თბილისი:
მანჩესტერი:
10-04-2014, 17:10
ავტორი: Jubo,
ნანახია: 2271,
კომენტარები: 7
მოიესი მატჩის შემდეგ
მოიესის შეფასება და სამომავლო მიზნები
მოიესი მატჩის შემდეგ
"იუნაიტედის" მთავარმა მწვრთნელმა "ბაიერნთან" მარცხის შემდეგ ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა. მოიესმა მატჩის შედეგი უიღბლობას და უყურადღებობას მიაწერა. მისი განცხადებით, "იუნაიტედის" მთავარი მიზანი ჩემპიონთა ლიგაზე დროულად დაბრუნებაა.

"გუნდის აღდგენა და ჩემპიონატში დროულად დაბრუნება გვჭირდება. ეს შესანიშნავი ჩემპიონატია, მიმდინარე სეზონით ძალიან ვისიამოვნეთ. "ბაიერნს" რაც შეეხება, მათთან მარცხი სასირცხვილო ნამდვილად არ არის."

მოიესს ჰკითხეს, ემუქრება თუ არა მას პოსტის დატოვება.

"ეს კითხვა მე არ უნდა დამისვათ. ეს სამუშაო ახლახანს დამეკისრა და ვაპირებ ის ბოლომდე მივიყვანო. კლუბში ყველა ძალიან კარგად დამხვდა. ჩემი მთავარი მიზანი ახლა სწორედ გზის პოვნაა, რომელიც ჩემპიონთა ლიგაზე დროულად დაბრუნებაში დაგვეხმარება.
კლუბს ჩემს მოთხოვნებზე პრობლემები არასოდეს ჰქონია. ვაპირებთ ფული სწორად დავხარჯოთ ფეხბურთელებზე, რომელთა ყიდვაც შესაძლებელია.

რაც შეეხება მატჩს, სკოლის მოსწავლეებს სჭირდებათ იმის სწავლება, რომ გოლის გატანის შემდეგ მალევე არ გაუშვან ბურთი. ჩვენ ძალიან სწრაფად მივიღეთ გოლი საკუთარ კარში.
ეჭვიც არ მეპარებოდა, რომ რთული მატჩი იქნებოდა. როცა გოლი გავიტანეთ, ვალდებულები ვიყავით 5-10 წუთი მაინც ძალიან ყურადღებით უნდა ვყოფილიყავით, შემდეგ კი ბურთის დაუფლებასაც შევეცდებოდით, მაგრამ ასე არ გამოვიდა. არ ვიცი ეს რისი ბრალი იყო, კონცენტაციის დაკარგვის, უიღბლობის. საკმარისი გამოცდილება გვქონდა, რომ ის მოედანზე ბოლომდე გამოგვეყენებინა. ჩემს ფეხბურთელებს მატჩში საშინელება არ გაუკეთებიათ, იყო პატარა შეცდომები, მაგრამ მათი თამაშით კმაყოფილი ვარ.

ბოლომდე არ მიფიქრია, რომ მატჩის ბედი გადაწყვეტილი იყო. 2:1-ზე მხოლოდ ერთი გოლი გვჭირდებოდა, მაგრამ მესამე გოლმა ბოლო მოგვიღო. ყველაფერი ჩვენს საწინააღმდეგოდ წარიმართა, ვფიქრობ ბედმაც ზურგი გვაქცია.

ბაიერნი ნამდვილად კარგი გუნდია, მაგრამ ვფიქრობ, ჩვენ ჩვენი გასაკეთებელი გავაკეთეთ და მათ პრობლემებიც შევუქმენით. ტაქტიკურად, ჩვენ სწორად ვითამაშეთ, მაგრამ ძალიან რთულდება სიტუაცია, როცა გოლის გატანისთანავე უშვებ შენს კარში ბურთს."


წყარო: skysports.com
ინტერვიუები, პრესკონფერენცია
7 კომენტარი
№1
ავტორი: Manchester_M
10 აპრილი 2014 17:42
  • სიახლეები: 8
  • კომენტარები: 4027
ის გოლი ეგრევე რომ არ გაგვსვლოდა მოვიგებდით ამ თამაშს მაგრამ ვერ შეხედეთ დაცვა მთლად აირია და ამით მშვენივრად ისარგებლეს ბოლო წუთამდე დალაგებულად უნდა გვეთამაშა როგორც დავიწყეთ და ყველაფერი კარგად იქნებოდა მაგრამ რას ვიზამთ მომავალ წელს ჩემპიონთა ლიგას გამოვტოვებთ ? არ მინდა ამის დაჯერება ;( მაგრამ მაინც არის 4 ეულში შესვლის შანსი 7 ქულა გვაშორებს და იმედია ახლა მაინც გაგვიმართლებს და რაღაც მაინც გცეშველოს იქნება :X
0
№2
ავტორი: Manchester United 14
10 აპრილი 2014 19:52
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 982
მოიესის მჯერა რო ოთხეულში შევა manunited
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ MU – MUF - MUFC - Ok!
manunited
№3
ავტორი: Manchester_M
10 აპრილი 2014 19:58
  • სიახლეები: 8
  • კომენტარები: 4027
დღეს არაფერი არ ხდება საიტზე და რა არის გლოვის დღეა ? :D
0
№4
ავტორი: love united
10 აპრილი 2014 20:13
  • სიახლეები: 304
  • კომენტარები: 5069
არაუშავს მოი,ეხლა მთელი ძალიტ ეპლს უნდა მივაწვეთ,იქნებ შევიდეთ ოთხეულში
0
№5
ავტორი: GeorgeBest
10 აპრილი 2014 20:14
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
ბედს და უიღბლობას მაინც დააბრალა ყველაფერი. რაღაც პონტში ალბათ არ გაგვიმართლა, მაგრამ ჩვენი ბრალი იყო. უპირატესობა რო კოლოსალური ჰქონდათ მაგას თქმა ა რუნდა მარა 1 გოლის მერე შეგვეძლო გაგვეზლო 50–10 წუტი მაინც დ ამერე ყველაფერი სხვაგვარად იქნებოდა. მესამე გოლმა ვაბშე გადაგვიარა

არამგონია გაუშვან, მინდა რომ წავიდეს მაგრამ დარჩება ვიცი. ამიტომ იმედია სწორ ტრანსფერბს გააკეთებს, იმედია 1 წელი საკმარისი იყო დაენახა გუნდს სად უჭირს დ არომელი ფეხბურთელები გვწირდება
0
№6
ავტორი: altidore 28
10 აპრილი 2014 20:32
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 15
exla mtavaria arsenalma fokuzi qnas ro otxeulshi shevidet gamartleba es iqneba... an vabshem evertoni ar gadzvres to:d
0
№7
ავტორი: red devil
10 აპრილი 2014 21:00
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4680
არ არის მანჩესტერის საქმე ავტობუსის კარში ჩაყენება და ეს უნდა გაიგოს მოიესმა. მჯერა რო მომავალ წელს საერთოდ განსხვავებული მანჩესტერი იქნება.
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top