თბილისი:
მანჩესტერი:
13-04-2014, 10:49
ავტორი: ლადო,
ნანახია: 1801,
კომენტარები: 6
ბზობას გილოცავთ!
გილოცავთ ბზობის დღესასწაულს
ბზობას გილოცავთ!
redarmy–ის სახელით, ყველას გილოცავთ ბზობის დღესასწაულს!


იესო ქრისტე სახედარზე ამხედრებული შედის იერუსალიმში, სადაც მას ეგებება ხალხი, რომელიც პალმის ტოტებს უფენს წინ შეძახილებით: „ოსანა! კურთხეულ არს მომავალი სახელითა უფლისაჲთა, მეუფე ისრაჱლისაჲ!“ (იოანე, 12,13). თითქოსდა ქრისტიანობა დღესასწაულობს – ქრისტეს ეთაყვანება წმინდა ქალაქი, მთელი ხალხი აღტაცებით ხვდება მას. მაგრამ სულ მალე გახდება ცხადი, რომ ვისაც ელოდნენ, ის თურმე არ სჭირდებათ – ელოდნენ პოლიტიკურ ბელადს, ვინც მათ გაათავისუფლებდა მიწიერი მტრისგან - ოკუპანტი რომაელებისაგან, და არა გაცილებით საშიში მტრისგან – ეშმაკისაგან. ამიტომ, ბრბო, რომელიც დღეს იძახის: „ოსანა ძესა დავითისას“, ხვალ დაიძახებს: „ჯვარს აცუ ეგე“!

იერუსალიმში შესვლისას, იესო, პირველ ყოვლისა, ტაძრიდან გამოყრის ყველა მყიდველსა და გამყიდველს, ააყირავებს მეკერმეთა ტაბლებს და მტრედებით მოვაჭრეთა მერხებს. თანაც მკაცრად განმარტავს საკუთარი საქციელის მიზეზს: „ჩემი სახლი სალოცავ სახლად იწოდება; თქვენ კი ყაჩაღთა ბუნაგად გიქცევიათ იგი“ (მათე. 21:13). ამის შემდეგ იესო კურნავს უსინათლოებსა და ხეიბრებს.

ბზობის დღესასწაული სიმბოლოა, ერთი მხრივ, იესო ქრისტეს მისიის აღიარების, მეორე მხრივ – წინარე სახეა ადამიანის ძის სამოთხეში შესვლისა. ის, რომ მაცხოვარი შედის ქალაქში ვირზე ამხედრებული, გულისხმობს მშვიდობის, და არა ომის, მოსურნეობას (სიმბოლურად ვირზე ამხედრება – მშვიდობის ნიშანია, ცხენზე – ომისა).

მწუხრის ლოცვაზე დამსწრე მორწმუნენი ბზებით, ყვავილებით და ანთებული სანთლებით ხელში, მიესალმებნიან უხილავად იერუსალიმს მომავალ მაცხოვარს, როგორც ჯოჯოხეთისა და სიკვდილის დამთრგუნველს. ცისკრის ლოცვისას ბზის ტოტები, რომლებიც ხელში უჭირავთ მორწმუნეებს, იპკურებიან ნაკურთხი წყლით.

მართლმადიდებელი ქრისტიანები ნაკურთხ ბზის ტოტებს მთელი წელი ინახავენ და მათ ხატების მოსართავადაც იყენებენ.
ახალი ამბები
6 კომენტარი
№1
ავტორი: ლადო
13 აპრილი 2014 10:51
  • სიახლეები: 1034
  • კომენტარები: 4351
წაიკითხეთ ძალიან საინტერესოა! კიდევ ერთხელ ყველას გილოცავთ!
0
№2
ავტორი: UTD-Rule
13 აპრილი 2014 10:55
  • სიახლეები: 410
  • კომენტარები: 3668
ყველას გილოცავთ winked
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ "შენ შეიძლება იპოვო ახალი ბექემი ან რონალდო,მაგრამ ვერასოდერს იპოვი სერ ალექსის შემცვლელს. " - ერიკ კანტონა
№3
ავტორი: RojoDiablo
13 აპრილი 2014 10:57
  • სიახლეები: 7065
  • კომენტარები: 8687
გილოცავტ. მრავალს დაესწარით
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
If You Can't Support Us When We Lose, Don't Support Us When We Win
№4
ავტორი: Best 7
13 აპრილი 2014 11:49
  • სიახლეები: 154
  • კომენტარები: 2717
გილოცავთ! მრავალს დაესწარით
0
№5
ავტორი: N10
13 აპრილი 2014 12:32
  • სიახლეები: 63
  • კომენტარები: 294
გილოცავთ
0
№6
ავტორი: Rosso Diavolo
13 აპრილი 2014 16:22
  • სიახლეები: 1002
  • კომენტარები: 2543
ოსანა მაღალთა შინა! კურთხეულ არს მომავალი სახელით უფლისა!

ბაიობას გილოცავთ! love
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top