ჩელსისთან 2010 წელს, ქომუნით შილდში მისი სადებიუტო გოლიდან, წინა კვირას ასტონ ვილასთან მატჩის ჩათვლით ჩიჩარიტოს ყოველთვის ჰქონდა "წარმატებული ფეხი", როდესაც ცვლილების შემდეგ შემოდიოდა მოედანზე.
ამ დროისათვის, მთელი "იუნაიტედის" ისტორიის განმავლობაში რიგით მეორე ცვლილებაზე შემოსვლის შემდეგ გატანილი გოლებით. მას ამ დროისათვის 13 ასეთი გოლის აქვს გატანილი. ის მხოლოდ ოლე გუნარ სულშერს ჩამორჩება, რომელმაც 28 გოლის გატანა მოახერხა. მაგრამ აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ ამ სულშერმა ამ შედეგის მიღწევას 150 მატჩი მოანდომა, ხოლო ჩიჩარიტო კი 39_ჯერ შემოვიდა ცვლილებაზე და უკვე 13 გოლი გაიტანა.
მექსიკელმა "ასტონ ვილასთან" თამაში მოიგო და ეს იყო პირველი შემთხვევა, როცა მან ცვლილების შემდეგ დუბლი შეასრულა. და ასევე შესაძლებელია, რომ მეორე გოლის განხილვის შემდეგ მას ჰეთრიკიც ჩაუწერონ.
ჩიჩარიტო "სუპერ ცვლილებაზე" მეტია. გთავაზობთ ხავიერ ერნანდესის იმ 13 გოლს, რომელიც მან ცვლილების შემდეგ გაიტანა და მადგან უმრავლესობა გადამწყვეტი იყო.