მოიაზრება და ყველასათვის ცნობილია რომ ჰოლანდიას გააჩნია საუკეთესო საფეხბურთო აკადემია, ახალგაზრდა ტალანტების აღსაზრდელად, თუმცა აქვე შესამჩნევია ის ფაქტი რომ, ჰოლანდიელი სპეციალისტები არ "უფრთხილდებიან თავიანთ ავლა–დიდებას".
მრავალი ჰოლანდიელი ფებურთელი გვახსოვს, რომელიც სხვა გუნდში გადავიდა და იქ დაიმკვიდრა სახელი. გახდა გუნდის ლეგენდა და შეაყვარა ფანებს თავი. ამსტერდამის "აიაქსი" ამ საქმეში "საუკეთესოა" და პანტა–პუნტით უშვებს ტალანტებს გუნდიდან. როგორც სჩანს, არც ერიქსენია გამონაკლისი. კრისტიანს კონტრაქტი 2014 წელს ეწურება და არცერთი მხარე არ ჩქარობს მის გახანგრძლივებას. კლუბიც და ფეხბურთელის აგენტი ჯერ–ჯერობით პასიურობენ. თუმცა აგრეთვე ცნობილია რომ "აიაქსის" შემტევი ნახევარმცველი სხვა გუნდში გადავარგებას აპირებს.
"ჩვენ გვინდა კრისტიანმა კონტრაქტი გაახანგრძლივოს და კიდევ დიდი ხანი იყოს ჩვენს გუნდში, თუმცა თავად ფეხბურთელი საერთოდ არ არის დაინტერესებული ამ საკითხით. ჩვენ სწორედაც რომ დაგეგმილი გვაქვს დეკემბერში გასაუბრება მასთან და შემდგომ გახდება ცნობილი თუ რა ბედი ეწევა ერიქსენს." განაცხადა "აიაქსის" სპორტულმა დირექტორმა – მარკ ოვერმარსმა. მოგახსენებთ რომ, ჰოლანდიელით "ლივერპული" და ორი მანჩესტერული გიგანტია დაინტერესებული.
"მე ამსტერდამში ყოფნით კმაყოფილი ვარ და მიხარია რომ კლუბის მენეჯერებს ჩემთან კონტრაქტის გახანგრძლივება სურთ, მაგრამ ვფიქრობ რომ ბედს სხვა ქვეყანაში გამოვცდი. ჩემი აგენტი კონტაქტშია ჩემთან, ასევე კლუბთან და ვიცი რომ ჯერ არც ერთი შემოთავაზება არ მიგვიღია და არც უარით გაგვისტუმრებია." განაცხადა კრისტიან ერიქსენმა.