რიო ფერდინანდმა აღიარა,რომ ამ ეტაპისათვის მას ჯერ დარწმუნებით არ შეუძლია თქვას,რომ კლუბთან ახალ კონტრაქტს მოაწერს ხელს.
რიოს მიმდინარე კონტრაქტი გუნდთან ამ ზაფხულს ეწურება."მანჩესტერ იუნაიტედის" თავკაცს სერ ალექს ფერგიუსონმა არაერთხელ განაცხადა,რომ რიოს ჯერ კიდევ რამოდენიმე წელი შეუძლია მაღალ დონეზე თამაში.რიო ფერდინანდმა გადაწყვიტა,რომ ახალი კონტრაქტი გუნდთან რამოდენიმე თვეში განიხილოს.
"ყოველთვის სასიამოვნოა,როდესაც გუნდის მთავარი მწვრთნელი აცხადებს,რომ მას შენი იმედი აქვს.დარწმუნებით შემიძლია იმის თქმა,რომ მე ახალ კონტრაქტს გუნდთან რამოდენიმე თვეში განვიხილავ.პირველ რიგში მე უნდა დაველოდო შობას ხოლო ამის შემდეგ მე ვიფიქრებ ახალი კონტრაქტის შესახებ." - განაცხადა რიო ფერდინანდმა.
"მე მიმდინარე სეზონში ჩემ შესაძლებლობებს გამოვავლენ დეკემბერში ან იანვარში,რადგან ამ თვეებში ჩვენ ძალიან რთული ცხრილი გვაქვს და თუ მე ამ მატჩებს წარმატებით ჩავატარებ,მაშინ ალბათ უნდა ვიფიქრო ახალ კონტრაქტზე." - აცხადებს რიო.