თბილისი:
მანჩესტერი:
9-04-2014, 15:05
ავტორი: Red Hooligan,
ნანახია: 2194,
კომენტარები: 7
ნანიმ და ვალენსიამ ინტერვიუ ჩაწერეს
ნანისა და ვალენსიას ინტერვიუ...
ნანიმ და ვალენსიამ ინტერვიუ ჩაწერეს
"მანჩესტერ იუნაიტედის" ვინგერებმა, ლუიშ ნანიმ და ანტონიო ვალენსიამ მიუნხენში საინტერესო ინტერვიუ ჩაწერეს.

- რას ფიქრობთ "ბაიერნთან" დაპირისპირებაზე და როგორი შეგრძნება გაქვთ ?

ვალენსია: თავს კარგად ვგრძნობ და ვფიქრობ "ბაიერნთან" დაპირისპირებისთვის მზად ვართ. ჩვენ პირველ მატჩშიც ვაჩვენეთ, რომ "იუნაიტედი" ყოველთვის ბოლომდე ბრძოლობს და ამის მეორე თამაშშიც დავამტკიცებთ.

ნანი: ბაიერნი ფანტასტიური გუნდია. მათი გუნდი უმაღლესი დონის ფეხბურთელებითაა დაკოპლექტებული, თუმცა იგივეს ვიტყვი ჩვენზეც. იმედია ყველაფერი ჩვენი გეგმის მიხედვით მოხდება და ნახევარფინალში სწორედ "იუნაიტედი" გავა.

- ამ დაპისისპირებაში გამოკვეთილი ფავორიტი "ბაიერნია" თუ თქვენ სხვაგვარი შეხედულება გაქვთ ?

ვალენსია: არამგონია მათ დიდი უპირატესობა ჰქონდეთ, თუმცა ისინი საშინაო არენაზე თამაშობენ და რა თქმა უნდა ეს მათ წაადგებათ.

ნანი: როგორც მახსოვს არ არსებობს წესი, რომ ფავორიტი ყოველთვის იმარჯვებდეს. მეტი არაფერი მეთქმის ამ თემასთან დაკავშირებით.

- 2009 წელს სწორედ თქვენ იყავით განმეორებითი მატჩის გმირები, ლუიშ რას იტყვით იმ ბრწყინვალე გოლზე რომელიც მაშინ გაიტანეთ ?

ნანი: მე ჩემს საქმეს ვაკეთებდი. დავინახე, რომ ბურთს ვცდებოდი და სწორედ ამიტომ დავარტყი ასე ეფექტურად. დანარჩენი კი ანტონიოს დამსახურებაა, ორივე გოლი რომელიც მაშინ გავიტანე ანტონიოს ბრწყინვალე პასის შედეგია.

ვალენსია: რა თქმა უნდა ის ბრწყინვალე გოლი იყო, თუმცა ის მატჩი ბოლოს ჩვენს სასარგებლოდ მაინც არ დასრულდა.

- და ბოლოს, რას იტყვით თქვენს მომავალზე "იუნაიტედში" ?

ორივე: GGMU.
სტატიები, ახალი ამბები
7 კომენტარი
№1
ავტორი: Rosso Diavolo
9 აპრილი 2014 15:31
  • სიახლეები: 1002
  • კომენტარები: 2543
ნანი არ უნდა ათამაშოს ასეთ მნიშვნელოვან მატჩში, მაინც ფორმიდან ამოვარდნილია და დღეს ანტონიო უნდა იყოს ძირითადში აუცილებლად fellow
0
№2
ავტორი: darcmela
9 აპრილი 2014 15:38
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 44
ფოტოშოფია ვალენსია იცინის ; ))
0
№3
ავტორი: Manchester_M
9 აპრილი 2014 16:11
  • სიახლეები: 8
  • კომენტარები: 4027
გიო,
დამიჯერე იანგის თამაშს მიანც ამის თამაში აჯობებს ბევრად ნორმალურ პასს მაინც გააკეთებს და მოკუნტული მიანც არ ირბენს მოედანზე :)
0
№4
ავტორი: Lev
9 აპრილი 2014 16:54
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1515
ესენი ფლანგებზე კაი იქნებოდა მაგრამ მაშIნ თამაში სხვანაირ სტილს მიიღებს....
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ Glory Man united!
№5
ავტორი: N10
9 აპრილი 2014 18:30
  • სიახლეები: 63
  • კომენტარები: 294
ორივე ფლანგზე კაი იქნეოდა იმ შემთხვევაში თუ 1 თავდამსხმელით ვითამაშებთ ამ შემთხვევაში უფრო მეტი საყრდენი გვეყოლება და დაცვაში არ გაჭირდება თამაში მერე კი კონტრშეტევებზე უნდა ეცადნონ გოლის გატანას
0
№6
ავტორი: GeorgeBest
9 აპრილი 2014 20:25
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
ნანი რა თავმდაბალი ხარ love მაინც იანგი ხარ love
0
№7
ავტორი: red devil
9 აპრილი 2014 21:37
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4680
არადა 2009 წელს ნანიმ რა კარგად ითამაშა
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top