თბილისი:
მანჩესტერი:
11-04-2014, 14:27
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 1621,
კომენტარები: 3
"ნიუკასლს" სერ ალექსი სურდა
"ნიუკასლის" პრეზიდენტს ფერგიუსონი სურდა.
"ნიუკასლის" პრეზიდენტი, ფრედი შეპერდი გამოტყდა, რომ 1997 წელს მის კლუბს "მანჩესტერ იუნაიტედის" მთავარი მწვრთნელის, სერ ალექს ფერგიუსონის გადმობირება სურდა.

"ჯორდები" კევინ კიგანთან განშორების შემდგომ ახალ მწვრთნელს ეძებდნენ. შეპერდის ყურადღება კი სწორედ შოტლანდიელმა მიიპყრო, რომელიც იმ დროისათვის უკვე 10 წლის სტაჟით იკვეხნიდა "იუნაიტედის" მთავარი მწვრთნელის პოსტზე და რამდენიმეჯერ პრემიერ-ლიგაც მოიგო.

თუმცა მალე შეპერდმა შეიტყო, რომ "ნიუკასლი" ფერგიუსონმა მხოლოდ უკეთესი კონტრაქტის გასაფორმებლად გამოიყენა "იუნაიტედის" მთავარი მწვრთნელის პოსტზე.

"როცა კიგანი წავიდა, მის შემცვლელად ფერგიუსონის მოყვანა გვსურდა. იმ დროისათვის მის წარმომადგენლებთან ვატარებდით მოლაპარაკებებს."

"მაშინ ნავით ვთევზაობდი და კინაღამ გადავვარდი (როცა "იუნაიტედის" აღმასრულებელმა დირექტორმა, მარტინ ედვარდსმა დარეკა) მალე შევიტყვეთ, რომ არაფერი არ გამოვა და ის ჩვენთან არ გადმოვა. მან ეს მხოლოდ ხელფასის ასამაღლებლად გამოიყენა. მივხვდით, რომ უბრალოდ გვიყენებდნენ. კევინი წავიდა, ჩვენ ფერგიუსონის მოყვანა გვსურდა, მაგრამ ამის იქით საქმე აღარ წასულა"

"ამბიციურები ვიყავით, ჩვენ გვსურდა მისი მოყვანა - ნებისმიერ შემთხვევაში ვცდილობდით მაინც. რაღაც მომენტში გვეგონა, რომ ასეც მოხდებოდა, რადგან ფერგიუსონი "იუნაიტედში" ბედნიერი არ იყო, მაგრამ ეს მხოლოდ მოჩვენებითი იყო. "
- ციტირებს შეპერდის სიტყვებს Newcastle Chronicle.

fapl.ru
სიახლეები, ახალი ამბები, ინტერვიუები
3 კომენტარი
№1
ავტორი: gilmour
11 აპრილი 2014 16:22
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 2108
ჰა ჰა მაგრად უოცნებიათ ჯიგრებს:)))
0
№2
ავტორი: Manchester_M
11 აპრილი 2014 17:21
  • სიახლეები: 8
  • კომენტარები: 4027
მთვარეზე მოჯმა ეოცნებათ იქნებ ეგ მაინც აეხდინათ :X
0
№3
ავტორი: red devil
12 აპრილი 2014 08:05
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4680
ბაბუ რა ჯიგარია გამოიყენა და გადააგდო კაჭკაჭები :D
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top