრულა რაფაელმა.