"მანჩესტერ იუნაიტედის" ხელმძღვანელობამ უარყო ინფორმაცია, რომ ისინი მართავდნენ მოლაპარაკებებს ჰოლანდიის ნაკრების მწვრთნელთან, ლუი ვან გალთან.
როგორც ESPN იტყობინება, ინგლისური კლუბი არ არის დაინტერესებული ჰოლანდიელი მწვრთნელის მოყვანით. "იუნაიტედის" ხელმძღვანელობა განაგრძობს დევიდ მოიესის მხარდაჭერას. აღსანიშნავია, რომ ლუი ვან გაალი ჰოლანდიის ნაკრების მწვრთნელის პოსტს მსოფლიო ჩემპიონატის შემდეგ დატოვებს.
ადრე ვან გაალი ამბობდა, რომ მას შეეძლო 2002 წელს "იუნაიტედში" მთავარი მწვრთნელის პოსტის მიღება. მაშინ მას განიხილავდნენ, როგორც სერ ალექსის შემცვლელს.