თბილისი:
მანჩესტერი:
12-10-2012, 15:23
ავტორი: David Beckham,
ნანახია: 2521,
კომენტარები: 12
სერ ალექსის 25 წელი
მისია, რომელსაც ასრულებს...
სერ ალექსის 25 წელი
1986 წელს მანჩესტერის ისტორიაში მოხდა ცვლილება, რომელსაც დღეს უკვე ყურადღებას ნაკლებად აქცევენ. იმ დღეს "ოლდ ტრაფორდს" მწვრთნელის რანგში შოტლანდიელი სერ ალექს ფერგიუსონი ეწვია და ის დღესაც რჩება "იუნაიტედის" თავკაცად. ეს წარმოუდგენელია დაიჯერო თუ შენ არ აკვირდები "მანჩესტერ იუნაიტედის" თამაშებს. ჩვენ ვხედავთ "მანჩესტერის" წარმატებებს როგორც ინგლისში ასევე ევროპულ მარათონზე, და რომ არა სერ ალექსი არვის გვეგონა რომ "იუნაიტედი" ასეთ წარმატებებს მიაღწევდა.

მოგებები


სერ ალექსის 25 წელი


პირველი მიღწევა სერ ალექსის იყო მაშინ როდესაც 1987/88 წლების სეზონზე პრემიერ ლიგაში გუნდი მეორე ადგილზე გაიყვანა. მაგრამ შემდეგ გუნდმა ზედიზედ მეორეჯერ დაიკავა ჯგუფში მე-11 ადგილი. 1989/90 წლების სეზონისთვის ფერგიმ მაქსიმალური თანხა დახარჯა (6,5 მილიონი ფუნტი) იუნაიტედი კი საერთო მე- 13 ადგილზე აღმოჩნდა. სწორედ ამ დროს დაიწყო საუბარი ფერგიუსონის არასახარბიელო სტარტზე და მის განთავისუფლებაზე. მაგრამ ფერგიუსონმა მათ მალევე გასცა პასუხი პირველი ტიტულით. ეს იყო 1990 წელს როდესაც "იუნაიტედმა" ინგილისის თასი მოიგო. შემდეგ წელს იუნაიტედმა "ბარსელონასთან" გამარჯვებით მოიგო თასების მფლობელთა თასი და დაიბრუნა ძველი დიდება. ამის შემდეგ კი "იუნაიტედი" ყოველ წელს ახერხებდა ჩემპიონობის მოპოვებას.

ამ მომენტისთვის სერ ალექსმა კლუბის მუზეუმი 37 ტიტულით გაამდიდრა. ესენია 12 - პრემიერ ლიგის თასი, 10 - ინგილისს სუპერთასი, 5 - ინგილის თასი, 4 - ჩემპიონთა ლიგა, 2 - ჩემპიოთა თასი, ასევე თასების მფლობელთა თასი, უეფას სუპერთასი, კონტინენტ შორის თასი და წოდება ჩემპიონი მსოფლიო კლუბებს შორის.



ფერგიუსონის გუნდმა სამჯერ მოახერხა "ოქროს დუბლის" შესრულებას. მოიგეს ჩემპიონატი, ნაციონალური თასი, ხოლო 1998/99 წლის სეზონზე მათ მოიგე ჩემპიონთა ლიგა და არ შემოიფარგლენ მხოლოდ ამ ორით. სერ ალექსის ორივე ჩემპიონთა ლიგა რთული და დრამატული აღმოჩნდა. ვინაიდან პირველი 1999 წელს "იუნაიტედმა" ფინალი კომპენსირებულ დროში გატანილი გოლებით მოიგო. ხოლო მეორედ 2008 -ში "ჩელსისთან" პენალტების სერიით. ფერგიუსონმა გუნდ დაუსახა მიზანი, რომ იბრძოლონ ბოლომდე და სჯეროდეთ საკუთარი თავის და გამარჯვების. სწორედ ამის ხარჯზე მიაღწია ამ გუნდმა ამდენს.



ვარსკვლავები


სერ ალექსის 25 წელი


თუ გვინდა რომ შევადგინოთ სერ ალექსის ოცნების გუნდი ეს შეუძლებელია. პიტერ შმეიხელი თუ ედვინ ვან დერ სარი? როი კინი თუ ბრაიან რობსონი? სტივ ბრიუსი თუ ნემანია ვიდიჩი?
ერიკ კანტონა თუ კრისტიანო რონალდუ? ეს არის შეკითხვები რომლზეც პასუხის გაცემა არარეალურია.

იმის თქმა, რომ თითოეულ ფეხბურთელს საკუთარი ხასიათი და მიდგომა უნდა უკვე არავისთვის გასაოცარი არ არის. ასევე ყველა მწვრთნელს არ შეუძლია ასეთი სახის ფეხბურთელებთან ურთიერთობა. სერ ალექს ამასთან დაკავშირებით არასდროს არ ქონია პრობლემები. ის მოხვდა "იუნაიტედში" მაშინ როდესაც ყველაფერი არ იყო ისე როგორც უნდა ყოფილიყო. იყვნენ ფეხბურთელები რომელთანაც ურთიერთობა შეუძლებელი იყო. მაგალითად ბრაიან რობსონი ან პოლ მაკგრეტი. ისინი იმ დროს ერთ-ერთ საუკეთესო მცველებად მიიჩნეოდნენ, მაგრამ სერ ალექსის მოსვლის თანამე გამოჩნდა ის რომ გუნდში მთავარი არის მწვრთნელი და არა ფეხბურთელი.

მაგრამ ფერგიუსონი ფეხბურთელებს შეურაწყობას არ აყენებდა, პირიქით ის მათ მიზანს უსახავდა. "იუნაიტედის" ფეხბურთელი ყოველთვის იყო კლასის მაჩვენებელი. პირველი ჩემპიონური მოგებები მათ გარეშე არ იქნებოდა. ლეგენდარული ფეხბურთელების ეპოქა იუნაიტედში გრძელდება. ახლაც იზრდებიან ფეხბურთელები რომლებიც ცოტა ხანში "იუნაიტედის" ლეგენდები და ვარსკვლავები გახდებიან.

აღზრდილები


სერ ალექსის 25 წელი


ყველა "იუნაიტედის" ვარკვლავი არ იყო ისეთი, სანამ სერ ალექსი მოვიდოდა. ფერგიუსონმა ყურადღება დაუთმო ახალგაზრდა ფეხბურთელების აღზრდას როგორც ვარსკვლავებად და არა მათ ყიდვას, როგორც უკვე ჩამოყალიბებულ ვარკვლავებად.

სერ ალექსის პირველი თაობა გამოჩნდა 1980 წლის ბოლოს. მარკ რობინსონი არაოფიციალურად გამოჩნდა მომავალი სერის მშველელად. ვგულისხმობ სწორედ მან გაიტანა გოლი 1990 წლის იანვარში "ნოტინგემთან" მატჩში, რომ არა ის გოლი შესაძლოა ის დღე ფერგიუსონისთვის ბოლო ყოფილიყო "მანჩესტერში". ლი მარტინის გატანილი გოლებით მოხერხდება პირველი ტიტულის მოგება სერ ალექსის ეპოქაში. ხოლო ყველაზე დასამახსოვრებელი გოლი იყო ლი შარპის როდესაც მან "ბარსელონას" გაუტანა გოლი.



შემდეგ იყო ტრემბლი 1998/99 წელი. ეს იყო მნიშნელოვანი გამარჯვება მანჩესტერის ისტორიაში. ახლაც არის გუნდში ის ფეხბურთელი რომელიც მაშინ პირველ ნაბიჯებს დგამდა დიდ ფეხბურთში. მისი სახელია რაიან გიგზი. ასევე არიან ფეხბურთელები, მაგრამ ისინი უკვე "იუნაიტედში" აღარ არიან. ვგულისხმობ დევიდ ბექემს და ფილ ნევილს.



შემდეგი წელი არ იყო წარმატებული მაგრამ საბოლოოდ სასარგებლო. ჯონ ოში, ფილ ბრაუნი და დარენ ფლეტჩერი ეს ფეხბურთელები, გიგზი, ბექემის და სკოულზის ინდივიდუალური დონემდე ვერ მივიდნენ, მაგრამ გუნდის წარმატებაში საკუთარი წვრილი შეიტანეს.

არ შეიძლება ვთქვათ, რომ სერ ალექსის აღზრდილები არიან რუნი და რონალდუ? ორივენი "იუნაიტედში" ახალგაზრდები მოვიდნენ და აქ დაიწყეს მათ თავიანთი ვარსკვლავური კარიერა.
ეხლაც არიან ფეხბურთელები რომლებიც იწყებენ საკუთარ ვარსკვლავურ კარიერას მათგან გამორჩეულად ტომ ქლევერლი.



ტრანსფერი


სერ ალექსის 25 წელი


სერ ალექსმა "იუნაიტედში" მუშაობისას დახარჯა ნახევარ მილიარდ ფუნტამდე. ყველაზე ბევრი ფული დაიხარჯა 2007/08 წელს, როდესა "იუნაიტედმა" 62 მილიონი ფუნტი დახარჯა. ეს ფული დახარჯულ იქნა ამ ფეხბურთელებზე: კარლოს ტევეზი, ლუიშ ნანი, ოლივერია ანდერსონი, ოუენ ჰარგრივზი, ძმები და სილვები და ტომაშ კუშჩაკი. ყველაზე დიდი თანხა 30,75 მილიონი ფუნტი "იუნაიტედმა" ფეხბურთელში გადაიხარადა 2008/09 წელს. ეს ფეხბურთელი ბულგარელი დიმიტარ ბერბატოვი იყო.

შეიძლება დავასახელოთ ყველაზე წარმატებული ტრანსფერები:

3) ედვინ ვან დერ სარი . ჰოლანდიელი მეკარე. 2005 წელს "იუნაიტედმა" მასში სულ რაღაც 2 მილიონი ფუნტი გადაიხადა, მაგრამ მისი კარიერა "ოლდ ტრაფორდზე" წარმატებული აღმოჩნდა. მან გუნდი ორჯერჯერ გაიყვანა ჩემპიონთა ლიგის ფინალში. ერთ-ერთი ამ ფინალებიდან მან პენალტების სერიით მოიგო.

2) კრისტიანო რონალდუ. 2003 წელს "ოლდ ტრაფორდს" პორტუგალიელი 18 წლის ახალგაზრდა კრისტიანო რონალდუ ესტუმრა. მასში გუდნმა 12,2 მილიონი ფუნტი გადაიხადა. საბოლოდ რონალდუ "იუნაიტედში" დამკვიდრდა და გუნდის ერთ-ერთი მთავარი ფიგურა გახდა. საბოლოოდ ყველაფერი იმით დასრულდა, რომ რონალდუ რეალში გადავიდა 80 მილიონ ფუნტად.

1) ერიკ კანტონა "მანჩესტერს" 1992 წელს ესტუმრა. ფერგიუსონის ეპოქის ერთ-ერთი ბრილიანტი. ფრანგი მხოლოდ 1,2 მილიონ ფუნტად იყიდეს. მან დიდი როლი ითამაშა მანჩესტერის ისტორიაში და დამკვიდრდა როგორც ლეგენდა.



სკანდალი


ფერგიუსონი ყოველთვის იყო პრესის მთავარი პერსონა. ვინაიდან მისი ცხოვრება ყოველთვის იყო საინტერესო და პრობლემებით აღსავსე. მთავარი მისი მტრები კი მსაჯები იქცნენ.

3) ინგლისური პრემიერ ლიგის მსაჯები, ფერგიუსონის მთავარი "მტრები". როდესაც ფერგიუსონის გუნდი აგებს მსაჯები ყოველთვის მობილიზირებულები არიან, რომ რაიმე შეცდომა არ დაუშვან. ხოლო როდესაც ფერგიუსონი იგებს და კომპენსირებული დროის დასრულებამდე ცოტა დროა დარჩენლი მსაჯები ამ დროის პერიოდს Fergie Time უწოდებენ. ბოლო წლებში ფერგიუსონი სულ რაღაც ხუთჯერ მისცეს დისკვალიფიკაცია იმის გამო, რომ მან მსაჯებს უხეში სიტყვებით მიმართა.

2) "ბი-ბი-სი". 2004 წელს ეკრანებზე გამოჩნდა ფილმი სათაურით "მამა და შვილი", ეს ფილმი გადაღებული იქნა ბი-ბი-სის მიერ. ამ ფილმში დადასტურებით ჩანდა, რომ ფერგიუსონის შვილი ჯეისონი რანგით ფეხბურთელი და აგენტი იყენებდა მამის უფლებებს. ფერგიუსონს ეს განცხადებები არ მოეწონა და შეუტია ბი-ბი-სის ჟურნალისტებს. საბოლოოდ ამ წელს ფერგიუსონი შეხვდა ბი-ბი-სის ხელმძღვანელობას და დაასრულა 7 წლიანი ომი.

1) დევიდ ბექემი და მფრინავი ბუცი. ფერგიუსონმა თავი ამითაც დაგვამახსოვრა. ეს მოხდა 2003 წელს როდესაც ფერგიუსონი და ბექემი ერთმანეთს დაუპირისპირდნენ. "არსენლთან" ცუდი თამაშის შემდეგ ფერგიუსონი შევარდა გასახდელში და დაუწყო გაბრაზებულმა ჩხუბი ბექემს. ამის შემდეგ აიღო ბუცი და ესროლა მას თავში.



ცნობილი ფრაზები


3) "ფეხბურთი? ეშმაკმაც დალახვროს.."

2) "მხოლოდ ღირსეული ჩემპიონები ბრუნდებიან დამარცხების შემდეგ, რომ ყველას დაუმტკიცონ რა შეუძლიათ."

1) "მნიშვნელობა არ აქვს ვინ დატოვებს ამ კლუბს, მთავარი "მანჩესტერ იუნაიტედი" ყოველთვის იარსებებს.


წარუმატებლობა


სერ ალექსის 25 წელი


ფერგიუსონმა 7 სეზონი განვლო, იმისთვის რომ გუნდმა ქვეყნის პირველი ჩემპიონობა იზეიმოს.
1988 წელს ფერგიუსონმა განაცხადა, რომ "ეს არ არის უბრალო სამუშაო არამედ ეს არის მისია რომელი უნდა შეასრულოს." "მე არ ვხუმრობ დამიჯერეთ, ჩვენ ამას მივაღწევთ და დადგემა დღე როდესაც ლივერპულისთვის და სხვა კლუბებისთვის ყველაფერი უკუღმა ამოტრიალდება."

ეს მართლაც მოხდა, მაგრამ აქამდე ფერგიუსონმა მრავალი ცუდი მატჩიც განვლო. 1989/90 წლეს თანაქალაქელ სიტისთან წაგებული 1:5. შემდეგ "ლიდსთან" დამარცხება. გუნდი მწევრთნელთან ერთად მიდიოდა საჩემპიონო წოდებისთვის, მათ ერთი მატჩი რჩებოდათ რომ ჩემპიონთა ტიტული მოეპოვათ, მაგრამ ეს ვერ მოახერხეს, ვინაიდან ისინი "ევერტონთან" დამარცხდნენ.

1991 წელი, ფერგიუსონმა გუნდის თამაში გამოასწორა მოიგო თასების მფლობელთა თასი, მაგრამ ყველამ იცოდა, რომ ეს არაფერი იყო და რომ ფერგიუსონის მიზანი ჩემპიონთა ლიგა იყო. 1999 წელს კი მან შეძლო და გუნდმა ფერგიუსონის ხელში პირველი ჩემპიონთა ლიგა მოიგო. შემდეგ ამას მოყვა 2008 წელი. მოსკოვში ერთმანეთს ორი პრემიერ ლიგური გუნდი დაუპირისპირდა. ყველაფერი კი იმით დასრულდა, რომ "იუნაიტედმა" მეორეჯერ შეძლო ჩემპიონთა ლიგის მოგება. დადგა 2010/11 წელი, "უემბლი" ინგლისი, ერთმანეთს კატალონიური "ბარსელონა" და "მანჩესტერ იუნაიტედი" უპირისპირდებიან. მატჩი დაძაბული აღმოჩნდა მაგრამ ამ ფინალში "იუნაიტედს' არ გაუმართლა და დამარცხდა.

ფერგიუსონი არაპირებს დანებებას და როგორც ვხედავთ ჯერ კიდევ "იუნაიტედის" თავკაცია, მან უკვე "ოლდ ტრაფორდზე" 25 იუბილე აღნიშნა. როგორც ჩანს ფერგიუსონს მისია ჯერ კიდევ არ შეუსრულებია.

სტატიები, ახალი ამბები
12 კომენტარი
№1
ავტორი: David Beckham
12 ოქტომბერი 2012 15:24
  • სიახლეები: 4
  • კომენტარები: 41
ეს სტატიაა ადრე ვთარგმნე უცხოური საიტიდან და გადავწვიტე აქაც დამედო იმედია ვისაც არ გაქვთ წაკითხული წაიკითხავთ ! feel
0
№2
ავტორი: UTD-Rule
12 ოქტომბერი 2012 15:26
  • სიახლეები: 410
  • კომენტარები: 3668
საღოლ ავტორ !!

წავიდა ფავორიტებში და მერე წავიკითხავ lol2
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ "შენ შეიძლება იპოვო ახალი ბექემი ან რონალდო,მაგრამ ვერასოდერს იპოვი სერ ალექსის შემცვლელს. " - ერიკ კანტონა
№3
ავტორი: VaRdo
12 ოქტომბერი 2012 15:27
  • სიახლეები: 78
  • კომენტარები: 5516
რამხელა სტატიებს დებთ რაიყო უნივერსიტეტში რომ ვკითხულობდე ამდნეს საგანი არ ჩამივარდებოდა
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ “რომ არა კონტროლი, გასახდელში მყოფი 11 მილიონერი აუცილებლად შეეცდებოდა იმქვეყნად გავესტუმრებინე, მაგრამ ახლა ყველამ იცის, რომ თუ ჩემი კონტროლის ფარგლებს მიღმა გავა, იმქვეყნად თავად
გაემგზავრება…” SAF
№4
ავტორი: Mike
12 ოქტომბერი 2012 15:30
  • სიახლეები: 8
  • კომენტარები: 560
კაია ესეთი სტატიები რო იდება ,ხარისხიც მაღალია და ძალიან საინტერესოც არის ესე გააგრძელეთ ჩემი თხოვნა იქნება ...
0
№5
ავტორი: GeorgeBest
12 ოქტომბერი 2012 15:35
  • სიახლეები: 1665
  • კომენტარები: 12135
ყურა ფორევა challenge
0
№6
ავტორი: S.A.F.
12 ოქტომბერი 2012 15:35
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 97
მალადეც ავტორ ))) ასე გააგრძელეთ love
0
№7
ავტორი: David Beckham
12 ოქტომბერი 2012 15:36
  • სიახლეები: 4
  • კომენტარები: 41
UTD-Rule,
სპასიბა გაიხარე

GioO_o,
ჰაჰა megustamucho
0
№8
ავტორი: Rooney
12 ოქტომბერი 2012 15:48
  • სიახლეები: 6
  • კომენტარები: 369
რა მაგარია ფეგიეეე derphappycry
0
№9
ავტორი: Ví Ví
14 ოქტომბერი 2012 21:45
  • სიახლეები: 41
  • კომენტარები: 1619
ეს კაცი მსოფლიოს არასოდეს დაავიწყდება
0
№10
ავტორი: Degea1
26 თებერვალი 2013 17:20
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 206
sagol avtor
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

15 აპრილი 2021, 23:00
იუნაიტედი
გრანადა
ევროპა ლიგა
18 აპრილი 2021, 19:00
იუნაიტედი
ბარნლი
პრემიერ ლიგა
გრანადა15 აპრილი
ბარნლი18 აპრილი

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

11 აპრილი 2021, 19:30
ტოტენჰემი1
იუნაიტედი2
პრემიერ ლიგა
8 აპრილი 2021, 23:00
გრანადა0
იუნაიტედი2
ევროპა ლიგა
4 აპრილი 2021, 22:30
იუნაიტედი2
ბრაიტონი1
პრემიერ ლიგა
ტოტენჰემი11 აპრილი
გრანადა8 აპრილი
ბრაიტონი4 აპრილი

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top