თბილისი:
მანჩესტერი:
11-04-2014, 14:13
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 1673,
კომენტარები: 2
"იუნაიტედი" ჩემპიონთა ლიგაზე უნდა იყოს"
ფილ ჯონსის თქმით მისი კლუბის ადგილი ჩემპიონთა ლიგაზეა.
"მანჩესტერ იუნაიტედის" ცენტრალური მცველი, ფილ ჯონსი აცხადებს, რომ მისი კლუბი ყველაფერს გააკეთებს, რათა ჩემპიონთა ლიგაზე უსწრაფესად დაბრუნდეს.

"ბაიერნთან" მარცხის შემდგომ "იუნაიტედი" მინიმუმ ერთი წლით ემშვიდობება ჩემპიონთა ლიგას. ჯონსის განცხადებით მისი კლუბი საუკეთესო გუნდთან დამარცხდა.

"ჩემპიონთა ლიგას უდიდესი მნიშვნელობა აქვს. "იუნაიტედი" ჩემპიონთა ლიგაზე უნდა იყოს."

"ასეთი საღამოები იშვბიათად ხდება. "ბაიერნი" ის კლუბია - რომლის წინააღმდეგ თამაშიც გსურს. თუ გსურს თავი გამოსცადო საუკეთესოების წინააღმდეგ, სწორედ მათთან უნდა ითამაშო. ჩემი აზრით "ბაიერნი" საუკეთესოა."

"შედეგით განაწყენებული ვართ. უკან რომ მოიხედავ ნახავ, რომ შეგეძლო სეზონის უკეთ დასრულება, ესა თუ ის მატჩი რომ მოგეგო. მაგრამ გავაგრძელებთ მუშაობას, რადგან გვსურს ასეთი საღამოები მალე დავაბრუნოთ"
- ციტირებს ჯონსის სიტყვებს MUTV.

fapl.ru
სიახლეები, ინტერვიუები
2 კომენტარი
№1
ავტორი: gilmour
11 აპრილი 2014 16:08
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 2108
არ წაგეგოთ უაზროდ საშინაო თამაშები მაინც და იქნებოდით ოთხეულშიც და ლიგაზეც.
0
№2
ავტორი: Manchester_M
11 აპრილი 2014 17:20
  • სიახლეები: 8
  • კომენტარები: 4027
მომავალ წელს არა და 2 წლის შემდეგ ვნახოთ სად იქნებით :)
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top